30 ოქტომბერი, 2017
20 ყველაზე პოპულარული ანტიგმირი გამოვლინდა
პორტალმა „Entertainment Weekly“-მ შეადგინა სია, რომელშიც მოათავსა ლიტერატურაში არსებული ბოროტი და საზიზღარი ბავშვების სახელები. მასში 20 ანტიგმირი შევიდა.
პირველ ადგილზე „ჰარი პოტერის" პერსონაჟი დრაკო მალფოი გავიდა. მის შემდეგ მოდის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" საგის ჯოფრი ბარათეონი, მოზარდი პატრიკი, სტივენ კინგის „იგი"-დან და დემიენი რომანიდან „ომენი".