მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ლენტეხში ონიანების ხუთშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ჟახუნდერის საჯარო სკოლას კი მათი სახით 5 წარმატებული იზრუნელი მოსწავლე ჰყავს... წარმოიდგინეთ, როგორი სიმდიდრეა ამდენი ბავშვი, ახლა კი, 5-ჯერ მეტად წარმოიდგინეთ მათი განათლება, განვითარება და ზრუნვა Izrune.ge-ზე.
უფროსი სოლომონი, ტყუპები მარიამი და გიორგი, შუათანა საბა და პირველკლასელი
ელენე ყოველ ხუთშაბათს „ტესტების რიგში“ დგანან და ერთი სული აქვთ, როდის გაივლიან ყველაზე შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ კითხვებს.
გამორჩეულად ილუსტრირებული საკითხები მოსწონთ, ახარებთ წამახალისებელი შეძახილი და მიზნად რაც შეიძლება მეტი ოქროს დიპლომის მოპოვებას ისახავენ.
„მოუთმენლად ველოდებით ტესტების დღეს. როგორც უფროსი ძმა, პატარებს ვამეცადინებ ხოლმე და ერთად ვემზადებით საკითხების წარმატებით გასავლელად. ისე დამოუკიდებლად ვმუშაობთ ტესტებთან, ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. შემდეგ ისევ ერთად განვიხილავთ კითხვებს, დედაც გვეხმარება და მასწავლებელიც. გვიყვარს Izrune.ge და გვინდა, რომ მასთან ერთად კარგად ვისწავლოთ და ბევრი დიპლომი დავაგროვოთ,“- სოლომონ ონიანი.
ნიჭიერ ბავშვებზე დედა, ნინო აფრასიძე Izrune.ge-ს ინოვაციებთან ერთად ზრუნავს. ამბობს, რომ ტესტისთვის გამორჩეულად ემზადებიან, სასკოლო მასალის გარდა კლასგარეშე ლიტერატურას ეცნობიან და მეტი მოტივაციით აგრძელებენ წინსვლას:
„პორტალში ჩართვის შემდეგ ჩემს შვილებს სწავლისა და წინსვლის მოტივაცია მნიშვნელოვნად აუმაღლდათ. Izrune.ge-სთან ერთად შემეცნების პროცესი მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. მეც მეტი აქტივობით ვერთვები სასკოლო ცხოვრებაში და მუდმივად ვადევნებ თვალს შვილების განათლება-განვითარების დონეს. ამ თვის შემაჯამებელი ტესტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა და ორმაგი სიხარულით ველით „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. თანაც, სტუმრები გვეყოლება და ბავშვებს უხარიათ, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმატების გაზიარებას მათთვისაც შეძლებენ. ყველა დედას სურს, რომ მრავალმხრივ განვითარებული, განათლებული და წარმატებული შვილები ჰყავდეს და მჯერა, რომ წინსვლის გზაზე Izrune.ge მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.“