მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ანემია სისხლის ნაკლებობაა, რომელიც განპირობებულია ერითროციტების და/ანჰემოგლობინის უკმარისობით.
ანემია შესაძლოა იყოს: პირველადი და სხვა დაავადების შედეგად განვითარებული მეორელი გამოვლენა.
ანემიის სახეებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია, რომლის მთავარი არსი მიღებულ და დახარჯულ რკინას შორის ბალანსის დარღვევაა.
რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
• კანისა და ლორწოვანის სიფერმკრთალე
• ბავშვი მოდუნებული და გაღიზიანებულია
• ორგანიზმის ტონუსის დაქვეითება
• ოფლიანობა
• ცუდი ძილი ხშირი გაღვიძებებით
• მშრალი და აქერცლილი კანი
• ჩამორჩენა ფიზიკურ განვითარებაში
• გემოს ცვლილებები: მიწის, ცარცის და ა.შ. ჭამის სურვილი
აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რკინადეფიციტური ანემიის დროს ბავშვები ხშირად უნდა იყვნენ სუფთა ჰაერზე. ნუ მოითხოვთ მათგან ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას - ანემია ორგანიზმს დიდ ენერგიას ართმევს.