მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
Izrune.ge-ს მზრუნველი და წარმატებული ოჯახებისა და სკოლების რიგებს დუშეთის N2 საჯარო სკოლა განსაკუთრებული აქტივობით შეუერთდა.
ლილი ჯაბანაშვილის სადამრიგებლო II ბ „სუპერ კლასი“ ინოვაციური მიდგომებითა და ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთიანობით ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნავს.
და ახლა, წარმატებულ გამოცდილებას დუშეთის N2 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ელენე თეთრუაშვილი გვიზიარებს:
„საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა სკოლის წინსვლისა და განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მახარებს ჩვენი მოსწავლეების წარმატება Izrune.ge-ზე და ვთვლი, რომ ოჯახის, ბავშვისა და სკოლის თანამშრომლობა ეფექტურ შედეგს გამოიღებს. პორტალთან ერთად მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას მიჰყვებიან და ცოდნას იმტკიცებენ, სახალისო და წამახალისებელი მიდგომებით კი მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ და უკეთ სწავლის მოტივაცია უჩნდებათ. ბავშვებისა და ოჯახების დაინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი სკოლიდან Izrune.ge-ზე მეტ აქტივობასა და წარმატებას ველოდები.“
II ბ „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ლილი ჯაბანაშვილი Izrune.ge-ს ინოვაციურ მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას:
„ციფრული ტექნოლოგიების დადებით და უარყოფით მხარეებზე კვლევას ვატარებდით, საბოლოოდ, შევჯერდით, რომ სასწავლო პროცესში კომპიუტერული რესურსის ზომიერად და მიზნობრივად გამოყენება არსებითად მნიშვნელოვანია. აქტიურად დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა. Izrune.ge-ში ჩართულობით ტექნოლოგიების სწორად გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა. ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთობლივი მუშაობა შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი გზებით ხორციელდება. ჩვენი კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლე აქტიურად და წარმატებით ერთვება პორტალში. განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ ტესტების დღის მიმართ და შემდეგ სიამაყით უზიარებენ ერთმანეთს შედეგებს. აქტიურად აქვეყნებენ დიპლომებს ფეისბუქზე და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით წინსვლის სურვილი სულ უფრო უღვივდებათ. Izrune.ge-სთან ერთად ახალგაზრდები ციფრულ წიგნიერებაში მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ და მრავალმხრივ ვითარდებიან. დიდი მადლობა, რომ გვეხმარებით მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო წლის მიზნის მიღწევაში.“
II ბ „სუპერ კლასის“ ერთერთი წარმატებული წევრი ლუკა ებიტაშვილია, ის ყოველი ტესტის დღეს მოუთმენლად ელის და პორტალის წამახალისებელი მიდგომებით წინსვლის სურვილი უმაღლდება:
„კლასელებთან ერთად ველოდები ხოლმე ტესტების დღეს, მერე ვლაპარაკობთ კითხვებზე და რასაც ვერ გავიგებთ მასწავლებელს ვეკითხებით. განსაკუთრებით ნახატიანი და მათემატიკური კითხვები მიყვარს. მინდა, კარგად ვისწავლო, რომ ბევრი დიპლომი დავაგროვო.“
ლუკაზე განსაკუთრებით დედა, შორენა ჩოხელი ზრუნავს. მისი შეფასებით, პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები შვილის წარმატებული მომავლისთვის მნიშვნელოვანია:
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები, ჯანსაღ, კონკურენტუნარიან და მეგობრულ გარემოში აღიზარდნონ. მახარებს ლუკას „სუპერ კლასის“ წარმატება. Izrune.ge-სთან ერთად ბავშვები ტესტირების რეჟიმს ეჩვევიან და მომავალი წარმატებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ. ტესტების გავლისას გვერდით ვუზივარ და თვალს ვადევნებ მის განვითარებას, არასდროს ვეხმარები, რადგან ვთვლი, რომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.“
II ბ „სუპერ კლასის“ აქტიური წევრი ელენა კარიაულია, რომელიც იზრუნეს ტესტებს დიდი ყურადღებითა და ინტერესით გადის:
„მომწონს საინტერესო კითხვები. განსაკუთრებით ქართულის საკითხები მიყვარს. დედასთან ერთად ველოდები ხოლმე ხუთშაბათს და ვცდილობ, ბევრი ვარსკვლავი დავაგროვო.“
ნანა აფციაური ელენას მზრუნველი მშობელია, რომლის შეფასებითაც, Izrune.ge შემეცნებისა და წარმატების მოლოდინს ქმნის:
„საინტერესო ტესტების გავლით ელენა ცოდნას იმყარებს და მეტი შემეცნების სტიმულს იძენს. ბავშვებისთვის წამახალისებელი შეძახილი, ვარსკვლავებისა და დიპლომების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ერთვება ტესტებში, რომ კარგი შედეგები აჩვენოს და ოჯახთან მოიწონოს თავი. მეც მეტი ინტერესითა და ხალისით გავდივარ მასთან ერთად სასკოლო გზას. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პედაგოგთან და ერთან ვზრუნავთ კლასის წარმატებაზე.“