15 მაისი, 2019
ზარმაცი დედა-ფსიქოლოგის 4 სააღმზრდელო მეთოდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია.ფსიქოლოგი და სააღმზრდელო ბესტსელერის ავტორი ამ წოდებით ამაყობს კიდეც, რადგან, თვლის, რომ მიდგომა ბავშვს დამოუკიდებლობას აჩვევს.
Izrune.ge გთავაზობთ ზარმაცი დედა-ფსიქოლოგის რჩევებს, რომელთა ეფექტურობაც მსოფლიომ აღიარა:
როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანსქოთანი ყოველთვის ერთი და იმავე, გამოსაჩენ ადგილას უნდა იდგას. ნუ დააძალებთ შვილს დაჯდომას, თამაშ-თამაშით მიაჩვიეთ მის გამოყენებას: დასვით მისი მეგობარი სათამაშო, მოუყევით რა კარგია, რომ მშრალი ივლის, თუ თოჯინასავით მოიქცევა. ყოველი წინგადადგმული ნაბიჯის შემდეგ კი შეაქეთ.
როგორ ავირიდოთ თავიდან ბავშვის ისტერიკანუ გაამახვილებთ ყურადღებას ბავშვის ტირილზე, თუ მიხვდა, რომ ამ გზით საწადელს აღწევს, სულ ასე მოიქცევა. ეცადეთ, ყურადღება სხვა საკითხზე გადაატანინოთ, რაიმე საინტერესო შესთავაზეთ და ჩხუბის გარეშე აუხსენით, რომ ტირილი გამოსავალი არ არის.
როგორ შევაყვაროთ ბავშვს ჭამარას უფრო დააძალებთ, მეტად გაჯიუტდება. თავდაპირველად, ეცადეთ, თხოვნითა და თამაშ-თამაშით ჭამოს. ისევ უარის შემთხვევაში ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რაციონიდან საყვარელი ტკბილეული და სხვა გემრიელობები ამოუღეთ, რადგან მათ ფონზე სასარგებლო საკვები უგემური მოეჩვენება. ბევრი ისეირნეთ, ენერგიის დახარჯვა მადის აღსაძვრელად ეფექტურია.
როგორ მივაჩვიოთ შვილი მარტო ძილსთუ ბავშვი ძილს მშობლების ლოგინშია მიჩვეული, საკუთარ საწოლთან შეგუება, თავდაპირველად, გაუჭირდება. სიახლის შესაჩვევად სასურველია, დედა ან მამა მიუწვეს გვერდით, შემდეგ პატარა სათამაშოსთან ძილს მიეჩვიოს და გარემო, თეთრეული, ბალიში და საძინებელი სივრცე ბავშვის ჭკუაზე იყოს მოწყობილი.