17 მაისი, 2019
მზრუნველი პრეზენტაცია ეშტიის N2 საჯარო სკოლაში - ოჯახები საგანმანათლებლო ინოვაციებს უერთდებიან
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.შეხვედრას სკოლის ლიდერი დირექტორი ლალაზარ აროიანი უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს
Izrune.ge-ს მთავარი მიზანი- ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და სახელმწიფო ენის სწავლის ხელშეწყობა, გააცნო.
აუდიტორია პორტალის შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით მოხიბლული დარჩა. მშობელთა შეფასებით,
Izrune.ge მათი შვილების მრავალმხრივი უნარის განვითარებასა და საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, მასწავლებლების თქმით კი, პორტალი სასკოლო ცხოვრებას უფრო ერთიანს, აქტიურსა და საინტერესოს გახდის.
მოსწავლეებს მზრუნველი კითხვები, ფერადი ანიმაცია და წამახალისებელი შეძახილი ძალიან მოეწონათ და ახლა ერთი სული აქვთ, როდის გაივლიან ტესტებს და საქართველოს წარმატებულ მოსწავლეებსა და კლასებს შეუერთდებიან.
იხილეთ ფოტოები