21 მაისი, 2019
ოჯახის მადლობა izrune.ge -ს - თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობლის წერილი პორტალს
ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის II გ კლასის მოსწავლის, ნინო ლომთათიძის მშობელმა, გვანცა ეზიეშვილმა ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge -ს მზრუნველი წერილი მიუძღვნა და ახლა წარმატებული გამოცდილება გვსურს, რომ თქვენც გაგიზიაროთ:
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი სწავლობს ერთ-ერთ უსაფრთხო და სწავლაზე ორიენტირებულ სკოლაში, რომლის ხელმძღვანელობაც ყოველდღიურად ზრუნავს, მოიძიონ და ჩართონ მოსწავლეები ისეთ პროექტებში, რომლებიც
მოსწავლეებს გამოუმუშავებს ცოდნის შეძენისა და შეძენილის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.
ყოველთვის მინდოდა შექმნილიყო ისეთი პორტალი, სადაც თვიდან- თვემდე, კვირიდან- კვირამდე ჩემი შვილების ცოდნას შევაფასებდი და ერთობლივად გავიხარებდით საუკეთესო შედეგით. პროექტი
izrune.ge გვაძლევს საშუალებას, რომ
ყოველ ხუთშაბათს, შვილებთან ერთად ვიმუშაო, თვის ბოლო კვირა დღეს კი შემაჯამებელი ტესტი შევასრულოთ.... ეს ჩემი ოჯახისათვის ბედნიერებაა... ამისთვის მადლობა პროექტის ავტორს - ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის უნიჭიერეს,
შრომისმოყვარე გუნდს...
აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო სკოლის ჩართულობა, N106 სკოლის დირექტორის - ბატონ თენგიზ გულორდავას და II გ კლასის დამრიგებლის, თამარ შოშიაშვილის აქტიურობა, გულშემატკივრობა... მათთვის დიდი მოტივაციაა, თითოეული ბავშვის მიღწევა. ჩვენი კლასი მარტის თვის შედეგებით „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი გახდა... ასე გავაგრძელებთ, გავატაროთ ყოველი დღე
პროექტთან და ჩემს ოჯახთან ერთად!
მადლობა კიდევ ერთხელ პროექტ
izrune.ge -ს სკოლის, ბავშვის და ოჯახის გაერთიანებისათვის!“