izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
04 ივნისი, 2019
ვინ გახდება 2018-2019 სასწავლო წლის „მომავლის კლასი“ - გაიცანით ოთხგზის „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი სადამრიგებლოები

გაინტერესებთ ვინ გახდება 2018-2019 სასწავლო წლის „მომავლის კლასი“?!

მზრუნველი მოლოდინი სულ უფრო მატულობს...

Izrune.ge - მ თბილისის გამორჩეული სკოლების ოთხგზის წარმატებული „სუპერ კლასები“ უკვე გამოავლინა.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გაწეული ზრუნვისთვის და მათ წარმატებულ გამოცდილებას სიამაყით გთავაზობთ:

თბილისის N106 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„ჩვენის კოლის 19 კლასი სიამაყითა და პატივით ატარებს „სუპერ კლასის“ ტიტულს. აქედან რვამ უკვე ოთხგზის მოიპოვა ეს წოდება და რეიტინგში კვლავ პირველი ადგილი გვიჭირავს, რომლის დათმობასაც არ ვაპირებთ. არაერთხელ მისაუბრია Izrune.ge-ზე, მართლაც უძლიერეს პროექტზე, რომელიც ოჯახს, ბავშვსა და სკოლას ერთ მუშტად კრავს და წარმატებით აერთიანებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარული და მოტივაცია შემოაქვს სასკოლო ცხოვრებაში და როგორი სტიმულით ვაგრძელებთ წინსვლას.

თბილისის N106 საჯარო სკოლის ოთხგზის „სუპერ კლასები“:

I ა „სუპერ კლასის“ დამრიგებელი შორენა იმედაიშვილი:

Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება უფრო ერთიანი და საინტერესო გახდა. სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურმა ჩართულობამ და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებამ ცოდნის დონის ზრდა და წინსვლა გამოიწვია. გვახარებს მიღწეული შედეგები და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად.“

I ბ „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი მარინე კუპატაძე:

„მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ Izrune.ge საუკეთესო პროექტია, რომელიც ოჯახს, ბავშვსა და სკოლას განათლების ირგვლივ აერთიანებს. ოჯახებს არასდროს ავიწყდებათ ტესტების დღე და ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ. კლასშიც აქტიურად განვიხილავთ მოსულ საკითხებს და პორტალთან ერთად ვაგრძელებთ წინსვლას.“

I დ „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი სოფიო მეხაშიშვილი:

„პირველი კლასი ვართ, შესაბამისად, სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის და კლასის გუნდურობა ძალიან გვჭირდებოდა. Izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტებით ძალიან დავმეგობრდით და ერთი მიზნით გავერთიანდით. პორტალმა კონკურენტუნარიანი და ამავდროულად, მეგობრული გარემო შექმნა კლასში. სკოლაში წარმატებული კლასების ბანერი გვაქვს, რომელთა რიგებშიც ჩვენი კლასი ყოველთვის ღირსეულ ადგილს იკავებს.“

I ვ „სუპერ კლასის“ დამრიგებელი მეგი გუმბერიძე:

„გვახარებს მიღწეული წარმატება და სიამაყით ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას. Izrune.ge- სთან ერთად ოჯახი, ბავშვი და სკოლა განათლებისა და წინსვლისკენაა მოტივირებული. მოუთმენლად ველით ყოველი ტესტების დღესა და დიპლომების მოპოვებას. ბოლოდ დროს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეები“ დღესასწაულებს ემთხვეოდა და ჩვენც ორმაგი სიხარულით აღვნიშნავდით თარიღებს.“

III ბ „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ხათუნა გასიტაშვილი:

„სასიამოვნოა, როდესაც შრომის შედეგს ხედავ და Izrune.ge წამახალისებელი მიდგომებით ყოველთვის გვანებივრებს. ოჯახებსა და მთელს სკოლას დიდი მოლოდინი გვაქვს ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, პედაგოგები მშობლებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მოსწავლეები კი დიდი სიამაყითა და მონდომებით უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, ხშირად კლასშიც განვიხილავთ მოსულ საკითხებს და პორტალთან ერთად მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით.“

III ვ „სუპერ კლასის“ დამრიგებელი გალინა მეცხვარიშვილი:

„მას შემდეგ, რაც Izrune.ge ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა, სასწავლო პროცესი მეტად ერთიანი, სისტემური და წარმატებული გახდა. ტესტების ინდივიდუალური, სახალისო და მამოტივირებელი კომპიუტერული ფორმატი მეტად საინტერესო და სახალისოა მოსწავლეებისთვის, უნდა უსმინოთ, როგორ მსჯელობენ საკითხებზე, დასაბუთებულად ამტკიცებენ პასუხის სისწორეს, დამატებით იძიებენ მასალას და მუდმივად წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი. პროცესში მშობლებიც აქტიურად და სიამაყით ერთვებიან.“

III ე „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ელზა ჭიკაძე:

Izrune.ge - ში პირველივე დღეებიდან დიდი მონდომებითა და ინტერესით ვერთვებით. სკოლას არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ჰყავს ბატონი თენგიზ გულორდავას სახით, რომელმაც ჩვენი დიდი ოჯახი საგანმანათლებლო ინოვაციებს დაუკავშირა და სასკოლო ცხოვრება მეტად ერთიანი და სისტემური გახდა. ბუნებრივია, წარმატებას მშობელთა თანამოაზრეობისა და ჩართულობის გარეშე ვერ შევძლებდით. აღსანიშნავია მოსწავლეთა გაზრდილი მოტივაცია და კლასში ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომების დამკვიდრება. ჩემმა ბავშვებმა იციან, რომ თითოეული მათგანის წარმატება განსაზღვრავს კლასის წინსვლას და მეგობრულად, ერთმანეთის დახმარებით აგრძელებენ წინსვლას.“

III გ „სუპერ კლასის“ დამრიგებელი მაია გურასაშვილი:

Izrune.ge-სთან ერთად ქვეყანას განათლებული და წარმატებული მომავალი ეზრდება. მოსწავლეები პორტალზე კომპიუტერული რესურსების მიზნობრივ გამოყენებას, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს, დაკვირვებულობასა და მიზანსწრაფულობას ივითარებენ. სწავლების ინოვაციური მიდგომები ბავშვებს დიდ მოტივაციას აძლევს, მათი წინსვლის შემხედვარე მშობლებიც აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და ერთობლივი მუშაობით საუკეთესო შედეგებზე გავდივართ. კლასში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე გვყავს, რომელიც ენის ბარიერის მიუხედავად სიხარულით ერთვება მზრუნველ ტესტირებაში და კლასთან ერთად წარმატებისკენ მიისწრაფის.“



თბილისის N71 საჯარო სკოლის ლიდერი ხელმძღვანელი პაატა ჩორგოლაშვილი:

„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო Izrune.ge-სა და პირადად ბატონი გოჩა ტყეშელაშვილს სასკოლო ცხოვრების გაერთიანება და გააქტიურებისთვის. პროექტმა სათავე დაუდო საინტერესო პროცესს ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წარმატებას. მახარებს, რომ კვლავ თბილისის რჩეულ სკოლებს შორის ვართ და იმედია, სკოლა დიდხანს იამაყებს თავსი მოსწავლეებისა და პედაგოგების წარმატებით.“

თბილისის N71 საჯარო სკოლის ოთხგზის „სუპერ კლასები“:

III გ „სუპერ კლასის“ დამრიგებელი ნინო ნემსიწვერიძე:

Izrune.ge-მ ჩვენს ცნობიერებაში ფუნდამენტურად დაამკვიდრა, რომ თითოეული მოსწავლის წარმატება კლასის წარმატებაა და რომ ინდივიდუალურ- გუნდური მიდგომებით საუკეთესო შედეგებზე გასვლა შეგვიძლია. პორტალთან ერთად მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეებიც მეტი შემართებით შეუდგნენ სწავლას.“

I ა „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ლედი ელიაშვილი:


„ყოველი სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტი ჩვენი კლასისთვის დიდი ზეიმი და წარმატებაა. მომდევნო დღეებში კი ჟრიამულით განვიხილავთ მოსულ საკითხებს კლასში. პორტალთან ერთად საგაკვეთილო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახდა ბავშვებისთვის და მშობლებიც ინტერესით ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად იზრუნეს დიპლომებს ვაკრავთ ხოლმე, ამასთან „იმედის კლასის“ ვარსკვლავი გავხსენით რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ბავშვების განათლებისა და წარმატების იმედი გვაქვს.“

IV ბ „სუპერ კლასის“ დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე:


Izrune.ge მრავალფეროვანი, საინტერესო და მამოტივირებელი ტესტებით გვანებივრებს. პორტალთან ერთად მოსწავლეები საგნობრივ ცოდნას იმტკიცებენ და ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევიან. მშობელთა ჩართულობითა და აქტიური კომუნიკაციით სასწავლო პროცესს მათ საჭიროებებს ვარგებთ და წარმატებებსაც ვაღწევთ. გვახარებს მიღწეული შედეგები და მეტი წინსვლისთვის ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას.“

III დ „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ეკა მაისურაძე:

„ჩვენი კლასი საგანმანათლებლო ინოვაციებში 100 %-ით ერთვება და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით აღწევს წარმატებას. მოსწავლეებს დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და გააზრებული, რომ კლასის რეიტინგი თითოეულის წარმატებაზეა დამოკიდებული. ამდენად, ერთ გუნდად არიან შეკრულები და წინსვლაში ეხმარებიან ერთმანეთს. მშობლებიც გვერდით მიდგანან და Izrune.ge-ზე ერთობლივად ვზრუნავთ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე.“



III ბ „სუპერ კლასის“ დამრიგებელი მაია ჯიბღაშვილი:

„Izrune.ge-სთან ერთად მუშაობისას ყველაზე მეტად ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთიანობა და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები მახარებს. რაც მთავარია, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ თითოეული მათგანის წარმატება კლასის წარმატებაა. ყოველთვის მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს, შემდეგ განიხილავენ მოსულ საკითხებს და ერთმანეთს სწორ პასუხებამდე მისვლაში ეხმარებიან. პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ მშობლებსაც, ერთობლივი მუშაობით კი საუკეთესო შედეგებზე გავალთ.“

თბილისის N24 საჯარო სკოლის  III ა ოთხგზის „სუპერ კლასის“ დამრიგებელი ეკატერინე ალავიძე:

„ბავშვებმა Izrune.ge-ს შესახებ რომ შეიტყეს, თავად გამოთქვეს ჩართვის სურვილი და მას შემდეგ აქტიურად და წარმატებით მიჰყვებიან საგანმანათლებლო ინოვაციებს. რა თქმა უნდა, მათ მონდომებას მშობლებმაც აუბეს მხარი და ერთობლივად დავიწყეთ ზრუნვა მოსწავლეთა წინსვლაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ რეალობაში, ოჯახების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა პრობლემური საკითხი გახლდათ. ძალიან მონდომებული და ნიჭიერი პატარები მყავს და მათზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

თბილისის N142 საჯარო სკოლის II ა ოთხგზის „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ლელა არჩვაძე:

„მოსწავლეები მიხვდნენ, რომ Izrune.ge-ს წარმომადგენელს გესაუბრებით და გაფაციცებით, დიდი სიხარულით მისმენენ. მიღწეული შედეგები და თქვენგან ყოველმხრივი წახალისება ძალიან საამაყო და სტიმულის მომცემია კლასისთვის. ოჯახებთან ერთად მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტების დღეს, შემდეგ გაკვეთილზე განვიხილავთ საკითხებს და ყოველკვირეულად ვაუმჯობესებთ შედეგებს. პორტალი დაკვირვებულობას, ლოგიკურ აზროვნებასა და წინსვლაზე ორიენტირებულობას აჩვევს ახალგაზრდებს.“

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის N173 საჯარო სკოლის IV ვ  ოთხგზის „სუპერ კლასის“ დამრიგებელი მაია ხარატი:

„ჩვენი კლასი საგანმანათლებლო ინოვაციებს დიდი მონდომებითა და წარმატებით უწყობს ფეხს. მშობელთა სისტემური ჩართულობითა და მოსწავლეთა მოტივირებით Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება მეტად საინტერესო და სახალისო გახადა. მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტების დღეს, საკითხების განხილვასა და დიპლომების მოპოვებას. მახარებს მიღწეული შედეგები და მეტი წინსვლის მოლოდინი გვაქვს.“

თბილისის N11 საჯარო სკოლის IV ბ ოთხგზის „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ელენე ჩუბინიძე:

„ვერ წარმოიდგენთ, როგორი ხალისი და მოტივაცია შემოაქვს Izrune.ge-ს სასკოლო ცხოვრებაში. ინდივიდუალურ-გუნდური, შემეცნებითი და სახალისო მიდგომებით პორტალმა ოჯახი, ბავშვი და სკოლა წარმატებით გაგვაერთიანა. მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტების დღეს და ხშირად, ზუსტად ღამის 12 საათზე მიუსხდებიან ხოლმე მშობლები შვილებს. შემდეგ კლასში განვიხილავთ საკითხებს და სწავლას საჭირო მიმართულებით ვაძლიერებთ. აღსანიშნავია, რომ Izrune.ge-ს გუნდი და ცხელი ხაზი მუდმივად მზადაა დაგვეხმაროს და წარმატებაში შეგვიწყოს ხელი. მადლობა ამისთვის მთელი კლასის სახელით.“

თბილისის N167 საჯარო სკოლის IV გ  ოთხგზის „სუპერ კლასის“ დამრიგებელი რუსუდან გორგაძე:

„Izrune.ge-ზე წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. პროგრამული მასალის გავლის პარალელურად, შევქმენით სამუშაო ჯგუფები, სადაც დამატებით ინფორმაციას ვაწვდიდით მოსწავლეებს, აქტიურად განვიხილავდით ტესტებს და ყოველთვიურად ვაუმჯობესებდით შედეგებს. გვაქვს კითხვების სკივრი -  მოსწავლეებს გაუგებარი კითხვები მოაქვთ ამოწერილი, რომლებზეც პასუხს ერთობლივად ვიძიებთ. წინსვლის პროცესში მშობლებიც აქტიურად ერთვებიან, სპეციალურ ქსელში შევქმენით ჯგუფი, სადაც ერთმანეთს ტესტების დღეს ვახსენებთ და გამოცდილებას ვუზიარებთ. მუდმივად ვადევნებ თვალს თითოეული მოსწავლის შედეგებს და საჭირო მიმართულებით წავმართავ სწავლებას.“










რას ამბობენ ჩვენზე