izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
07 ივნისი, 2019
როგორ მივხვდეთ, რომ ტერფი წესრიგში არ არის და რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია ბრტყელტერფიანობას - რჩევები მშობლებს
მშობლები თავიანთ პატარებს ხშირად ორთოპედიული ფეხსაცმლით ზრდიან და ფიქრობენ, რომ ამით მათ ტერფს ბრტყელტერფიანობისგან დაიცავენ. არადა, ასეთ ფეხსაცმელს ზიანის მიყენებაც კი შეუძლია ბავშვისთვის.

რა ასაკიდან ჩავაცვათ ბავშვს ფეხსაცმელი, როგორ მივხვდეთ, რომ ტერფი წესრიგში არ არის, რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია ბრტყელტერფიანობას და როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, როცა მათ ტერფის პრობლემა აქვთ? ამ კითხვებზე Izrune.ge-ს ექიმმა ორთოკინეზითერაპევტმა, ბიოტექნოლოგმა თამარ ჭიჭინაძემ უპასუხა.

– ქალბატონო თამარ, რამდენად ხშირია ბავშვებში ბრტყელტერფიანობა?

– ბოლო პერიოდში ძალიან გახშირებულია ბრტყელტერფიანობის შემთხვევები. ამის რეალური მიზეზი კი არავინ იცის. 

– მშობლისთვის ადვილი შესამჩნევია ბრტყელტერფიანობა?

– 4 წლამდე ყველა ბავშვი ბრტყელტერფიანს ჰგავს, რადგან მანამდე ამ ადგილას ცხიმის საფარველი არ არის ხოლმე განლეული. თაღის ჩამოყალიბება იწყება 4 წლის ასაკიდან. თუ ორთოპედ-ტრავმატოლოგი საჭიროდ ჩათვლის, 4 წლამდე ბავშვმა უნდა ატაროს ორტეზული, სტანდარტული სუპინატორი, რომელსაც თაღზე ზემოქმედება არ შეუძლია, მაგრამ იცავს, რომ შიგნით არ გადავიდეს ფეხი. 4–5 წლიდან უკვე შესაძლებელია პედოგრაფია-სკანირება და ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება. მკურნალობას რომ დაიწყებს ბავშვი, აუცილებელია ეს პროცესი გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკამდე – 17–18 წლამდე. მკურნალობას საუკეთესო შედეგი აქვს 8 წლამდე, ნაწილობრივ შედეგს იძლევა 12 წლამდე. ყველაზე მთავარი ამ დროს ის არის, რომ ბრტყელტერფიანობა და ხერხემლის გამრუდება ხშირად თანმხვედრი პრობლემებია. ასეთ დროს, თუ ხერხემლის გამრუდებაა და ტერფი და ბიომექანიკა არ გასწორდა, წყალში ჩაიყრება ის შრომა, რასაც ხერხემალთან დაკავშირებით მშობელი ბავშვისთვის აკეთებს – ცურვაზე დაჰყავს, მასაჟებს უკეთებს, ავარჯიშებს. ბავშვი ისევ ასიმეტრიულად ივლის.

როდესაც ბავშვს ბრტყელი ტერფი აქვს, იცით როგორ დადის? ჩაპლინის სიარული ჰქვია ამას – ოდნავ ბატიფეხურად. წინა ტერფი გარეთ გადის, კოჭი შემოდის შიგნით და ქუსლი გადის გარეთ. ფეხსაცმელის შიდა მხარეც, ამ ყველაფრის შესაბამისად, უფრო მკვეთრად ცვდება.

– რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია ბრტყელტერფიანობას თუ მშობელმა ვერ შეამჩნია თავის დროზე?

– უპირველესი არის ხერხემლის გამრუდება. ბრტყელტერფიანობამ გამოიწვია ხერხემლის გამრუდებაო, ვერ იტყვი, მაგრამ ეს არის თანმხვედრი პრობლემა. ასევე თანმხვედრი პრობლემაა ლიმფო–ვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, ჰალუს–ვალგუსური დეფორმაცია. როცა თაღი არ მუშაობს, ტუმბოს ფუნქციას კარგავს ტერფი, რესორული ფუნქცია არ აქვს და ვენური უკმარისობა, ანუ ვარიკოზი ყალიბდება. ვენური უკმარისობის, მძიმე ფეხის სინდრომის და ლიმფოსტაზის დროს ინდივიდუალურ ღაბაშს უნიშნავენ, რათა ტერფმა სრულფასოვნად იმუშაოს და მისი ფუნქცია აღდგეს.

ჰალუს–ვალგუსური დეფორმაცია ძალიან ჰგავს ე.წ. პოდაგრას, მაგრამ, პოდაგრა რევმატიულია, ჰალუს–ვალგუსური დეფორმაცია კი შეიძლება იყოს კომბინირებული და განივი ბრტყელტერფიანობით. როდესაც არის ხერხემლის გამრუდება, დისკის თიაქარი, კორქსართროზი ან გონართროზი, როგორც კი დატვირთვას შეცვლით სახსარზე ინდივიდუალური ღაბაშით, პროცესი ჩერდება და აღარ არის ძლიერი ტკივილი. როცა წვივისა და მუხლის ტკივილი აქვს ბავშვს, მშობელი ვერ იგებს, რატომ სტკივა. რევმატიული სინჯი ნორმაშია, მუხლს გადაუღებენ, არაფერია... ამ დროს ეს ტკივილი გამომდინარეობს ტერფიდან და უფრო ხშირად ბტრყელტერფიანობიდან. სხვათა შორის, ბავშვებში ხშირია გაურკვეველი თავის ტკივილი. ტერფისა და ხერხემლს გამრუდების გამო დაირღვა მიკროცირკულაცია და ბავშვს სტკივა თავი. როგორც კი მიაკვლევენ ტერფის პრობლემას და ბავშვი იწყებს სუპინატორით სიარულს და სპეციალურ ვარჯიშს, მაშინვე გაუვლის თავის ტკივილიც.

– ითვლება, რომ ორთოპედიული ფეხსაცმელი ბავშვს ბრტყელტერფიანობისგან იცავს. მშობელს შეუძლია ექიმის გარეშე ჩააცვას ბავშვს ასეთი ფეხსაცმელი?

– არავითარ შემთხვევაში! ყველა ბავშვს არ სჭირდება სუპინატორი. ორთოპედიული ფეხსაცმელის ტარება არ არის თავის დაცვა. არანაირ გარანტიას არ მოგცემთ არც ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ ეს არის გენეტიკური. 4 წლამდე კი ბრტყელტერფიანობაზე საუბარი არასერიოზულია და მისი შემჩნევა მხოლოდ ორთოპედ–ტრავმატოლოგს შეუძლია.

ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ბავშვმა ატაროს ორთოპედიული ფეხსაცმელი თუ ჯობია ორტენზული სუპინატორი. ორტენზული სუპინატორი მოძრავია და შეიძლება ერთიდან მეორე ფეხსაცმელში გადაიტანოთ და ორთოპედიულ ფეხსაცმელს რამდენს უყიდით წლის განმავლობაში? თან, ორთოპედიული ფეხსაცმელი ისე კარგად ვერ დაიჭერს ქუსლს, როგორც ორტენზული სტანდარტული სუპინატორი.

ინდივიდუალური ღაბაში მხოლოდ სუპინატორი არ არის. ეს არის პრონატორიც, კორექტორიც და გამოყენების ძალიან დიდი სპექტრი აქვს. პროფესიული სპორტული დატვირთვის დროს არის აუცილებელი – ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი... იცავს ტერფს ტრავმისგან, სპორტსმენი სწრაფად არ იღლება, მუხლები არ სტკივა, არ სტკივა აგრეთვე წვივის კუნთები, წელი და, შესაბამისად, სპორტული მონაცემებიც გაუმჯობესებული აქვს, რადგან მეტ დატვირთვას იტანს.

– ბრტყელტერფიანი ბავშვების სპორტით დატვირთვა შეიძლება?

– ბრტყელტერფიან ბავშვებს უჭირთ სპორტული დატვირთვა. ჯერ ერთი, მალე იღლებიან. მერე, სტკივათ ტერფი, წვივი, მუხლი... მაგრამ, თუ ვარჯიშობს სუპინატორით, იქ უკვე მუშაობს თაღი და ასევე – მთელი საყრდენ–მამოძრავებელი, კუნთოვან–მყესოვანი აპატარები სრულფასოვნად და მშვენივრად იტანენ სპოტრულ დატვირთვას. თუ მკვეთრი ხერხემლის გამრუდება არ არის და შესაძლებელია კომპენსაცია სპეციალური ვარჯიშის და ცურვის ხარჯზე, არანაირი აკრძალვა და შეზღუდვა აუცილებელი არ არის. არსებობს სპეციალური სპორტული სუპინატორი, რომელიც მოძრავია.

– საბოლოო ჯამში, ბრტყელტერფიანობა ექვემდებარება მკურნალობას, სწორდება ტერფი?

– ინდივიდუალურია, მაგრამ ყველაზე მეტად მათ უჭირთ, ვისთვისაც ეს გენეტიკურია. ხშირია შემთხვევა, როცა მკურნალობით სრული ბრტყელტერფიანობა ნაწილობრივში გადმოდის. შეიძლება ადამიანს არანაირი ჩივილი აღარ ჰქონდეს, მაგრამ თუ სპეციფიური ჩივილი აქვს, მაშინ, მან ინდივიდუალური ღაბაში მთელი ცხოვრება უნდა ატაროს. ამ ეტაპზე ოპერაციებიც კეთდება – მუდმივ იმპლანტს ნერგავენ და ამას მაშინ მიმართავენ, თუ ძალიან რთული მდგომარეობაა. 12 წლის ასაკში რომ მოდის ბავშვი, მისი ტერფის გამოსწორება უკვე შეუძლებელია და მან უკვე მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ღაბაში. თუ ძალიან რთული მდგომარეობაა, იმპლანტი უნდა გაკეთდეს.

– ბავშვს რა ასაკიდან უნდა ჩავაცვათ თუნდაც ჩვეულებრივი ფეხსაცმელი?

– სიმბოლურად ფეხსაცმლის ჩაცმა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ, როცა ბავშვი ფეხის ადგმას იწყებს, უნდა მივცეთ საშუალება ფეხშიშველმა იაროს. ამ პერიოდში რესორული ფუნქციები არ მუშაობს და სიმძიმის ცენტრის რეგულირება უჭირს ბავშვს. მიეცით ბავშვებს ფეხის ადგმის საშუალება ისე, რომ შეიცნოს საფარველი და ფეხშიშველმა იაროს, არეგულიროს წონასწორობა და ა.შ.

– არსებობს ტერფის შეძენილი პრობლემა?

– დიახ, არის. ძირითადად, ასაკში ვითარდება და დატვირთვას, ჰორმონალურ ცვლილებებს, ორსულობებს, ჭარბ წონას უკავშირდება. ასეთ დროს ადამიანს მუდმივად უწევს სუპინატორის ტარება, რომ ჩივილები მოეხსნას და გართულებები არ ჰქონდეს.


რას ამბობენ ჩვენზე