მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის N173 საჯარო სკოლის II ზ კლასი სამგზის ,,სუპერ კლასის “ ტიტულის მფლობელია.
ნიჭიერი მოსწავლეების მზრუნველი დამრიგებელი ლია გელოვანია, რომელიც აქტიურ მშობლებთან ერთად ბავშვების წარმატებით ამაყობს და სიხარულს Izrune.ge-ს უზიარებს:
„დიპლომების ცვენა, უდიდესი სიხარული და მოლოდინი წარმატებისა - ჩემი მოსწავლეები, მათ შორის მეც დიდი სიხარულით ველოდებით უნიკალურ, ინდივიდუალურ საკლასო ტესტებს. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეთოდოლოგიურად გამართული საკლასო ტესტების საშუალებით პირდაპირ რეჟიმში შეიტყონ საკუთარი აზროვნების დონე. უყვართ ყოველი თვის ბოლო კვირა დღე. ამ დროს შვილებზე ზრუნვის განსაკუთრებული დღეა. მშობლები თავიანთ შვილებთან ერთად სხედან და მზრუნველ წარმატებას იზიარებენ, რითაც მოსწავლეებიც კმაყოფილნი რჩებიან.
Izrune.ge-ზე წარმატების მისაღწევად ბევრს ვმუშაობდით სხვადასხვა საკითხზე. პროგრამულ მასალასთან ერთად წლის განმავლობაში ვატარებდი დამატებით უფასო საწრეო მუშაობას მათემატიკისა და ქართულის საკითხებზე, რაც ხელს უწყობდა მოსწავლეთათვის გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას. წინსვლისათვის მშობლებიც ბევრს მუშაობდნენ შვილებთან . კერძოდ, ერთვებოდნენ ჩემ მიერ ელექტრონულად გადაგზავნილი ლიტერატურული მასალისა თუ მათემატიკური საკითხების მოსწავლეთათვის გადაცემასა და განხილვაში. დამატებითაც მოიძიებდნენ საჭირო ინფორმაციებს.
საწრეო მეცადინეობაზე კლასში ვაჯამებდით შინ დამუშავებულ მასალას, შემდეგ კი ვეცნობოდით და ვამუშავებდით ახალს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. აქტიურად ვადევნებდი და ვადევნებ თვალს მოსწავლეთა მიღწევებს. ვცდილობდი და ვცდილობ განვუვითარო და გავუმდიდრო მათ თვალსაწიერი.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი კლასის მეორეკლასელებმა საკმაო წარმატებას მიაღწიეს. ისინი მესამედ გახდნენ ,,სუპერ კლასის’’ ტიტულის მფლობელნი მაისის თვეში. ადვილი საქმე ხომ არ არის?! უდიდესი მოლოდინი გვაქვს ივნისის თვისა. გულნაკლულნი ვართ იმის გამო, რომ გარკვეული მიზეზების გამო ცოტა გვიან მოგვიხდა ჩართვა აღნიშნულ პროექტში, მაგრამ ყველაფერი წინა გვაქვს.
როცა მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ჩვენს მიღწევებს ვაცნობდი izrune.ge -ს , უხაროდათ და ხალისით ერთვებოდნენ მუშაობაში. სტიმულის მიმცემია მათთვის წარმატების შესაბამისი ჯილდოების მიღება დიპლომების სახით.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ izrune.ge-სა და ჩვენი სკოლის დირექციას აღნიშნულ პროექტში გაწევრიანებისათვის. მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი და ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ სასკოლო ცხოვრების განვითარებაზე. დანარჩენი ბავშვების შობლებს კი მოვუწოდებთ: დაარეგისტრირეთ თქვენი შვილები izrune.ge-ზე. არ მოაკლოთ მათ სიხარული!“ - ლია გელოვანი.