მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge სექტემბრიდან უპრეცენდენტო სიახლეს გთავაზობთ.
ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი პორტალზე სამოქალაქო განათლების დღე იქნება და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი აზროვნების სისტემურ-ეფექტურ და დროულ ამოქმედებას, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების, მათი ტრადიციების, ღირებულებებისა და ისტორიის წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ მასშტაბური, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურია პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ავტორობით ხორციელდება.
„დირექტორებთან დიდი დისკუსია გვქონდა და შევჯერდით ჯანსაღ აზრზე, რომ მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და Izrune.ge-ში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრება აქტიურდება და ოჯახებიც სისტემურად ადევნებენ შვილების განათლება-განვითარებას თვალს, ნათლად ხედავენ სად სჭირდებათ დახმარება და რა მხრივაა მუშაობა გასაძლიერებელი. ჩვენი თანამშრომლობით იწყება ახალი პროექტი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება- გზა ევროპისკენ“, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები მრავალსაუკუნოვან და სამომავლო ღირებულებებს თავად დააკვირდებიან და გააანალიზებენ. პორტალში ჩართულობა თავისუფალი აზროვნების, გახსნილი გზებისა და უცხოელი მეგობრების შეძენის წინაპირობაა, განათლებული და კონკურენტუნარიანი თაობა სამშობლოს საზღვრებს მიღმა ღირსეულად წარადგენს. Izrune.ge კი თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობისთვის მზა პროდუქტს გვთავაზობს. დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ პროექტში, კითხვების შედგენაში ქუთაისის 6 თანამოაზრე სკოლა მონაწილეობს და მომავალი თანამშრომლობისთვის დანარჩენი სკოლების მზაობაც დიდია. Izrune.ge-ს ოჯახების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება აქვს და მეტ ჩართულობას ველოდებით,-“ პროექტის გენერალური მენეჯერი მაია ცქიტიშვილი.
დაწყებითი, საბაზო და დამამთავრებელი კლასების მიხედვით კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან 78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს:
I - II კლასები - ქუთაისის N17 საჯარო სკოლა - დირექტორი ირინე ჯგერენაია;
III - IVკლასები - ქუთაისის N12 საჯარო სკოლა- დირექტორი ნათია სულავა;
V - VI კლასები - ქუთაისის N1 საჯარო სკოლა - სალომე სარალიძე;
VII - VIII კლასები - ქუთაისის N30 საჯარო სკოლა- დირექტორი მიხეილ გიორგაძე;
IX - X კლასები - ქუთაისის N2 საჯარო სკოლა - დირექტორი მურად ჯიშკარიანი;
XI - XII კლასები - ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - დირექტორი ნესტან სიხარულიძე.
წარმატებული დირექტორები პროექტის „გზა ევროპისკენ“ მნიშვნელობაზე საუბრობენ:
V - VI კლასების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:
„გზა ევროპისკენ“ Izrune.ge-ს კიდევ ერთი ინოვაციური წამოწყებაა, რომლის მომზადებაშიც ჩვენი სკოლა აქტიურად ერთვება-7 გამოცდილი პედაგოგი V- VI კლასებისთვის მორგებულ ტესტებს ადგენს. პროექტი მრავალმხრივ განათლებას აძლევს მოსწავლეებს და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებას, სოციალური პასუხიმგებლობის გაღვივებას მოიაზრებს. ვგულშემატკივრობთ ახალ წამოწყებასა და საგანმანათლებლო სიახლეებს. Izrune.ge ქართული ბრენდია „გზა ევროპისკენ“ კი - პროექტი, რომლითაც ვიამაყებთ.“
VII - VIII კლასების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე:
„Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება უფრო ერთიანი და აქტიური ხდება, სასწავლო პროცესში მშობლები სისტემურად ერთვებიან და პედაგოგებთან კომუნიკაციით მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ვუწყობთ ხელს. პორტალი მამოტივირებელ და ინოვაციურ მიდგომებზეა ორიენტირებული. „გზა ევროპისკენ“ - ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელიც სამოქალაქო აზროვნების განმტკიცებასა და დასავლური ფასეულობების გაცნობას შეუწყობს ხელს. ჩვენი სკოლის 7 პედაგოგი VII – VIII კლასების ტესტების შექმნაზე აქტიურად და წარმატებით მუშაობს.“
სკოლის ლიდერი ხელმძღვანელების მზრუნველ გამოცდილებას Izrune.ge ეტაპობრივად სიამაყით გაგაცნობთ.
გზა ევროპისკენ - აღსანიშნავია, რომ პროექტი სოციალური დატვირთვისაა და უსასყიდლოდ გავრცელდება ყველა იმ მოსწავლეზე, რომელიც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია Izrune.ge -ში.
ამავე თემაზე იხილეთ ბმული