მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად დავა იმაზე, შეიძლება თუ არა პატარა ბავშვის ოთახში გამაგრილებელი სისტემის ჩართვა, უფრო და უფრო მატულობს. მშობლების ნაწილს მიაჩნია, რომ საცხოვრებელ სახლში კონდიციონერის ჩართვა დაუშვებელია.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ გარეთ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება? - აი, რას გვირჩევენ მსოფლიოს წამყვანი პედიატრები.
ზაფხულში პატარებიც ისევე წუხდებიან ძლიერი სიცხით, როგორც უფროსები. თუ ზრდასრულ ადამიანს ძალიან სცხელა, ესე იგი ბავშვი იწვის სიცხისგან, რადგან პატარებს სხეულის თერმორეგულაციის უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული. გამომდინარე აქედან, ზედმეტი სიცხე პატარას უფრო ვნებს, ვიდრე ზრდასრულს.
ამიტომ ნუ მოერიდებით გონივრულ ფარგლებში კონდიციონერის გამოყენებას. ტემპერატურის დარეგულირების შემთხვევაში თქვენს შვილს გადახურებისგან დაიცავთ.
ჰაერი თანდათან გააგრილეთ. თუ ოთახში 30 გრადუსია და თქვენ კონდიციონერს 24-ზე დააყენებთ, იქედან 24 კი არა, 18-გრადუსიანი ნაკადი წამოვა. ამიტომ თავიდანვე მკვეთრად დაბალ ციფრს ნუ მიუთითებთ. 2-3 - გრადუსით, ნახევარსაათიანი ინტერვალებით შეამცირეთ და ასე თანდათან ჩამოიყვანეთ უფრო დაბალ ტემპერატურამდე.
პერიოდულად საჭიროა, რომ კონდიციონერი გამორთოთ და ოთახები გაანიავოთ.