izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
25 ივნისი, 2019
„მათ სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად დაიწყეს“ - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის I ა ოთხგზის „სუპერ კლასი“ მიღწევებს აჯამებს

სასწავლო წლის დასასრულს Izrune.ge თავის დიდ ოჯახთან ერთად წარმატების ნაყოფს იმკის.

მრავალი გამოწვევის დაძლევის, სწავლისა და ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ 30 ივნისს 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იქნება და მოსწავლეები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ეფექტურად შეაჯამებენ, სექტემბრიდან კი Izrune.ge „გზა ევროპისკენ“, „წიგნიერების დღითა“ და სხვა მრავალი საინტერესო სიახლით დაგიბრუნდებათ.

მანამდე კი, ვნახოთ როგორ ემზადება თერჯოლის N1 სკოლის I ა ოთხგზის „სუპერ კლასი“ თვის ბოლო კვირა დღისთვის:

„მათ სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად დაიწყეს და წლის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს. ხალისითა და თამაშ-თამაშით ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში, ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას მიეჩვივნენ და Izrune.ge-სგან წარმატების დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ეს სასწავლო წელი საგანმანათლებლო ინოვაციებით იყო დახუნძლული და სასკოლო ცხოვრებას მშობლებიც აქტიურად უბამდნენ მხარს. საგაკვეთილო პროცესი დასრულებულია, თუმცა ჩემი პატარები მოუთმენლად ელიან ბოლო შემაჯამებელ ტესტს და შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. მადლობელი ვარ, რომ Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება ერთიანი, აქტიური და საინტერესო გახადა და სექტემბრიდან მეტი მოტივაციით გავაგრძელებთ მუშაობას,-“ დამრიგებელი მაია კუტალაძე.

I ა ოთხგზის „სუპერ კლასის“ ერთ-ერთი წარმატებული წევრი ანანო ზარნაძე გახლავთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გადიოდა შემეცნებით-სახალისო ტესტებს და დიპლომების მოპოვებას მოუთმენლად ელოდა.

ანანოს მრავალმხრივ განვითარებაზე Izrune.ge-სთან ერთად დედა, ნატალია ზარნაძე განსაკუთრებულად ზრუნავს და წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, თავდაპირველად, კლასის ხელმძღვანელმა გაგვაცნო. ტესტების გავლის შემდეგ მეც და ჩემი შვილიც შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით მოვიხიბლეთ და Izrune.ge-ს აქტიური წევრები გავხდით. ანანო პორტალზე დამოუკიდებელ მუშაობას მიეჩვია და საკუთარი ცოდნის კონცენტრირება ისწავლა. ძალიან ახარებს დიპლომების მოპოვება და თანაკლასელებისთვის წარმატების გაზიარება. აღსანიშნავია პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები და ჩვენ ამაყნი ვართ, რომ ოთხგზის „სუპერ კლასის“ ტიტულს ვატარებთ.“

ანანოს ერთ-ერთი მეგობრული თანაკლასელი გაბრიელ რობაქიძეა, რომელიც დედასთან, ქრისტინა როგავასთან ერთად ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს ზეიმით ელოდა და სექტემბრიდანაც განახლებული პორტალის აქტიური წევრი იქნება.

„ბედნიერი ვარ, რომ შვილს ასეთ მოტივირებულსა და ინტერესიანს ვხედავ. გაბრიელის სწავლისადმი დამოკიდებულება დიდწილად Izrune.ge-ს სახალისო და საინტერესო მიდგომებმა განაპირობა. მან კომპიუტერის მიზნობრივი გამოყენება და დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლა, ლოგიკური მსჯელობის უნარი გამოიმუშავა და მეტად პასუხისმგებლობიანი გახდა. პორტალში მისი კლასელებიც აქტიურად და წარმატებით ერთვებიან, ჯანსაღ და შემეცნებით გარემოში მომავალი თაობის აღზრდა კი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა სკოლასა და Izrune.ge-ს, რომ ამ წარმატების თანაზიარნი ვხდებით. ახლა ბოლო შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით, სექტემბრიდან კი მეტი შემართებით გავაგრძელებთ წინსვლას,-“ქრისტინა როგავა.



რას ამბობენ ჩვენზე