მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ხვალ 2018-2019 სასწავლო წლის „ბოლო შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“ და წარმატების მოლოდინი და ემოცია სულ უფრო მატულობს...
მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შესაჯამებლად ემზადებიან, ოჯახები შვილების წარმატებით ხარობენ, სკოლები კი მზრუნველი შრომის ნაყოფს იმკიან.
როგორ აჯამებენ Izrune.ge-სთან ერთად განვლილ წელს თბილისის N71 საჯარო სკოლაში - გვსურს, 1 გ კლასის წარმატებული გამოცდილება გაგიზიაროთ:
„Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო გახადა. ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად და დიდი ემოციებით ელოდებოდნენ ბავშვები ახალი ტესტის შესრულებას. საკითხებს განვიხილავდით კლასში და ვმსჯელობდით პასუხებზე. პორტალი მოსწავლეებს ცოდნის დონის განმტკიცებასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაც გაიზარდა. Izrune.ge- სთან ერთად ბავშვები მეტად მოტივირებულები არიან და ყოველი შესრულებული ტესტი მათი ცოდნის დონის ზრდაზე მიუთითებს. გვახარებს წარმატებულად დასრულებული სასწავლო წელი, 30 ივნისის შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით და პორტალთან ერთად მეტი წინსვლის იმედი გვაქვს,-“აღნიშნა 1 გ კლასის დამრიგებელმა თინათინ ლაცაბიძემ.
აქტიური კლასის ერთ-ერთი წარმატებული წევრები სანდრო შერმაზანაშვილი და თათული მათიაშვილი არიან, ბავშვებს, ისევე, როგორც მათ თანაკლასელებს, განსაკუთრებით წამახალისებელი მიდგომები ახარებთ:
„ტესტებს ყურადღებით ვაკეთებთ, მაგრამ ერთი სული გვაქვს, როდის გავიგებთ შეძახილს, ვარსკვლავებს დავაგროვებთ და დიპლომებით გავახარებთ მშობლებს. Izrune.ge-სთან ერთად უფრო ხალისით ვმეცადინეობთ, ახლა განვლილ მასალას ვიმეორებთ , ენციკლოპედიებს ვკითხულობთ და შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით.“
სანდროს მრავალმხრივ განვითარებაზე დედა, ეკა ქვრივიშვილი განსაკუთრებულად ზრუნავს, ამბობს, რომ წარმატებული მზრუნველობის შემდეგ Izrune.ge-ს დიდი გულშემატკივარი გახდა:
„სანდროსთვის სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად საინტერესოდ და წარმატებულად დაიწყო. შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირეველი ტესტები მთელი წლის განმავლობაში მას განსაკუთრებულ მოლოდინსა და სტიმულს უქმნიდა. სკოლა აკადემიურ განათლებას აძლევს მოსწავლეებს, Izrune.ge კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათ წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს, იქნება ეს დამოუკიდებლად მუშაობა, საკითხზე კონცენტრაცია თუ მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილების მიღება. გვახარებს, რომ პორტალის აქტიური წევრები ვართ და სექტემბრიდან მეტ წარმატებას ველით Izrune.ge-სთან ერთად.“
თათულის მზრუნველი მშობელი მარინე ასანიძეა, ოჯახი ბოლო შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ელოდება და Izrune.ge-სთან ერთად დიდი წარმატების იმედი აქვს:
„დაწყებით კლასებში სწავლების სწორი მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დროს ფორმირდება მოსწავლის დამოკიდებულება განათლებისა და წარმატების მიმართ. თათული ყოველ ხუთშაბათსა და შემაჯამებელ ტესტს განსაკუთრებული ხალისით ელოდება, დაკვირვებით, გამართულად კითხულობს კითხვებს და სწორ პასუხებამდე მსჯელობით მიდის. რაც მთავარია, მისთვის სწავლის პროცესი საინტერესო და მამოტივირებელია. ახლა 30 ივნისს ველოდებით, რომ წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა ეფექტურად შევაჯამოთ და სექტემბრიდან მეტი შემართებით გავაგრძელოთ წინსვლა.“