izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
20 აგვისტო, 2019
„izrune.ge მუდმივად გვახსენებს, რომ ჩვენს მომავალ თაობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება“- როგორ ხვდებიან პროექტის სიახლეებს თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა izrune.ge-ში მიმდინარე წლის იანვრიდან ჩაერთო და მათი მოსწავლეების უმეტესობა უკვე პორტალის აქტიური და წარმატებული მონაწილეა. სექტემბრიდან ბავშვებზე მზრუნველი izrune.ge, მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად, გზას წარმატებისკენ კვლავაც აქტიურად განაგრძობს და მონაწილეებს, სავარჯიშო ტესტებთან ერთად, „წიგნიერების დღეს“ და „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ“ შესთავაზებს.

პროექტის აქტიური თანამოაზრე თერჯოლის მუნიციპალიტეტი izrune.ge-სთან ერთად ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება:

თერჯოლის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი:

- ახალ სასწავლო წელს სკოლა ახალი სპორტდარბაზით ხვდება, დარბაზს საუკეთესოდ გვიკეთებენ, რაც წლების განმავლობაში არ გვქონია. ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით მოუწესრიგებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენი სკოლა რეაბილიტაციის პროგრამაშია ჩასმული და სამომავლოდ მისი რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, სკოლაში მატება გვაქვს. წელს 2 მეთორმეტე კლასი გავუშვით და სანაცვლოდ, სამი პირველი კლასი მივიღეთ. ჩვენმა აბიტურიენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ეროვნულ გამოცდებს, ველოდებით საბოლოო შედეგებს, რის შემდეგაც დავდებთ ინფორმაციას გრანტების და ჩვენი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ.



- თქვენი სკოლა izrune.ge-ს ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და თანამოაზრეა, რა მოსწონთ ბავშვებს ამ პროექტში განსაკუთრებით და რამდენი მოსწავლეა ჩართული?

- დაწყებითი კლასის თითქმის ყველა მოსწავლე ჩართულია. შარშან მერვე და მეცხერე კლასელებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული, თუმცა დაწყებითები მეტად აქტიურობენ. აქვთ ბევრი წარმატება და დიპლომი, გვყავს ამ კუთხით გამორჩეული კლასის დამრიგებლები, ესაა განსაკუთრებით მეხუთე მეორე კლასი და დაწყებითი კლასების უმრავლესობა. 13 დაწყებითი კლასი მყავს და ყველანი წარმატებით იყვნენ ჩართულები. მოსწონთ, რომ ტესტები არის მრავალფეროვანი, საინტერესო, მოიცავს ყველა სფეროს და უნდა გააკეთო უფროსებთან ერთად, რაც ბავშვებისთვის სახალისოცაა და საინტერესოც.

ასევე, მივესალმებით izrune.ge-ს ახალ წამოწყებას წიგნიერებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღესთან დაკავშირებით. გავეცანი ამ სიახლეს და ძალიან გამიხარდა. ჩვენც გვაქვს სკოლაში კვირაში ერთხელ „წიგნიერების დღე“, როდესაც ვატარებთ პრეზენტაციებს, თუ რა წაიკითხეს ბავშვებმა და როგორ აღიქვეს წაკითხული. დარწმუნებული ვარ, შემოთავაზებულ სიახლეს კიდევ მეტი ხალისით და ინტერესით შეხვდებიან ჩვენი მოსწავლეები.

თამარ ყიფიანი - თერჯოლის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის დამრიგებელი:

- izrune.ge-ში იანვრიდან ჩავებით და რადგან ჩემი კლასის თითქმის ყველა მოსწავლეა ჩართული, ყოველ ხუთშაბათს ტესტებს კლასში ვაკეთებთ. ძალიან მოხარული ვართ ამ პროეტის არსებობით მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც. დამოუკიდებლად რომ მუშაობს მოსწავლე, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არის საინტერესო, მრავალფეროვანი ტესტები, რომელიც გარდა იმისა, რომ შემეცნებითია, ლოგიკური აზროვნების განვითარებასაც ემსახურება.  

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე:

- ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის იმ სიახლეების გათვალისწინებით ემზადება, რაც ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში აისახა. სიახლე კი, მოგეხსენებათ, ბევრია, როგორც უშუალოდ სწავლების პროცესში, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. პენსიონერი პედაგოგების თითქმის ნახევარი ჯილდოს მსურველია, ნაწილი მაინც იყო დარეგისტრირებული გამოცდებზე და ცოტა ხანში გვეცოდინება მათი ზუსტი რაოდენობა.



- თქვენი მუნიციპალიტეტი izrune.ge-ს გამორჩეული თანამოაზრე და ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. კონკრეტულად რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება პროექტის მიმართ?


- ჩემი აზრით ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩვენს მომავალ თაობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. „ერთადერთი“ შემთხვევით არ მითქვამს, ასეა, რადგან მეორე მსგავსი პროეტი ნამდვილად არ მახსენდება.

თითქოს პარადოქსია და მშობელს შვილის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ამ აჩქარებულ საუკუნეში, როდესაც ყოველდღიურობას და წვრილმანებს ძალიან დიდი დრო მიქვს, მართლაც საჭიროა შევახსენოთ მშობელს, რომ ეს აუცილებელია.

გარდა იმისა, რომ პროექტის საშუალებით ბავშვი ცოდნას იძენს, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტიც, რაც ერთი მხრივ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას აწესრიგებს, საერთო ინტერესებს უჩენს და აახლოებს მათ ერთმანეთთან. ამ პროექტის წყალობით, მშობელი ცდილობს გამოძებნოს დრო, რომ შვილთან ერთად ტესტი გააკეთოს, მისი შედეგით გაიხაროს, თუ შეცდომა აქვს, მის გამოსწორებაში დაეხმაროს, ეს ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, პროექტს  საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს. მოსწავლე თავს უყრის შეძენილ ცოდნას, კიდევ ერთხელ აჯამებს და საფუძველს ქმნის ახალი ცოდნის მისაღებად.

- ახალი სასწავლო წლიდან izrune.ge პროექტის მონაწილეებს სიახლეებს სთავაზობს, როგორ ემზადებით ამ სიახლეებისთვის?

- ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც izrune.ge-მ ასე გაამართლა, ყველა სიახლეს, რასაც პროეტი შემოგვთავაზებს, ასეთივე ინტერესით შევხვდებით. გავეცანით „წიგნიერების დღესა“ და „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეს“ და ვფიქრობ, აქაც აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი მოსწავლეები და ეს სიახლეც სასურველ შედეგს მოგვიტანს.


რას ამბობენ ჩვენზე