მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა izrune.ge-ში მიმდინარე წლის იანვრიდან ჩაერთო და მალევე პორტალის ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული სკოლა გახდა. სექტემბრიდან, ბავშვებზე მზრუნველი izrune.ge, მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად, გზას წარმატებისკენ კვლავაც აქტიურად განაგრძობს და მოსწავლეებს, სავარჯიშო ტესტებთან ერთად, „წიგნიერების დღეს“ და „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეს - გზა ევროპისკენ“ შესთავაზებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის დირექტორი ხვიჩა ხიტალიშვილი:
- ახალ სასწავლო წელს, იმ მასწავლებლების მაგივრად, ვინც ჯილდო აიღო და პენსიაზე გავიდა, რამდენიმე ახალი მასწავლებელი გვეყოლება, გვაქვს გამოცხადებული ვაკანსიები, ველოდებით კონკურსის დასრულებას. ასევე სექტემბერში, სავარაუდოდ, ჩვენი რამდენიმე მასწავლებელი სტატუსს აიმაღლებს; უკვე მივიღეთ და პირველკლასელებს დავახვედრებთ გაუმჯობესებულ და განახლებულ სასკოლო „ბუქებს“. მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით, შევავსეთ ბიბლიოთეკა თანამედროვე გამოცემებით; განახლებული დახვდებათ რესურსოთახი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს; წელს მთლიანი შენობის რემონტი არ ხერხდება, მაგრამ მეტ-ნაკლებად მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახები.
- თქვენი სკოლა izrune.ge-ში განსაკუთრებული აქტიურობით და წარმატებებით გამოირჩევა...
- ჩვენი სკოლა izrune.ge-ში მეორე სემესტრიდან ჩაერთო, მალევე გავაქტიურდით და მოკლე დროის განმავლობაში, რამდენიმე სერიოზული მიღწევაც გვქონდა. უფრო პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები აქტიურობენ, თუმცა წელს პირველივე სემესტრიდან ვერთვებით და უკეთეს შედეგებზეც გავალთ. გვყავს კლასები, სადაც მოსწავლეთა 80-90 პროცენტია ჩართული. წელსაც ისევ გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას. რაც მთავარია, პროექტის არსი - სკოლის, მშობლის, ოჯახის და მოსწავლის ერთი მიზნით გაერთიანება, ჩვენს სკოლაში მიღწეულია.
ასევე, მივესალმებით izrune.ge-ს ახალ წამოწყებას წიგნიერებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღესთან დაკავშირებით. აქაც აუცილებლად ჩავერთვებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსწავლეები დიდ ინტერესს გამოავლენენ. მე სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვარ და მგონია, რომ საინტერესო შემოთავაზება უნდა იყოს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელი ნინო მანგოშვილი:
- მოსწავლეთა უმეტესობა ძალიან დაინტერესებულია პროექტით და მოუთმენლად ელოდებიან ყოველი კვირის ბოლოს შეფასებებს. მოსწავლეების მიღებულ დიპლომებს ვბეჭდავთ და წარმატების კედელზე ვაკრავთ, რაც ბავშვებს ძალიან ახალისებს და სიახლის შემეცნების მეტ სტიმულს აძლევს, მეტი ინტერესი უჩნდებათ, წაიკითხონ, უფრო განვითარდნენ, ძალიან საინტერესო პროექტია. შემაჯამებელ ტესტებს სახლში მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ აკეთებენ. არის ზოგიერთი კითხვა, რომელსაც უფროსის დახმარება სჭირდება და გააზრებისთვის ეხმარება მშობელი, თორემ ისე, ძირითადად, თვითონ ართმევენ თავს. ჩემი შვილი მეორე კლასში გადავიდა, ისიც ჩართულია izrune.ge-ში და ვეხმარები იმ შემთხვევაში, თუკი რაღაც გაუჭირდება, ისე კი, ასაკის შესაბამისად არის კითხვები შედგენილი და ბავშვებს არ უძნელდებათ. დარწმუნებული ვარ, წიგნიერებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეც, ისეთივე საინტერესო იქნება მათთვის, როგორიც izrune.ge-ს ტესტებია.დუშეთის საგანმამნათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი:
- გვაქვს წინასასკოლო სამზადისი, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რემონტდება სკოლები, ასევე, მიმდინარეობს სველი წერტილების, ე.წ. საპირფარეშოების კეთილმოწყობა. უკვე მივიღეთ პირველკლასელთათვის განახლებული „ბუკები“ და გადავეცით სკოლებს. 240 პირველკლასელი გვყავს წელს მუნიციპალიტეტში, შეიძლება კიდევ დაემატოს. ასევე, დაწყებულია უფასო სახელმძღვანელოების შემოტანის პროცესი და ველოდებით. არის საკმაოდ დიდი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სკოლების შინაგანაწესში, ასე რომ, ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შევხვდებით.
- დუშეთის მუნიციპალიტეტი izrune.ge-ს ერთ-ერთი გამორჩეული თანამოაზრე და აქტიური მონაწილეა, როგორ ხვდებით პორტალის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს?
- თემაზე საუბარს უფრო, „ეტალონით“ დავიწყებდი. საკმაოდ დიდი ხანია, ამ პროექტს ახლოს ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ „ეტალონის“ ოჯახის წევრი ვარ. izrune.ge ყველა ბავშვს საშუალებას აძლევს, რომ სიმბოლურ ფასად შეიძინოს განათლება, განვითარდეს, ჩაებას, მეტი ისწავლოს და გაიხაროს მიღწეული წარმატებებით. დავესესხები ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ვიტყვი, რომ ოჯახიდან ყველანი გახარებული ვართ ჩვენი შვილების წარმატებით, ანუ ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ოჯახში არის გამოცხადებული მომავალი თაობის აღზრდის და განათლების, მათზე ზრუნვის დღედ. პროექტში, ფაქტობრივად, ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაა ჩართული.