შიდა ქართლში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს „ეტალონი-მედია ჯგუფი“, 5 თვის განმავლობაში, izrune.ge-ს ტესტების უფასოდ გავლის შესაძლებლობას აძლევს. შესაბამის მემორანდუმს ეტალონის და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოაწერეს ხელი.
თქვენი სკოლის (კლასების) აქტიურობას და პროექტში თქვენი მოსწავლეების წარმატებით ჩართულობას თვალყურს ადევნებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. შესაბამისად, გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა და შესაბამისი წარმოჩენა.
I. მშობლის დარეგისტრირება
- გამოიყენეთ ლათინური/ინგლისური ან ქართული შრიფტი (ველები „მომხმარებლის სახელი“ და „პაროლი“ უნდა შეივსოს მხოლოდ ლათინური/ინგლისური ასოებით).
- ვარსკვლავით (*) აღნიშნული ველების შევსება სავალდებულოა
- მშობლის სახელი და გვარი (შესავსებად სავალდებულოა)
- ტელეფონი - უნდა მიეთითოს მშობლის მოქმედი ტელეფონის ნომერი, სწორედ ამ ნომერზე მიიღებს მშობელი შეხსენების მესიჯებს, სიახლეების მესიჯებს, სმს კოდს შემაჯამებელი ტესტისთვის და ა.შ.
- ელ. ფოსტა (შესავსებად სავალდებულო არ არის)
- მომხმარებლის სახელი - შეავსეთ ლათინური/ინგლისური ასოებით. მომხმარებლის სახელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელი ან სიტყვა, რომელიც შედგება მინიმუმ 5 სიმბოლოსგან (ასოები და/ან ციფრები). მაგალითად, თუ არეგისტრირებთ მოსწავლე მარიამ გორგაძეს, მომხმარებლის სახელი შეიძლება იყოს: mariamgorgadze ან mariam2010 და ა.შ. თუ ველი გაწითლდა ე.ი. თქვენს მიერ ჩაწერილი მომხმარებლის სახელი სისტემაში უკვე არის რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში ჩაწერეთ მომხმარებლის სხვა სახელი.
- პაროლი - შეავსეთ ლათინური/ინგლისური ასოებით. პაროლი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელი ან სიტყვა, რომელიც შედგება მინიმუმ 7 სიმბოლოსგან (ასოები და/ან ციფრები). მაგალითად მარიამის დარეგისტრირების შემთხვევაში პაროლი შეიძლება იყოს: mariam123 ან mariam2019 ან izrunemariam და ა.შ.
ყურადღება!! ჩაინიშნეთ მოსწავლის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რათა შემდეგ გადასცეთ მოსწავლეს და მან შეძლოს სისტემაში შესვლა და ტესტების გავლა.
ამის შემდეგ ავსებთ მოსწავლის ველებს
II. მოსწავლის დარეგისტრირება
- მოსწავლის სახელი და გვარი
- დაბადების თარიღი - მიუთითეთ მოსწავლის დაბადების ზუსტი თარიღი
- პირადი ნომერი (შესავსებად სავალდებულო)
- ქალაქი/მუნიციპალიტეტი – ჩამონათვალში აირჩიეთ სასურველი ქალაქი/მუნიციპალიტეტი
- სოფელი (შესავსებად სავალდებულო არ არის)
- სკოლა – ჩამონათვალში ამოირჩიეთ თქვენი სკოლა
- კლასი - მიუთითეთ კლასი, რომელშიც ამჟამად ირიცხება.
- მოსწავლეების დარეგისტრირება ხდება ცალ-ცალე, რათა მათ ჰქონდეთ თავიანთი ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი და სისტემაში შესვლა და ტესტების გავლა შეძლონ სხვა მოსწავლეებისგან დამოუკიდებლად.
- რეგისტრაციის დასასრულებლად მონიშნეთ „მომსახურების წესები და პირობები“ და დააჭირეთ „რეგისტრაციას“.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ პირადი შეტყობინება izrune.ge-ს facebook გვერდზე (https://www.facebook.com/izrune.ge) ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 577 68 32 32
გისურვებთ წარმატებებს!