მშობელი, რომელიც შვილთან ერთად მის თანაკლასელებზეც ზრუნავს - „ეს ჩემი ელემენტარული პატივისცემაა მშობლების მიმართ“
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge უამრავ მოსწავლესა და მშობელს აერთიანებს. შვილების განათლებით დაინტერესებული მშობლები არა მარტო თავიანთი, არამედ სხვისი შვილების განვითარების საკითხსაც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან. ამის ნათელი მაგალითი მშობელი სოფიკო ბლუაშვილია.
სოფიკო ბლუაშვილის შვილი,
ოლეგ კიკაბიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. პატარა ოლეგი ტესტირების ყოველ დღეს მოუთმენლად ელოდება.
სოფიკო ბლუაშვილმა ოლეგის კლასელების მშობლების მიერ izrune.ge-სთვის შეკრებილი თანხა ბანკში თვითონ გადაიხადა. ის ამას განსაკუთრებულ საქციელად არ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ შვილის განათლების პროცესში მშობლის მცირედ გააქტიურებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. izrune.ge განსაკუთრებით მზრუნველ მშობელს -
სოფიკო ბლუაშვილს გაგაცნობთ:
- ქალბატონო სოფიკო, თქვენი ინიციატივა იყო, რომ მშობლებს შვილების იზრუნე.გე-ში ჩასართავად ტექნიკურ საკითხებში დახმარებოდით?
- დამრიგებელმა მშობლები შეგვკრიბა და გვითხრა, რომ ვისაც სურვილი გექნებათ ბავშვებს izrune.ge-ზე დავარეგისტრირებო. ზოგ მშობელს არ ეცალა და თანხას თვითონ ვერ ჩარიცხადა. მე როგორც კლასის ჯგუფხელმა მშობელმა ჩემს თავზე ავიღე, რომ ყველას ფული შემეკრიბა და თანხა ბანკში გადამეხადა. ეს ჩემი ელემენტარული პატივისცემაა მშობლების მიმართ.
- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობაა აქვს მშობლის ჩართულობას სწავლის პროცესში და თქვენ რამდენად ახერხებთ ამას?
- ჩემი აზრით, სწავლის პროცესში მთავარი მშობლის ჩართულობაა. მით უმეტეს, ჩემი შვილის ასაკში. პატარები არიან და ვერ იაზრებენ, რომ აუცილებლად უნდა ისწავლონ, ამიტომ ცოტა დაძალება სჭირდებათ.
ჩემს შვილზე და მის განათლებაზე მთლიანად ვარ გადართული. რაც საშუალებაც მაქვს ყველნაირად ვცდილობ, რომ სწავლის პროცესში აქტიურად ვიყო ჩართული.
- რას ფიქრობთ izrune.ge-სთან დაკავშირებით? რამდენად საინტერესოა ეს პორტალი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის?
- ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პროექტია. ჯერ კიდევ საიტის შესწავლის პროცესში ვართ, ინსტრუქციებს მივყვებით და მოგვწონს. პორტალზე კლასის თითქმის ყველა ბავშვია ჩართული და ვფიქრობ, მომავალშიც ასე იქნება.
izrune.ge ჭოგნარის საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელს,
ქეთევან ქარქაშაძესაც ესაუბრა:
- ქალბატონო ქეთევან, როგორ შეაფასებდით იზრუნე.გე-ს მნიშვნელობას საგანმანათლებლო პროცესში?
- ჩემი აზრით, izrune.ge ბავშვების განვითარებას შეუწყობს ხელს. ისინი ნასწავლს იმეორებენ და ცოდნას იმტკიცებენ. ძალიან გონებაგახსნილი ბავშვები მყავს და მეტი მუშაობა სჭირდებათ. სახელმძღვანელობში მაგალითები თუ ტესტები მწირია. ეს საიტი ჩვენთვის მუშაობის დამატებითი საშუალებაა. ბავშვებისთვის დამატებით წიგნებს ვყიდულობ, მაგრამ ეს საიტი მათთვის ახალია და მოსწონთ სახლში კომპიუტერით რომ იღებენ ტესტებს.
ბავშვები ტესტებს დღეისთვისაც მოუთმენლად ელოდებდნენ. izrune.ge-მ მათ მოტივაცია გაუზარდა. საიტით ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ.
ბავშვები ჩემს შეფასებებს შეჩვეული არიან. დავინახე რომ მათთვის მნიშვნელოვანია მათი ცოდნა საკლასო ოთახს გარეთ გავიდეს და მასწავლებლის გარდა სხვამაც შეაფასოს. izrune.ge-მ მათ თავდაჯერებულობა და რწმენა შემატა.
- როგორია მშობლებისა და ბავშვების მოტივაცია და დამოკიდებულება izrune.ge -ს მიმართ?- მშობელთა კრებაზე მშობლებს ვუთხარი ამ საიტს ბავშვების განვითარებისთვის რა მნიშვნელობაა აქვს. მოუნდათ საიტი ეცადათ, თანხმობა მივიღე და ბავშვები პორტალზე მე თვითონ დავარეგისტრირე.
ბავშვებმა რომ ტესტები გააკეთეს, მეორე დღეს სკოლაში აღფრთოვანებულები მოცვივდნენ და მეუბნებოდნენ „მასწავლებელო, მე ვერცხლის დიპლომი მივიღე“, „მასწავლებელო, მე ოქროს დიპლომი მივიღე“. მშობლები სოციალურ ქსელში ახლაც მიგზავნიან მათი შვილების შედეგებს.
პორტალზე შეფასების სიტემა სწორადაა შემუშავებული. ბავშვებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები ძალიან ახარებთ.
რაც შეეხება სოფიკო ბლუაშვილს, ის არაჩვეულებრივი დედა და ყურადღებიანი მშობელია. საორგანიზაციო საკითხებში სულ ჩემს გვერდითაა და ნამდვილად სამაგალითოა.
„izrune.ge ტესტირების ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი
„წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.