izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
15 ოქტომბერი, 2019
2019-2020 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასები“ უკვე ცნობილია
საგანმანათლებლო პორტალზე izrune.ge-ზე 2019-2020 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასები“ გამოვლინდა. მათ 29 სექტემბრის შემაჯამებელ ტესტში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. 

გთავაზობთ სექტემბერის „სუპერ კლასების“ სიას: 

თბილისი: 

#106 საჯარო სკოლა, დირექტორი: თენგიზ გულორდავა      
Iბ კლასი, დამრიგებელი: ელზა ჭიკაძე;
IIა კლასი, დამრიგებელი: შორენა იმედაიშვილი;
IIბ კლასი, დამრიგებელი: მარინე კუპატაძე;
IIIა კლასი, დამრიგებელი: ლია გასიტაშვილი;
IIIბ
კლასი, დამრიგებელი:რიტა ყიფშიძე;
IIIდ
კლასი, დამრიგებელი:მანანა შათირიშვილი;
IIIე კლასი, დამრიგებელი: მაია ზაალიშვილი; 
IVბ კლასი, დამრიგებელი: ხათუნა გასიტაშვილი;

#71 საჯარო სკოლა, დირექტორი: პაატა ჩორგოლაშვილი
Iბ კლასი, დამრიგებელი: ხათუნა ფახურიძე;
IIა კლასი, დამრიგებელი: ლედი ელიაშვილი;
IIგ კლასი, დამრიგებელი: თიკო ლაცაბიძე;
IVგ კლასი, დამრიგებელი: ნინო ნემსიწვერიძე;
IVდ კლასი, დამრიგებელი: ეკა მაისურაძე;

#173 საჯარო სკოლა, დირექტორი: ლია თუშური
IIIზ კლასი, დამრიგებელი: ლიანა გელოვანი;

#142 საჯარო სკოლა, დირექტორი: შორენა ცნობილაძე
IIIბ კლასი, დამრიგებელი: ეკა გულაშვილი

#24 საჯარო სკოლა, დირექტორი: გიორგი კაკაბაძე
IVა კლასი, დამრიგებელი: ეკატერინე ალავიძე

ქუთაისი: 

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლა, დირექტორი: მურად ჯიშკარიანი
IIIგ კლასი, დამრიგებელი: ეკატერინე ძიგრაშვილი;

მესტიის მუნიციპალიტეტი: 

მესტიის #3 საჯარო სკოლა, დირექტორი: ნათია გოშთელიანი
II
კლასი, დამრიგებელი:ნანა ფალიანი;
III კლასი, დამრიგებელი: ეთერი გვარლიანი;
IV
კლასი, დამრიგებელი:ეკა ნაკანი;
V კლასი, დამრიგებელი: დოდო ჯაფარიძე;

ხაიშის საჯარო სკოლა, დირექტორი: ზურაბ ქანთარია
IIა ჯლასი, დამრიგებელი: თამარ დეკანოსიძე;
IV კლასი, დამრიგებელი: თამარ გვიჭიანი;

თერჯოლის მინიციპალიტეტი:

ზედა საზანოს საჯარო სკოლა, დირექტორი: მამუკა მექვაბიძე
IIა კლასი, დამრიგებელი: შორენა გეწაძე

ასპინძის მუნიციპალიტეტი:

ნაქალაქევის საჯარო სკოლა, დირექტორი: გიორგი კაველიძე
IIIა კლასი, დამრიგებელი: მარინე ასპანიძე;

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:

სამთაწყაროს საჯარო სკოლა, დირექტორი: ვარლამ თაგოშვილი
V კლასი, დამრიგებელი: რიტა ოთარაშვილი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი: 

ჭიათურის #7 საჯარო სკოლა, დირექტორი: ხათუნი ბრეგვაძე
IVა კლასი, დამრიგებელი: სალომე მიქაძე;

ბათუმის მუნიციპალიტეტი: 

ბათუმის #4 საჯარო სკოლა, დირექტორი: მანანა თავართქილაძე
IIბ კლასი, დამრიგებელი: ლია კვირიკაძე;

ქობულეთის მუნიციპალიტეტი: 

ჩაქვის #1 საჯარო სკოლა, დირექტორი: ტარიელ ქათამაძე
IIბ კლასი, დამრიგებელი: ნაზი დოლიძე;
IIIბ კლასი, დამრიგებელი: მზია ბერიძე;

ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლა, დირექტორი: ჯემალ ბასილაძე
IIბ 
კლასი, დამრიგებელი: დიდარ კონცელიძე;
IVა კლასი, დამრიგებელი: მერი ყურშუბაძე;

ხულოს მუნიციპალიტეტი: 

დანისპარაულის საჯარო სკოლა, დირექტორი: ბადრი გელაძე
II კლასი, დამრიგებელი: ნათელა კოჩალიძე;
IV კლასი, დამრიგებელი: ნარგულ ქათამაძე;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: 

სალიბაურის #2 საჯარო სკოლა, დირექტორი: სერგო ხოზრევანიძე;
II კლასი, დამრიგებელი: მადონა ავალიანი;

ჭარნალის საჯარო სკოლა, დირექტორი: ნატო აბაშიძე
IIბ კლასი, დამრიგებელი: დონარი ჭელიძე;
IVგ კლასი, დამრიგებელი: ჟუჟუნა მიქელაძე;

izrune.ge სუპერ კლასების გასაცნობად მათ განსაკუთრებულად მზრუნველ და აქტიურ რამდენიმე დამრიგებელს ესაუბრა.

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის IIIგ კლასის დამრიგებელი ეკატერინე ძიგრაშვილი:

- ქალბატონო ეკატერინე, რა წვლილი შეიტანა izrune.ge-მ თქვენი სადამრიგებლო კლასის გაერთიანების პროცესში?

- სასწავლო პროცესში პროექტებით ვმუშაობთ და ბავშვები გუნდურად მუშაობას შეჩვეული არიან. izrune.ge-ში ჩართულობამ, ერთი მხრივ, კლასის ერთიანობა კიდევ უფრო გააძლიერა, მეორე მხრივ, მოსწავლეებს შორის შეჯიბრებითობა წაახალისა. ბავშვებს პორტალზე მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთთან ურთიერთობის გამო აინტერესებთ. 
მოსწავლეები ტესტირების მეორე დღეს შეკითხვებს ერთმანეთში განიხილავენ. მაგალითად, ვიღაცამ რაღაც იცოდა, ვიღაცამ არ იცოდა, ვიღაც ლოგიკურად მიხვდა, ინტუიციამ უშველა და ა.შ. მოკლედ, ტესტირების შემდგომი პროცესიც ძალიან საინტერესოდ მიდის.



- რამდენად დიდია მოსწავლეების მოტივაცია, რომ კლასმა  „მომავლის კლასის“ ტიტული მიიღოს სასწავლო წლის ბოლოს ? 

- მოსწავლეებისთვის ინფორმაცია მაქვს მიწოდებული, რა დადებითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს ამ ტესტირებას, ამიტომ მათი მოტივაცია ძალიან გაიზარდა. პორტალზე ჩართულობამ მოსწავლეებს შორის ჯანსაღი კონკურენციაც გამოიწვია.

- რა შეცვალა თქვენს ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში izrune.ge-მ ?

- ამ ეტაპზე izrune.ge-სთან დაკავშირებულ პროექტს ვახორციელებთ. მინდა დამატებით ვიმუშაოთ. მართალია მხოლოდ მესამე კლასის დამრიგებელი ვარ, მაგრამ კლასთაშორისი პროექტი წამოვიწყე. ქართველი მწერლების ბიოგრაფიასა და მათ ნაწარმოებებს სახალისო ფორმით ვასწავლი. მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მაღალია.

- როგორ აისახა izrune.ge-ში გაწევრიანება მშობლებისა და შვილების ურთიერთობასა თუ მშობლების გააქტიურებაზე?

- მშობლები შვილებზე არანაკლებ გააქტიურდნენ, რაც ძალიან მომწონს. მაგალითად, ამას წინათ შეკითხვებს ერთმანეთში განიხილავდნენ. მშობლები ძალიან კმაყოფილი იყვნენ და ამბობდნენ, ბავშვები ასე მუშაობას თუ გააგრძელებენ, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთო. მოსწავლეებს სხვადასხვა უნარი უვითარდებათ და მშობლებს უხარიათ. izrune.ge-ს მადლობელი ვართ.

მესტიის N3 საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელი ეთერი გვარლიანი:

- ქალბატონო ეთერ, საგაკვეთილო პროცესში რა დადებითი ეფექტები მოგიტანათ izrune.ge-ში​ ჩართულობამ?

- ჩემი მოსწავლეები ძალიან დიდი შემართებით არიან. ერთი სული აქვთ როდის მოვა ხუთშაბათი და მერე პარასკევი, რომ შეკითხვები ერთმანეთში განიხილონ. მოუთმენლად ელოდებიან თვის ბოლოს, რომ შემაჯამებელი ტესტი გაიარონ. 
კლასგარეშე ლიტერატურას უფრო მეტს კითხულობენ და ძალიან ბედნიერები არიან. შეკითხვების მიხედვით ზოგადი უნარების ტესტები შემაქვს კლასში. ბავშვები ცდილობენ ტესტებს მომზადებულები შეხვდნენ და შეკითხვებს დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშე, უპასუხონ. ყველა ვფიქრობთ, რომ izrune.ge ძალიან კარგი პროექტია.



- როგორია მოსწავლეების მოტივაცია, რომ უკეთესი შედეგი დააფიქსირონ?

- ძალიან უნდათ „მომავლის კლასის“ ტიტულის მოიპოვონ. ძალიან აქტიურები არიან და ერთმანეთსაც ეჯიბრებიან. თან უხარიათ ერთმანეთის წარმატებები და თან უნდათ, რომ პირველობა დაიმსახურონ. განიხილავენ, მე ოქროს დიპლომი მივიღე, მე ვერცხლისო. ჯანსაღი კონკურენცია იკვეთება.



- izrune.ge-ში ჩართვა როგორ აისახა მშობლების ჩართულობაზე შვილების განათლების პროცესში?

- მშობლების ჩართულობაც გაიზარდა. ხუთშაბათობით მირეკავენ, განიხილავენ. უამრავი ზარი შემომდის. ვისაც ინტერნეტი არ აქვს, სკოლაში მოდიან, ან ისეთ ოჯახებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა აქვთ. სამწუხაროდ, ინტერნეტის პრობლემა ცოტას გვაფერხებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის IIIა კლასის დამრიგებელი მარინე ასპანიძე-მაღრაძე:

- ქალბატონო მარინე, რა წვლილი შეიტანა izrune.ge-მ თქვენი სადამრიგებლო კლასის გაერთიანების პროცესში?

- კლასი ძალიან აქტიური გახდა. უფრო დამეგობრდნენ და ზოგადი ცოდნაც აიმაღლეს. თითოეული მათგანი ძალიან მოტივირებულია. მოუთმენლად ელოდებიან ხუთშაბათს, სავარჯიშო ტესტის დღეს. მთელი კლასი, მეც და მშობლებიც, ამ საქმეში ერთად ვართ ჩაბმულები.



- რამდენად დიდია მოსწავლეებისა და მშობლების მოტივაცია, რომ კლასმა მოიპოვოს „მომავლის კლასის“ ტიტული სასწავლო წლის ბოლოს ? 

- 13 ბავშვი მყავს კლასში და ყველა ძალიან მოტივირებულია. ახალგაზრდა მშობლები მყავს და შვილებთან ერთად თვითონაც სიხარულით ელოდებიან ყოველ შემაჯამებელ ტესტს. მასწავლებელს, ბავშვებს და მშობლებს თანამშრომლობითი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
მხატვრულ ლიტერატურას, რაც „წიგნიერების დღის“ ტესტის გავლისთვის სჭირდებათ, აქტიურად კითხულობენ. მთავარია, რომ ძალიან აინტერესებთ. 

შეგახსენებთ, რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.



რას ამბობენ ჩვენზე