„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე“ - სპეციალურად თქვენი შვილებისთვის izrune.ge-ზე
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge მოსწავლეებში სამოქალაქო აზროვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. პორტალზე თვეში ერთი დღე სპეციალურად მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა.
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები!“- ასე ჰქვია დღეს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით izrune.ge-ში ჩართული მოსწავლეები მოუთმენლად ელიან.
მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეკითხვების შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
დღეს გვინდა იმ შეკითხვებზე პასუხები შემოგთავაზოთ, რომლებსაც izrune.ge-ს მომხმარებლები ამ დღესთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გვისვამენ:
• როდის შეგვიძლია გავიაროთ „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები!“ ტესტები?
ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები!“ ტესტის დღეა. ამ დღის ფარგლებში მოსწავლეებმა izrune.ge-ზე ტესტირება პირველად 2019 წლის სექტემბერში გაირეს.
• რა არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები“ ტესტის მიზანი?
პორტალში ჩართული მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ერთიანი აზრია, რომ „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე“ საზოგადოების სრულყოფილი წევრების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
izrune.ge-ს მიზანი კი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი აზროვნების სისტემურ-ეფექტური და დროული ამოქმედებაა.
• რა დახვდებათ მოსწავლეებს izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეს“?
ამ დღეს izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მთელი დღის განმავლობაში, საიტზე ტესტირება გაიარონ და ძალიან საინტერესო შეკითხვებს უპასუხონ, საკუთარი თავი გამოსცადონ.
izrune.ge-ს ტესტებს ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს. შეკითხვები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა შედგენილი და შესაბამის დონეზე საჭირო ცოდნის მობილიზებას ახდენს.
• რით არის izrune.ge და მისი ეს პროექტი განსაკუთრებული?
izrune.ge სასკოლო ცხოვრების გააქტიურებასა და გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. რაც მთავარია, იგი ოჯახებს, მშობლებს შესაძლებლობას აძლევს შვილების აღზრდა-განათლება-განვითარების პროცესს თვალი ადევნონ და საჭიროებების მიხედვით მუშაობა გააძლიერონ.
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები“ თავისუფალი აზროვნებისა და საზოგადოების სრულყოფილი წევრების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
• ვინ ამზადებს შეკითხვებს „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღისთვის“?
izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები!“ დღისთვის, დაწყებითი, საბაზო და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის შეკითხვები ქუთაისის 78-მა გამორჩეულად აქტიურმა პედაგოგმა შეადგინა. შეკითხვების შედგენაში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
• ვინ ხელმძღვანელობს „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები!“ დღის პროექტს?
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება – უფლებები და მოვალეობები!“ მასშტაბური, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურია პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“, izrune.ge-ს და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - უფლებები და მოვალეობები!“ ტესტების გავლა ყველა იმ მოსწავლეს შეუძლია, ვინც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია izrune.ge-ში.
ასევე, izrune.ge-ზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღეა“. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ასრულებენ, იღებენ დიპლომებს და აზიარებენ საკუთარ წარმატებებს.