„მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტისთვის მონდომებით ემზადებიან“- 27 ოქტომბერი izrune.ge-ზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“
ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ ახლოვდება. პორტალზე გაწევრიანებული მოსწავლეები 27 ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტისთვის აქტიურად ემზადებიან. izrune.ge გამორჩეულ კლასებსა და მათ დამრიგებლებს გაგაცნობთ.
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის III კლასის დამრიგებელი
ნინო როსტომაშვილი:
-ქალბატონო ნინო, როგორ ემზადებით „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ შემაჯამებელი ტესტისთვის?-izrune.ge-ში ჩემი სადამრიგებლო კლასის თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული. თვის ბოლოს შემაჯამებელი ტესტისთვის აქტიურად ემზადებიან. ზოგადად, ტესტებს ხალისით აკეთებენ. წარმატების დამადასტურებელ დიპლომს რომ იღებენ, სკოლაში გახარებულები მოდიან. უნდათ თავიანთი კარგი შედეგები მამცნონ.
-„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღისთვის“ შეკითხვებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ადგენენ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დღის მნიშვნელობას და ზოგადად, სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს?- მოსწავლეები ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდებიან. პროცესით მშობლებიც ძალიან დაინტერესდნენ და აქტიურად არიან ჩართულები.
-izrune.ge-ში გაერთიანების შემდეგ რა შეიცვალა ოჯახების, მშობლების ჩართულობის კუთხით?-ჩემი მოსწავლეების მშობლები ძალიან ყურადღებიანები არიან. გვერდში მიდგანან და ყველაფერს მათთან და ბავშვებთან ერთად ვაკეთებ. izrune.ge-ს ტესტებს მშობლები ბავშვებთან ერთად აკეთებენ. მშობლების გააქტიურების მხრივ საიტის როლი ნამდვილად დასაფასებელია.
-თქვენს კლასში izrune.ge-ში ჩართვის შემდეგ რა შეიცვალა?-izrune.ge-ში ჩართვის შემდეგ უფრო გავერთიანდით. სამკუთხედი გაკეთდა- მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს დაუკავშირდა. ძალიან აქტიურად ვართ და ერთი მიზანი გვაქვს დასახული, რომ ბავშვებს რაც შეიძლება უკეთესი შედეგები ჰქონდეთ.
კლასში წარმატების კედელი გვაქვს, izrune.ge-ს ტესტირების შედეგად მიღებულ დიპლომებს აქ ვაკრავთ. ყველა ეცნობა, ათვალიერებს დ ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ.
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის დამრიგებელი
იამზე თედიაშვილი:
-რა შეიცვალა სწავლის პროცესში მას შემდეგ, რაც თქვენი მოსწავლეები izrune.ge-ში ჩაერთნენ?-ჩემი მოსწავლეები უფრო აქტიურები გახდნენ. ბევრად უფრო სწრაფი აზროვნება განუვითარდათ. ძალიან მონდომებულები არიან, რომ როგორც მათემატიკა, ისე ქართული უფრო კარგად ისწავლონ და უფრო გააქტიურდნენ.
-როგორ ემზადებით ოქტომბრის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღისთვის“?- მოსწავლეები ამ თვის შემაჯამებელი ტესტისთვისაც მონდომებით ემზადებიან. ზოგადად, მთელი თვის განმავლობაში განვიხილავთ ხოლმე ტესტირების შეკითხვებს. ვმსჯელობთ რა გაუჭირდათ და რა შეკითხვები აქვთ.
-პორტალზე გაწევრიანებამ რა შეცვალა შვილების განათლების პროცესში მშობლების ჩართულობის კუთხით?-შვილების განათლების პროცესში მშობლები აქტიურად არიან ჩართულები. ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, გვერდით უსხდებიან და ეხმარებიან. პორტალზე შარშანაც აქტიურად ვიყავით ჩართულები. წელს, სექტემბერში, მშობლებმა თვითონ გამოთქვეს სურვილი, რომ შვილები izrune.ge-ში კვლავ ჩაერთოთ. ყოველ ხუთშაბათს დიდი მონდომებით ელოდებიან.
-როგორც იცით,
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღისთვის“ შეკითხვების შედგენაში სამინისტროები აქტიურად არიან ჩართულები. თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო სივრცეში ასეთი ტესტირების არსებობას?
-
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“ ტესტის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეები უფრო კარგად აზროვნებენ, ერთმანეთში მსჯელობენ და შეკითხვები გაკვეთილზეც ძალიან ეხმარებათ.
სკოლაში ვსწავლობთ საგანს „მე და საზოგადოება“ და izrune.ge-ს შეკითხვები აქაც გვეხმარება. ბავშვები სწავლობენ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ საზოგადოებასთან, რა არის საზოგადოება, ვინ არიან საზოგადოებაში და ა. შ. izrune.ge-თ ბედნიერი არიან მშობლები, გახარებულები არიან ბავშვები და კმაყოფილი ვართ ჩვენ - პედაგოგები.
-თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს izrune.ge-ს?-პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მასში ბავშვები და მშობლები ერთად არიან ჩართულები. მშობლები ცდილობენ დრო გამონახონ, რომ ბავშვებთან ერთად იმუშაონ. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის დამფუძნებელს.
გაიცანით
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე და მშობელი -
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე
ანდრია კოვალენკო:
„განსაკუთრებულად შემაჯამებელი დღის და
წიგნიერების დღის შეკითხვები მომწონს. წინასწარ ვკითხულობ მასალებს. izrune.ge-ში ჩემი კლასიდან თითქმის ყველა ბავშვია ჩართული. მასწავლებელს ვეუბნებით რა შეკითხვებიც გვხვდება და კლასში ვაკეთებთ. მომავალშიც მინდა izrune.ge-ს ტესტები ვაკეთო“.
ანდრია კოვალენკოს დედა
ლია კევლიშვილი:
„izrune.ge-თ ძალიან კმაყოფილები ვართ. ხუთშაბათს არასდროს არ ვაცდენთ. ანდრია სიხარულით ელოდება ტესტირების დაწყებას. პროცესში, რა თქმა უნდა, მეც ვარ ჩართული. განვლილ მასალას აქტიურად ვიმეორებთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბავშვს არ ავიწყდება, რაც ისწავლა. პორტალზე ყველაფერი ძალინ მოგვწონს“.
ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი
„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ დღეა. ყოველი თვის ბოლო კვირა კი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“.