24 ოქტომბერი, 2019
გაიცანით მოსწავლე აჭარიდან, რომელმაც 24 ოქტომბრის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღის“ ტესტი პირველმა გაიარა
დღეს, 24ოქტომბერს, izrune.ge-ზე „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ ტესტის დღეა. მონდომებული მოსწავლეები ტესტირებას აქტიურ რეჟიმში გადიან.
პორტალზე ტესტი ღამის 12-საათზე გააქტიურდა და ტესტი პირველმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლემ, გიორგი მართალიშვილმა გაიარა. izrune,ge აქტიურ მოსწავლე გიორგის და მის განსაკუთრებულად მზრუნველ დედას გაგაცნობთ.
ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე
გიორგი მართალიშვილი:
„izrune.ge-ზე ტესტები ღამის 12 საათზე გავაკეთე. შეკითხვები ძალიან მომეწონა, ყველა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან სახალისოა და კიდევ მინდა გავაკეთო. რა შეკითხვასაც ვერ ვუპასუხე, დედამ ამიხსნა. ჩემი მეგობრებიც გადიან ტესტებს. izrune.ge-ს საიტი ძალიან მომწონს. მინდა კვირას, შემაჯამებელ ტესტში, დიპლომი ავიღო.“
გიორგი მართალიშვილის დედა, პედაგოგი ნესტან დავითაძე:- izrune.ge ძალიან მომწონს. ეს პორტალი ბავშვის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ტესტები ძალიან საინტერესო და სააზროვნოა. მე თვითონაც ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელი ვარ და izrune.ge-ში ჩემი კლასიც აქტიურად არის ჩართული. შევეცდები, რომ მაქსიმალურად ვიმუშაო და ბავშვებმაც ყოველ ხუთშაბათსა და კვირას ტესტები აქტიურად გააკეთონ.
მიხარია, რომ გიორგიმ ტესტი პირველმა გააკეთა. ადრე დაძინება არ უყვარს და რომ არ მოვცდენილიყავით, საიტზე შევედით.
-თქვენი აზრით, მშობლების გააქტიურების კუთხით, რა მნიშვნელობა აქვს პორტალს?- ვფიქრობ, izrune.ge-ს საშუალებით მოსწავლეები დამოუკიდებელად მუშაობას შეეჩვევიან, მაგრამ მათ მშობლებიც აუცილებლად უნდა დაეხმარონ. ბავშვს საკითხავი მასალა მშობელმა უნდა მიაწოდოს. დაწყებითი კლასებში მათ მშობლის დახმარება განსაკუთრებულად სჭირდებათ.
izrune.ge-ზე ინფორმაციის მისაწოდებლად სკოლაში მშობლები მყავდა მოწვეული. ვუთხარი, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის izrune.ge-ს ტესტების საფასური დაფარა და მათ შვილებს ტესტირების გავლა უფასოდ შეუძლიათ. ვფიქრობ, დამეხმარებიან და პროცესში ყველა ერთად ჩავერთვებით.
ყველა ბავშვს წარმატებას ვუსურვებ და ყველანაირად შევეცდები, რომ ჩემი ყველა მოსწავლე და ჩემი შვილებიც izrune.ge-ში აქტიურად მყავდეს ჩართული“.
ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ დღეა, ამ დღისთვის შეკითხვების შედგენაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები. ყოველი თვის ბოლო კვირა კი „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“. საქართველოს მასშტაბით izrune.ge-ში ჩართულ ყველა მოსწავლეს ტესტების გაკეთება ამ დღეებში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.