izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
28 ოქტომბერი, 2019
პატარა ლუკამ მიზანს მიაღწია, izrune.ge მას ფართო საზოგადოებას აცნობს
9 წლის ლუკა ცერცვაძე izrune.ge-ს აქტიური მოსწავლეა. უკვე 2 წელია ტესტირების ყოველ დღეს მოუთმენლად ელოდება. განსაკუთრებით „წიგნიერების დღე“ მოსწონს. ცდილობს ტესტირებაში მაქსიმალური ქულები მიიღოს, ამიტომ წიგნებს აქტიურად კითხულობს.
 
მესამეკლასელი ლუკა ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ლუკას უდიდესი სურვილი იყო izrune.ge-ს სხვა ბავშვების მსგავსად ერთ დღეს მასზეც დაეწერა, ამიტომ ცდილობდა პორტალზე ტესტი პირველს გაევლო და ამით ყურადღება მიექცია. ლუკამ მიზანს მიაღწია, მან 27 ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა. 
 
izrune.ge ლუკას და მის მზრუნველ დედას გაგაცნობთ.
 
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ცერცვაძე:
 
„izrune.ge-ს ძალიან კარგი საიტია. ტესტებს მოუთმენლად ველოდები და სულ მიხარია. განსაკუთრებულად „წიგნიერების დღე“ მომწონს. ენციკლოპედიებს ხშირად ვკითხულობ, მათ მოძიებაში დედა მეხმარება.
გუშინ შეკითხვებს კარგად ვუპასუხე. რასაც ვერ ვხვდები, დედა მიხსნის. izrune.ge-ს ტესტებში ჩემი მეგობრებიც არიან ჩართული. მეორე კლასშიც აქტიურად ვასრულებდი ტესტებს და მომავალშიც ასევე მინდა გავაგრძელო“.

 
ლუკა ცერცვაძის დედა სოფიო კუპატაძე:
 
- ქალბატონო სოფიო, თქვენ როგორც მშობელს, izrune.ge როგორ მოგწონთ და პორტალზე შვილთან ერთად რამდენად აქტიურად ხართ ჩართული?
 
- ზოგადად, საგანმანათლებლო ხასიათის ნებისმიერ პროექტს მივესალმები. მე და ჩემი შვილი izrune.ge-ში აქტიურად ვართ ჩართულები. ლუკა ტესტებს დამოუკიდებლად გადის, მაგრამ მე ყოველთვის გვერდით ვუზივარ, რადგან მუშაობისას შეიძლება იჩქაროს, ან სიტყვა გამორჩეს და არ მინდა  მექანიკური შეცდომები დაუშვას.
ბავშვის  აზროვნების განვითარებისთვის, მისი ჩამოყალიბებისთვის, დამოუკიდებლად მუშაობისთვის izrune.ge-ს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მით უმეტეს, რომ ბავშვს ტესტების გავლა ძალიან უხარია. შეკითხვები ძალიან მოსწონს, შემაჯამებელი ტესტი იქნება თუ ხუთშაბათის ტესტი, ყველას მოუთმენლად ელოდება.
ლუკა izrune.ge-ში  პირველი კლასის ბოლო თვეებიდან ჩაერთო. ტესტებს შარშან მთელი წელი აქტიურად ვაკეთებდით და წელსაც ასე ვაგრძელებთ. უნდა ყველაფერს დამოუკიდებლად უპასუხოს და მე არაფერს მეკითხება. წიგნების კითხვა უყვარს, ძალიან მონდომებულია.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ მშობლების გასააქტიურებლად izrune.ge უაღრესად საყურადღებოა. მე პირადად ძალიან მომწონს და მიხარია, რომ პორტალს „წიგნიერების დღე“ დაემატა. ამ დღისთვის განსაკუთრებით აქტიურად ვემზადებით. სახლში დიდი ბიბლიოთეკა არ გვაქვს, ამიტომ ვცდილობ რა საშუალებაც მაქვს, წიგნები შევიძინო. საიტზე წიგნის ჩამონათვალი რომ იდება, ვცდილობ ვიყიდო ან მოვიძიო.

 
- თქვენი ჩართულობა ლუკას მოტივაციაზე როგორ მოქმედებს?
 
- ლუკასთან ერთად მეც ვკითხულობ და ამით სტიმულს ვაძლევ. ეს ჩემთვისაც ძალიან აზარტული და საინტერესოა. ბავშვმა როცა იცის, რომ რაღაც აქვს წასაკითხი, უფრო გულმოდგინედ ემზადება. თანაც წიგნები მხოლოდ იმისთვის ხომ არაა, რომ უბრალოდ გადაიკითხო. ისინი უნდა გაიაზრო და შესაბამის შეკითხვებს უპასუხო. განსაკუთრებით დიდი მადლობა izrune.ge-ს „წიგნიერების დღის“ დაწესებისთვის.
izrune.ge-ში ლუკას მეგობრების საკმაო რაოდენობაა ჩართული. ზოგი ჩვენი რეკომენდაციით ჩაერთო, ზოგისთვის სარეგისტრაციო ფორმა მე თვითონაც შემივსია. მინდა, რომ პორტალზე რაც შეიძლება მეტი მოსწავლე გაერთიანდეს და ამ ტესტების გავლის შესაძლებლობა მათაც მიეცეთ.
 


რას ამბობენ ჩვენზე