izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
23 ნოემბერი, 2019
2 ოქრო და 12 ვერცხლი - თბილისის წარმატებული სკოლები შედეგების გასაუმჯობესებლად ემზადებიან
თბილისელმა მშობლებმა უკვე დაინახეს izrune.ge-ს განსაკუთრებული შესაძლებლობები. izrune.ge-ს მეშვეობით მათ შეუძლიათ საკუთარ შვილ(ებ)ზე განსაკუთრებულად იზრუნონ და თვალი ადევნონ მათი განათლების და განვითარების დონეს. მშობლებს ამაში ეხმარებათ სკოლები. განსაკუთრებით კი ის სკოლები, სადაც არიან გამორჩეულად მზრუნველი კლასის დამრიგებლები. 

ერთ-ერთი ასეთი სკოლა არის თბილისის N191 საჯარო სკოლა. დღეს კონკრეტულ კლასზე - Vგ კლასზე მოგითხრობთ და ამ კლასის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ დამრიგებელზე - მას აქვს ნიჭი მშობელივით ზრუნავდეს საკუთარი კლასის მოსწავლეებზე.

Vგ კლასის მოსწავლეები და მზრუნველი დამრიგებელი  izrune.ge-ს 24 ნოემბრის შემაჯამებელი ტესტისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ მოსწავლეებისთვის მართლაც განსაკუთრებულად ემოციური იქნება, რადგან ყველა მათგანს ერთი მიზანი ამოძრავებს, წინა თვის შედეგი გააუმჯობესოს!

ჯანსაღი კონკურენცია, მიზანსწრაფულობა და უდიდესი მოტივაცია - მოსწავლეთა ემოციებს Vგ კლასის დამრიგებელი თამარ დავითაშვილი ამ სიტყვებით აღწერს.

პედაგოგი ამბობს, რომ კლასის ოცდაექვსივე მოსწავლე წარმატების მოსაპოვებლად და „ოქროს დიპლომის“ მისაღებად იბრძვის.

კლასის სამზადისის გასაცნობად izrune.ge თამარ დავითაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო თამარ, როგორ ემზადება თქვენი კლასი 24 ნოემბრის შემაჯამებელი ტესტისთვის?

- მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტირებისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან. ერთი სული აქვთ, ტესტს როდის შეასრულებენ. როგორც პატარებმა იციან, გეგმავენ, მე ამდენ ქულას მივიღებ, მე ამდენსო.
ფიქრობენ, შემაჯამებელ ტესტში შეიძლება ისეთი საკითხები შეხვდეთ, რაც ჯერ არ უსწავლიათ, ამიტომ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა დაიწყეს. მაგალითად, ზოგიერთმა „მაგდანას ლურჯას“ კითხვა დაიწყო, ზოგმაც დაამთავრა და ა.შ. მოკლედ, აქტიურად ემზადებიან. ოქტომბრის თვეში ორი ოქროს დიპლომი გვქონდა და ვფიქრობ, ამ თვეში შედეგს გააუმჯობესებენ.



- მოსწავლეთა გასული თვის შედეგებით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- წინა თვეში ძალიან კარგი შედეგები იყო, კმაყოფილი ვარ. ორი ოქროს დიპლომი აიღეს და თორმეტი ვერცხლის. დიპლომებს რომ აგროვებენ, ძალიან უხარიათ. ყველა ცდილობს ოქროს დიპლომი აიღოს. სულ ვეუბნები ამ ტესტირებაში რომ მონაწილეობთ, ყველა გამარჯვებულები ხართ-მეთქი.
მინდა მოსწავლეები კიდევ უფრო წავახალისო, ამიტომ გადავწყვიტე ყოველი თვის გამარჯვებულებზე, ოქროს დიპლომის მფლობელებზე, კლასში წარმატების კედელი გავკეთო. ახლა სკოლაში რემონტია და ამის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია. დიპლომები ამობეჭდილი მაქვს, მასალებს ვინახავ და როგორც კი სკოლა მოწესრიგდება და შესაძლებლობა მოგვეცემა, წარმატების კედელს აუცილებლად მოვაწყობთ. 



- თქვენ izrune.ge-ს განსაკუთრებით აქტიური პედაგოგი ხართ და სხვა მასწავლებლებისთვისაც გამხდარხართ მოტივატორი. რა შედეგი გამოიღო თქვენმა მცდელობამ, სხვა პედაგოგებისა და მშობლებისთვის izrune.ge-ს ტესტირების მნიშვნელობა გეჩვენებინათ?

- izrune.ge ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ამ პროეტში ბავშვებიც აქტიურად ამყვნენ. მომწონს, რომ მოსწავლეებმა დამატებით ლიტერატურა უნდა წაიკითხონ. izrune.ge-ზე წასაკითხ მასალებს ვამოწმებ და მოსწავლეებს ვაწერინებ. მაგრამ ხანდახან ავიწყდებათ, ამიტომ გადავწყვიტე ინფორმაცია სოციალური ქსელითაც გამევრცელებინა. მოსწავლეებიც და მშობლებიც მოუთმენლად ელოდებიან, როდის დავდებ ინფორმაციას. 
izrune.ge-თ ჩემი სადამრიგებლო კლასის პარალელური კლასი და II კლასის დამრიგებელი დაინტერესდნენ. მერე სხვა მასწავლებლებსაც მოუნდათ, მასში ჩართულიყვნენ. ტესტების გავლა უკვე დაიწყეს და თანდათან უფრო და უფრო გააქტიურდებიან.



- თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს, რომ izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეებს ყოველ თვეში თავიანთი ასაკობრივი დონის შესაბამისი შემაჯამებელი ტესტის გავლა შეუძლიათ?

- უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა და მოტივაციის მომატება; ასევე მოლოდინი, რომ უკეთესი შედეგი შეიძლება დაინახონ, მეტი ინფორმაცია მიიღონ, დამატებითი ლიტერატურის კითხვას მიეჩვიონ. საკითხავი მასალის მოძიების გამარტივების მიზნით, მშობლებს წიგნების ელექტრონულ ვერსიებსაც ვუგზავნი. 
მოსწავლეებმა იციან, რომ მათი განათლების და განვითარების დონეს თვალს ვადევნებ და ყველა მათგანის შედეგი ამოწერილი მაქვს. ვაკვირდები ქულებს ვინ აუმჯობესებს. ვურეკავ, რომ ტესტირების გავლა არ დაავიწყდეთ.  მინდა ბავშვები პასუხისმგებლობას მიეჩვიონ და ასეთი დეტალები მათთან მოვაგვარო და არა მშობლებთან. ყველაფერი ახალი დაწყებული გვაქვს და იმედია, რომ მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება.



რას ამბობენ ჩვენზე