izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
26 ნოემბერი, 2019
ვასაძეების მრავალშვილიანი ოჯახი აჭარაში პირველია
24 ნოემბერს მთელ საქართველოში „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იყო, საიტზე მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული აქტიურობა დაფიქსირდა განსაკუთრებით მზრუნველი ოჯახებიდან. 

ვასაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ოჯახია. ოჯახში ოთხი ბავშვია, ოთხიდან სამი izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური წევრია, ხოლო მეოთხე მომავალი იზრუნელია. ოთხშვილიანი ოჯახისთვის izrune.ge უკვე 3 წელია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ქეთევან ვასაძე ოჯახის ყველაზე პატარა მოსწავლეა, ის პირველი იყო აჭარაში ვინც 24 ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი გაიარა. ქეთევანი ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტის საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი დედა, ნათელა იაკობაძე გვიყვება, რომ მეორეკლასელმა ქეთევანმა ღამე არ დაიძინა, შემაჯამებელი ტესტი რომ გაევლო.

izrune.ge პატარა ქეთევანსა და მის დედას გაგაცნობთ, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ქეთევან ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე:

„24 ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი ძალიან მომეწონა. შეკითხვებმა ძალიან დამაინტერესა. izrune.ge-ს ტესტების გავლა ძალიან მომწონს. მიხარია, საიტზე ტესტები რომ იდება. ეს დღეები წინასწარ ვიცი და ველოდები. შეკითხვებს მარტო ვპასუხობ, არავინ მეხმარება“.

ნათელა იაკობაძე, ქეთევანის დედა:  

-ზოგადად, მეც და ჩემი შვილებიც ტესტებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ქეთევანი მონდომებულია და მიხარია. მეოთხე შვილი პატარა მყავს, წუხელ დასაძინებლად რომ წავიყვანე და უკვე ყველას რომ გვეძინა, თურმე ქეთევანს არ დაუძინია, ტესტის გაკეთება შესაძლებლობისთანავე მოუნდა. სულ ოქროს დიპლომები ჰქონდა და გუშინ ვერცხლის მიიღო. ტიროდა, დედიკო სენსორმა გამიჭედა და შემთხვევით არასწორი პასუხები მოვნიშნეო.
ქეთევანი izrune.ge-ში პირველი კლასიდან ჩაერთო. ტესტირებას სულ მოუთმენლად ელოდება. 



-როგორია ქეთევანის ემოციები ტესტირების გავლისას და შედეგის ნახვის შემდეგ?

-ქეთევანი ტესტირებას ყოველთვის დამოუკიდებლად გადის, არ უნდა, ვინმე ხედავდეს და პროცესში ჩაერიოს. 
დიპლომს რომ იღებს ხმამაღლა იძახის, დედიკო დიპლომი მივიღეო. ემოციებს და წარმატებას კლასელებსაც უზიარებს. 



-ამ დროის განმავლობაში ქეთევანს როგორი პროგრესი აქვს?

- ქეთევანის შედეგები, რა თქმა უნდა, უმჯობესდება. მისი მონდომება, მოტივაცია, აქტიურობა, აზროვნების უნარი და სურვილი, რომ ტესტები გააკეთოს, ყოველ ჯერზე იზრდება. 

-izrune.ge-ს ტესტირება თქვენს შვილს სწავლის პროცესში რამდენად ეხმარება?

-ქეთევანს ტესტები სწავლაში ძალიან ეხმარება. თუ რამეს ვერ იგებს, მერე ინფორმაციას ეძებს, კითხულობს ან მე მეკითხება. ტესტირებებს მუდმივად დამოუკიდებლად გადის. ძალიან აქტიური ბავშვია.

-ქეთევანი izrune.ge-ს ტესტებისთვის როგორ ემზადება?

-ქეთევანი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობს და გამოდის, რომ  ტესტების გასავლელად სულ მზად არის. ძალიან მოსწონს „წიგნიერების დღე“, ამ დღისთვის გათვლილ მასალებსაც წინასწარ კითხულობს.



-izrune.ge -ში თქვენი უფროსი შვილები, დავითი და ანა, რამდენად აქტიურად არიან ჩართულები?

-დავითი და ანაც აქტიურად გადიან ტესტებს. izrune.ge-ს ტესტების გარდა ჩართულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. ჩემმა შვილებმა შარშან „ეტალონში“ საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს.



-თქვენ, როგორც ოთხი შვილის დედას და პედაგოგს, როგორ შეაფასებთ izrune.ge-ს?

-izrune.ge-ს შესახებ როგორც კი გავიგე, ჩემი შვილები მაშინვე ჩავრთე. მაშინ ფასიანი იყო. ახლა უკვე საფასურს აჭარის განათლების სამინისტრო ფარავს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.  ძალიან მომწონს და სანამ izrune.ge იარსებებს შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილები აქტიურად იქნებიან ჩართულები. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათი შედეგები და სწავლის უნარები გავაუმჯობესო.


რას ამბობენ ჩვენზე