იმერეთი პირველია! - როგორ გახდა ნიკოლოზი პირველი მოსწავლე და პირველი ოქროს დიპლომის მფლობელი
izrune.ge-ს გამორჩეული მშობლები შვილების განათლებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის შესაძლებლობები თავიანთი შვილების განვითარებისთვის ეფექტურად გამოიყენონ.
ასეთი მშობლები izrune.ge-ს ინსტრუქციებს ზუსტად მიყვებიან და თავიანთი შვილების განვითარებაშიც დარწმუნებულები არიან. მათ იზრუნეს შესაძლებლობების სჯერათ და შვილების საგანმანათლებლო გზაზე თავს მშვიდად გრძნობენ.
გამორჩეული მშობელია მეორეკლასელ
ნიკოლოზ სისვაძის დედა
ხათუნა მესხი, რომელიც შვილის განვითარებაში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ნიკოლოზი ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში სწავლობს. ის izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრი 2019-2020 სასწავლო წლიდან გახდა.
ნიკოლოზმა 24 ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი საქართველოს მასშტაბით პირველმა გაიარა და ოქროს დიპლომიც მიიღო.
izrune.ge ნიკოლოზსა და მის დედას გაგაცნობთ.
ნიკოლოზ სისვაძე:
„izrune.ge-ს ტესტები ძალიან მომეწონა. საინტერესო შეკითხვები იყო. რასაც ვერ გავიგებდი, დედას ვეკითხებოდი. დიპლომის მიღება ძალიან მიხარია. მომავალშიც მინდა ტესტების გაკეთება.
კომპიუტერში ინფორმაციებს მე თვითონ ვნახულობ. ცხოველები მაინტერესებს და მათ სურათებს ვათვალიერებ. ბუნება ძალიან მიყვარს. მათემატიკაც მიყვარს და izrune.ge-ს მათემატიკის შეკითხვები ძალიან მომწონს.
წიგნებსაც ვკითხულობ, რომ მოვემზადო „წიგნიერების დღის“ ტესტისთვის.“
ხათუნა მესხი, ნიკოლოზ სისვაძის დედა:
- ვამაყობ, რომ ჩემი შვილი პირველია, ვინც შემაჯამებელი ტესტი გაიარა. ნიკოლოზს რომ ვუთხარი, შეიძლებოდა 12 საათის შემდეგ ტესტი დაეწერა, იმ დრომდე არ დაიძინა. წინა თვეში ვერცხლის დიპლომი აიღო და ეს დიდი მოტივაცია იყო მისთვის, რომ შემდეგში ოქროსი აეღო, ძალიან მოინდომა. საბოლოოდ, დასახულ მიზანს მიაღწია და 24 ნოემბრის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მიიღო.
- როგორია ნიკოლოზის ემოციები დიპლომის მიღების შემდეგ?- ნიკოლოზი ძალიან ღელავს ხოლმე. თუმცა თავიდან მეტად ღელავდა, ახლა უფრო შეეჩვია. შემაჯამებელი ტესტი შედარებით მშვიდად გაიარა და დაეტყო კიდეც, შედეგიც გამოვასწორეთ. ოქროს დიპლომი რომ მიიღო, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
- ნიკოლოზი ტესტირებებს რამდენად აქტიურად გადის?- წელს, სკოლა რომ დაიწყო, izrune.ge-ს შესახებ მაშინ შევიტყვე და ნიკოლოზი მაშინვე დავარეგისტრირე. მას შემდეგ ორი შემაჯამებელი ტესტი და ხუთშაბათის ტესტირებები უკვე გაიარა. ტესტირებები ძალიან მოგვწონს და მაქსიმალურად ვცდილობთ არცერთი გამოგვრჩეს.
- izrune.ge-ში ჩართულობამ რა გავლენა იქონია ნიკოლოზის სწავლის მოტივაციაზე?- ნიკოლოზი მართლა ძალიან მონდომებული და მობილიზებულია. მისი მოტივაცია აშკარად გაიზარდა. წინა ტესტირებისას იყო ისეთი შეკითხვები, რაზე პასუხიც არ იცოდა, მაგრამ შემდეგ ეს საკითხები შემაჯამებელ ტესტში შეხვდა და უკვე მშვენივრად გაართვა თავი.
ვცდილობ, ტესტირების პროცესში არ დავეხმარო, თუმცა რასაც ვერ იგებს, რა თქმა უნდა, მეკითხება და ვუხსნი. ნიკოლოზის განათლების პროცესში მისი დამრიგებელიც აქტიურად არის ჩართული. მადლობა მას, რომ ბავშვების განვითარებაში დიდ შრომას დებს.
- ნიკოლოზი ტესტირებისთვის როგორ ემზადება?- ძალიან მომწონს izrune.ge-ს „წიგნიერების დღე“. დამატებით საკითხავ ლიტერატურის ჩამონათვალს თვალყურს ვადევნებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი აქტიურად წავიკითხოთ. რა დროც გვრჩება, ვცდილობ დამატებით ვამეცადინო.
- როგორც განსაკუთრებით მზრუნველი მშობელი როგორ შეაფასებდით izrune.ge-ს ?- მეც, როგორც მშობელს ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი პროექტია. ტესტირება ძალიან საინტერესო და სააზროვნო შეკითხვებს მოიცავს. მოხარული ვარ, რომ ბავშვებს ონლაინ ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნა და ინტელექტი გამოავლინონ.
- თქვენი აზრით, izrune.ge-ში მშობელთა ჩართულობას რა მნიშვნელობა აქვს?- ჩემი აზრით, აუცილებელია მშობლები ტესტირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები, რადგან მხოლოდ ბავშვი, დამოუკიდებლად ამას ვერ შეწვდება. მათ თვალი უნდა ადევნონ შვილების განვითარებას და სათანადოდ მოამზადონ. ნიკოლოზის კლასელები და მათი მშობლებიც აქტიურობენ და ძალიან კარგია.
ბავშვის განვითარებისთვის ბევრი კითხვა აუცილებელია. „იზრუნეს“ ტესტები კი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა. ნიკოლოზმა კომპიუტერზე ასოების აკრეფა ახლა დაიწყო და სწავლის პროცესი იმდენად მოსწონს, რომ ცდილობს საინტერესო ინფორმაციები თვითონ მოიძიოს. izrune.ge-სა და მთელ მის გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო.