izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
10 დეკემბერი, 2019
როგორ ემზადებიან „თინიკოს ვარსკვლავები“ წიგნიერების დღისთვის
იზრუნელების ლიტერატურული თავგადასავალი გრძელდება და 12 დეკემბერს, წიგნიერების დღეს, ისინი კიდევ ერთ საფეხურს აივლიან განათლების მწვერვალისკენ.  სასიხარულოა, როდესაც პროექტში პირველკლასელებიც არიან ჩართულები და მიუხედავად იმისა, სკოლის კარი ახლახან შეაღეს, უკვე ცდილობენ, ეზიარონ წიგნს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დამსახურებით, 2019 წლის ბოლომდე აჭარის სკოლების მოსწავლეებისთვის izrune.ge-ში მონაწილეობა უფასოა

ბათუმის N14 საჯარო სკოლის I ბ კლასის ცეროდენები, დამრიგებელ თინათინ ჩხეიძესთან ერთად ემზადებიან 12 დეკემბრისთვის. მართალია, კითხვა ჯეროვნად არ იციან და არც  მშობლიური ანბანის ყველა ასოს იცნობენ, მაგრამ მშობლებისა და პედაგოგის დახმარებით, აქტიურად არიან ჩართულები izrune.ge-ს პროექტში, სიხარულით ავსებენ ტესტებს და მოუთმენლად ელიან დამსახურებულ ჯილდოს. ასე რომ, ბათუმის N14 საჯარო სკოლის I ბ კლასში ხან ვერცხლის,  ხან კი ოქროს დიპლომების ცვენაა. 

„თინიკოს ვარსკვლავები“ - ასე უწოდა ქალბატონმა თინათინმა თავის სადამრიგებლოს და როგორც პირად საუბარში გაგვიმხილა, ყველაფერს გააკეთებს, რათა მისმა პატარებმა სუპერკლასის ტიტული მოიპოვონ. როგორ გაგრძელდება პატარების ლიტერატურული ოდისეა, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი  გთავაზობთ  ბლიც-ინტერვიუს თინათინ ჩხეიძესთან, რომელიც ცდილობს, მოსწავლეებს izrune.ge-ს დახმარებით, წიგნი შეაყვაროს.

- izrune.ge-ს შესახებ დირექტორმა თათბირზე შეგვატყობინა და მაშინვე გადავწყვიტე პროექტში ჩართვა. სხვათა შორის, მშობლებთან ბევრი საუბარი არც დამჭირვებია - ავუხსენი თუ არა ვითარება, ისე დაინტერესდნენ, ბავშვები თავად დაარეგისტრირეს.

- მშობლების სურვილი გასაგებია, მაგრამ ალბათ ადვილი არ იქნებოდა, პირველკლასელები, რომლებიც ჯერ სკოლის გარემოს შეჩვეულები არც კი არიან, პროექტში ჩაგერთოთ. 

-  ჩემ საიდუმლოს გაგანდობთ - გავიგე, რომ სუპერკლასის ტიტულის მოპოვება შეიძლებოდა და ვიფიქრე, რატომ არ უნდა ფლობდეს მას ჩემი კლასი. მშობლებმაც აიტაცეს იდეა და ასე აღმოვჩნდით პროექტში. izrune.ge განათლების თანამედროვე მიდგომების პროექტია და ჩვენ შევკარით სამკუთხედი - სკოლა-მოსწავლე-მშობელი, რაც განათლების აუცილებელი პირობაა. თამამად შემიძლია თქმა, რომ ყოველი ხუთშაბათი ჩვენთვის ზეიმია, კლასში ოქროსა და ვერცხლის დიპლომების ცვენაა, მშობლებიც გახარებულები არიან, ბავშვები კი ყოველ ხუთშაბათს გულის ფანცქალით ელიან.



- ქალბატონო თინათინ, რატომაა სასურველი მოსწავლეთა ჩართულობა ასეთ პროექტებში. 

- izrune.ge-ს ტესტების საშუალებით ვამოწმებთ ცოდნას, მშობელი ნათლად ხედავს, სად გაუჭირდა ბავშვს, მეც ვხედავ, როგორც პედაგოგი… შემდეგ, ამ ტესტებს კლასში განვიხილავთ მაქსიმალურად ვცდილობთ, აღმოვფხვრათ ე.წ. კოჭლი მხარეები.

- 12 დეკემბერი იზრუნელებისთვის წიგნიერების დღეა და იქნებ გვითხრათ, როგორ ემზადებიან თქვენი პატარები?

- წიგნიერების დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია და ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში შევსულიყავით. მართალია, ჯერ ჩემი ბავშვები მშობლიურ ანბანს ბოლომდე არ იცნობენ, თუმცა რამდენიმე მათგანმა კითხვა იცის, ჰოდა, სწორედ მათ წავაკითხებ სულხან-საბას, შემდეგ კი ბავშვები ჩანახატებს გააკეთებენ. ბიბლიოთეკა კი სპეციალურად შევარჩიეთ - აქ კითხვას სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, ბავშვიც მეტად შეიგრძნობს გარემოს და წიგნსაც სხვა სურნელი აქვს.



- ქალბატონო თინათინ, რთული არაა, ბავშვს წიგნი შევაყვაროთ?  

- თუკი მშობელი და მასწავლებელი მოინდომებენ, წიგნს ბავშვს აუცილებლად შეაყვარებენ. ჩვენ მონდომებულები ვართ და დარწმუნებული ვარ, ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამ საქმეში ძალიან გვეხმარება ჩვენი სკოლის დირექტორი - ქალბატონი ნატო გოგუაძე, შემაჯამებელი ტესტების შემდეგ, ოქროს დიპლომის მფლობელ მოსწავლეებს წითელ ვარსკვლავებს ურიგებს, ხოლო ვერცხლისდიპლომიანებს - ლურჯს. ვარსკვლავები კი იმიტომ ავირჩიეთ, ჩვენს კლასს „თინიკოს ვარსკვლავები“ ჰქვია. გვინდა, ვიყოთ ვარსკვლავები და ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ.


რას ამბობენ ჩვენზე