izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
20 დეკემბერი, 2019
ხვალ, 22 დეკემბერს, მთელ აჭარაში შემაჯამებელი ტესტის დღეა

22 დეკემებერს, შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს, izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი გააქტიურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსწავლეებისთვის. პატარები ამ საპასუხისმგებლო დღისთვის, მართლაც, განსაკუთრებულად ემზადებიან - კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას, ცდილობენ, მეტი ინფორმაცია მიიღონ... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დამსახურებით კი, აჭარაში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს, წლის ბოლომდე, izrune.ge-ს ტესტების გავლა უფასოდ შეუძლია და ეს ადგილობრივი ოჯახებისთვის დამატებითი მოტივაციაა.  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელი ხათუნა მაკარაძე izrune.ge-ს პროექტში მოსწავლეთა ჩართულობასა და მათ ენთუზიაზმზე გვესაუბრება:

- პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ პროექტი ძალიან მომწონს და მეამაყება, რომ ბავშვებიც მონდომებულები არიან - ცდილობენ, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები... ყოველი ხუთშაბათი მათთვის izrune.ge-სთან ასოცირდება - იციან, რომ ტესტებიც უნდა შეავსონ და შემდეგ მოუთმენლად ელიან შეფასებას. განსაკუთრებით მისასალმებელია ის, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ადგილობრივ სკოლებს პროექტში მონაწილეობა დაგვიფინანსა. ეს დიდი შეღავათია და მონაწილეთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.



- კიდევ რა დადებითი გავლენა აქვს izrune.ge-ს მოსწავლეებზე?

- პროექტში მონაწილეობის შედეგად, მოსწავლეებს აუმაღლდათ  მოტივაცია - მიხვდნენ, რომ კლასგარეშე ლიტერატურა მათივე განვითარებისთვისაა აუცილებელი; გარდა ამისა, მიიღეს გამოცდილება და მიეჩვივნენ დამოუკიდებლად მუშაობას... და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელი ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში.

- მშობლები როგორღა დააინტერესეთ?

- მოგეხსენებათ, ჩემი სადამრიგებლო II კლასია... ბავშვები ჯეროვნად სკოლასაც ვერ შეგუებიან და უცებ ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ადვილი არ იყო, თუმცა სწორედ მშობლისა და ბავშვის ერთობლივი შრომის შედეგია  პროექტში ჩვენი აქტიურობა. ბავშვებმა ზაფხულშიც დაამუშავეს გარკვეული ლიტერატურა, მშობლებიც დაეხმარნენ და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წარმატებისკენ.
მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს, ბავშვებსაც ვახსენებ, რომ ტესტირების დღე არ დაავიწყდეთ, ზოგი სახლში მუშაობს, იმ მოსწავლეებს კი, ვისაც კომპიუტერთან წვდომა არ აქვს, სკოლაშივე ვავსებინებთ ტესტებს.



- პატარებისთვის რას ნიშნავდა ტესტირებაში მონაწილეობა?

- კლასში 21 მოსწავლე მყავს და ადრეც ვავსებდით ტესტებს, ასე რომ izrune.ge-ში მონაწილეობა მათთვის  საინტერესოა. ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს დიპლომები კი დამატებითი მოტივაციაა, შემდეგი ტესტირებისთვის უკეთ მოემზადონ. ამ საკითხს მუდმივად განვიხილავთ კლასში, ვმსჯელობთ, რომ მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, მეტი და მეტი უნდა იკითხონ, რათა იყვნენ წარმატებულები; ხოლო თუ რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, როგორც უნდათ, ხვდებიან, იზარმაცეს და გამოსავალსაც პოულობენ - მეტი უნდა ვიმეცადინოთ და საუკეთესოები ვიყოთო. ასე ვემზადებით 22 დეკემბრისთვის, შემართებით,  ენთუზიაზმით და მჯერა, ჩემი პატარები აუცილებლად გაგვიხარებენ გულს.


რას ამბობენ ჩვენზე