08 იანვარი, 2020
აჭარისთვის სპეციალური პირობები izrune.ge-სგან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში, izrune.ge-ს ტესტების საფასური დაფარა. სამინისტროსა და izrune.ge-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება წარმატებით დასრულდა.
izrune.ge მადლობას უხდის განსაკუთრებით მზრუნველ სკოლებს, დამრიგებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს გამოჩენილი ზრუნვისა და აქტიურობისთვის.
მაღალი მოთხოვნიდან და აქტიურობიდან გამომდინარე izrune.ge აჭარის მომხმარებლებს,
მხოლოდ იანვარში, პაკეტის გააქტიურებისთვის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
სასწავლო წლის დარჩენილი თვეების გააქტიურებისთვის საჭიროა 6 ლარის გადახდა
(6 თვე - 6 ლარი)- გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით
ან
- ბანკის ანგარიშზე გადმორიცხვით (დანიშნულებაში მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა და კლასი)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით izrune.ge-ს facebook გვერდზე:
https://www.facebook.com/izrune.ge/