izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
23 იანვარი, 2020
„izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი, პირდაპირი მნიშვნელობით, ზეიმია ჩემი პატარებისთვის“ - ლედი ელიაშვილი
თბილისის 71-ე საჯარო სკოლის II ა კლასში პატარა ბიბლიოთეკა და izrune.ge-ს კუთხე აქვთ მოწყობილი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამრიგებელი ლედი ელიაშვილი, თავის პატარებთან ერთად, განსაკუთრებით ზრუნავს მომავალზე. ახლახან სუპერკლასის წოდება მიიღეს; როგორც ქალბატონმა ლედიმ გაგვიმხილა, მას შემდეგ, ბავშვები უფრო მობილიზებულები, მეგობრულები გახდნენ, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, ამჟამად „იზრუნეს“ შემაჯამებელი ტესტისთვის ემზადებიან და ძალიან ახარებთ ის ფაქტი, რომ izrune.ge-ს დიპლომებს მხოლოდ სახელები და გვარები კი არა, უკვე მათი ფოტოებიც ამშვენებს:

- ქალბატონო ლედი, როგორ ჩართეთ თქვენი მოსწავლეები იზრუნეს პროექტში?

- შარშან, სასწავლო წელი როგორც კი დაიწყო და პირველ კლასის კარი შეაღეს ჩემმა ბავშვებმა,  ეგრევე ჩავერთეთ პროექტში; ბატონი გოჩას ინტერვიუებს ხშირად ვუსმენდი, პროექტი ძალიან მომწონდა და  მშობლებსაც ზედმიწევნით ავუხსენი, რით იყო კარგი მათი შვილების ჩართულობა.



- კონკრეტულად, თქვენთვის რითაა მნიშვნელოვანი izrune.ge?

- პირველ ყოვლისა, პროექტი ხელს უწყობს ბავშვისა და მშობლის საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურ ჩართვას , სადაც მასწავლებელიც და მშობელიც ყოველკვირეულად თვალს ადევნებს ბავშვის ცოდნის დონესა  და განვითარებას... ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი თანაბრად საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა არა მხოლოდ პედაგოგებისთვის არამედ მშობლებისთვის, ბავშვებისთვისაც და რაც მთავარია, izrune.ge-მ ბავშვები ერთ მუშტად შეკრა.  

- კლასის ერთსულოვნება რაში გამოიხატება, ქალბატონო ლედი?

- გარკვეული ნაბიჯები ერთად უნდა გადაგვედგა - უნდა გავმხდარიყავით მეგობრული კლასი, შემდეგ - სუპერ კლასი, მომავლის კლასი... ერთად დავისახეთ მიზანი და როდესაც მიზანი  არსებობს, მოგეხსენებათ, მისკენ სწრაფვა შედარებით მარტივია.  ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარა, გარკვეული გამოწვევები ერთად დაგვეძლია, დეკემბერში კი დაჯილდოებაზე გახლდით და სუპერ კლასის ტიტული მივიღეთ. უკვე  მესამედ ...  მეც კმაყოფილი ვარ, ბავშვებიც და მშობლებიც.



- შემაჯამებელი ტესტისთვის როგორ ემზადებიან თქვენ ბავშვები?

- ჩვენ მოუთმენლად ველით ყოველ ხუთშაბათს, ძალიან კარგია, რომ არსებობს „წიგნიერებისა თუ მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“... იმდენად მრავალფეროვანი კითხვებია - შემეცნებითი, სახალისო, მოსწავლის პიროვნული განვითარების მამოტივირებელი, რომ ხელს უწყობს ბავშვებს დამატებით ლიტერატურას გაეცნონ; როდესაც ზოგ კითხვას ვერ პასუხობენ, ერთად განიხილავენ, სად შეიძლება მოიძიონ სწორი პასუხები, დამატებით რა ლიტერატურა უნდა წაიკითხონ და რაც მთავარია, ბავშვები ცდილობენ, ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე გააუმჯობესონ საკუთარი შედეგები: მეტი იკითხონ, მეტი ინფორმაცია მოიძიონ, მეც ვეხმარები, მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები, ბავშვებს კი საკუთარი შედეგების გაუმჯობესება იმიტომ უნდათ, რომ კლასის შედეგიც გაუმჯობესდეს.

ხუთშაბათი ჩვენი კლასისთვის დიდი ჟრიამულის დღეა... დიდ დასვენებაზე ვცდილობ, იმ ბავშვებს დავეხმარო, ვისაც სახლში ინტერნეტთან წვდომა ნაკლებად აქვს, პატარებიც ერთმანეთს  გამოცდილებას უზიარებენ, გარკვეულ თემებსა თუ კითხვებს განიხილავენ.... ერთი სიტყვით,   მოლოდინით სავსე, სახალისო დღე გვაქვს ხუთშაბათი.

აღარაფერს ვამბობ შემაჯამებელ ტესტებზე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, ზეიმია ჩემი პატარებისთვის. ორშაბათს ტესტირებაზე საუბრობენ, გამოცდილებას უზიარებენ, პირადად ძალიან კმაყოფილი  ვარ, საინტერესო პროექტია და მადლობელი ვარ, რომ izrune.ge არსებობს.



- აღნიშნეთ, რომ izrune.ge-მ კლასი ერთ მუშტად შეკრა... 

- „მეგობრული კლასი“ ჩვენთვის მხოლოდ ტიტული არ ყოფილა. ბავშვებთან საუბარში ხშირად აღვნიშნავდი, რომ ჩვენ ვართ მეგობრული კლასი,  გარკვეული პრობლემები ერთად, მეგობრულად უნდა გადაგვეჭრა და ასეთმა მიდგომამ, დიდად შეუწყო ხელი მოსწვალეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას; მერე კი სუპერკლასი გავხდით და ეს ბავშვებისთვის უდიდესი მოტივაციაა. მეტი პასუხისმგებლობა იგრძნეს, მეტად შეკრულები გახდნენ, გაითავისეს, რომ კლასი ერთიანი, განუყოფელი ორგანიზმია და ეს უდიდესი მიღწევაა ჩვენთვის, რადგან მოგეხსენებათ, ადვილი არ არის, ასეთ პატარებს გუნდურობის პრონციპები გაუთავისო, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი izrune.ge-ს მიუძღვის.
მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები და მოგეხსენებათ, როდესაც თანამშრომლობა ხდება სკოლასა და მშობელს შორის, ეს ბავშვებზე, მათ სწავლა-განვითარებაზე, ურთიერთობებზე აისახება.



- ბევრი პედაგოგია თქვენი სკოლიდან ჩართული პროექტში? 

- 5 კლასია ჩვენი სკოლიდან ჩართული და ყოველ პედაგოგს ინდივიდუალური მიდგომა აქვს;  გულწრფელად გეტყვით - ჩვენ ერთმანეთის წარმატება გვახარებს. გვინდა, მშობლებს დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი მათი შვილების სასიკეთოდ კეთდება, დირექციაც გვიდგას გვერდით და მოხარულები ვართ, რომ izrune.ge-მ ბავშვები წიგნისკენ შემოაბრუნა -  წიგნის ჩუქების დღეს  ერთმანეთს წიგნები ვაჩუქეთ, თუმცა ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ეს წიგნები კლასშივე დარჩენილიყო და პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. შეძლებისდაგვარად ამ ბიბლიოთეკას ვამდიდრებთ, წიგნები კი ბავშვებს ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში, ზოგი დიდ დასვენებაზე კითხულობს და ტესტებისთვის ასე ემზადებიან; კლასშიც ვკითხულობთ, შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა ნაწარმოებს. მომწონს, ბავშვები რომ მიუბრუნდნენ წიგნს და ცდილობენ, იყვნენ წარმატებულები.
დარწმუნებული ვარ, შემაჯამებელი ტესტი წარმატებით ჩაივლის და ჩემი პატარები მაღალ შეფასებას დაიმსახურებენ, რადგან ნამდვილად მოტივირებულები არიან.


რას ამბობენ ჩვენზე