izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
25 იანვარი, 2020
„მნიშვნელოვანია, ყველამ გაითავისოს - izrune.ge ეროვნული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობების განვითრებას“
„izrune.ge ჩვენი მეგობარია“, - ასეთი წარწერა ამშვენებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ოთახს და როგორ დამრიგებელმა, ელისო ჯანელიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მოხარულია, რომ მისი სადამრიგებლო აქტიურადაა ჩართული პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის კარი ახლახან შეაღეს, ზედა სიმონეთის I ა კლასის ათივე მოსწავლე უკლებლივ მონაწილეობს ტესტირებაში და შემაჯამებელი ტესტირებისთვისაც დიდი გულმოდგინებით ემზადებიან. 

ყველაფერი კი წლების წინ დაწყებულა, როდესაც ქალბატონ ელისოს პირადად მიუღია ტესტების შედგენაში მონაწილეობა; 

- izrune.ge-ში ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ჩავერთე, როდესაც ზოგადად პროექტი იწყებოდა. თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ქეთევან შეყრილაძის ხელმძღვანელობით, აქტიურად იყო ჩართული და მეც იმ კომისიაში აღმოვჩნდი, რომელიც ტესტების შედგენაში მონაწილეობდა. ექვსი მასწავლებელი აგვარჩიეს კონკურსის მეშვეობით და ქალბატონი ქეთევანის ხელმძღვანელობით, ვადგენდით ტესტებს.

 მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „იზრუნე“ ჩვენი ნაწილი გახდა; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი პირველკლასელები ჩავრთე პროექტში. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა - პროექტი ძალიან რეიტინგული და პოპულარულია ჩვენ მუნიციპალიტეტში. მე კი, როგორც აქტიური მასწავლებელი, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები, რაც მათი განვითრებისთვისაა აუცილებელი, არაფერს გამოაკლდნენ.



- ტესტების შედგენა ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობა იყო თქვენთვის

- რა თქმა უნდა... ჩვენი რესრუსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან შეყრილაძე აქტიურად იყო ჩართული ჩვენ მუშაობაში და თვალს ადევნებდა თითოეულ ნიუანსს. მე, პირადად, როგორც მასწავლებელი ძალიან გავიზარდე და მოხარული ვარ, რომ ამ საერთოდ პროექტში მოვხვდი.

- გარდა იმისა, რომ განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ რა დადებითი შედეგების მომტანია izrune.ge მოსწავლეებისთვის?

- მოსწავლე და განსაკუთრებით მშობელი საქმის კურსშია, რას ითხოვს დღევანდელი განათლების სისტემა და ეს ვფიქირობ, სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია;

გარდა ამისა, izrune.ge-ს საშუალებით, მშობელი სწავლობს, როგორ დაეხმაროს შვილს და როგორ იზრუნოს მის განვითარებაზე. სწორედ ასეთი პროექტების დამსახურებით ლაგდება ურთიერთობები ბავშვებსა და მშობლებს შორის, ბავშვთან უფრო ახლოს მივდივართ, ადვილად ვხვდებით, როგორ დავეხმაროთ და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, მშობელი ხვდება, რა საგანში მოიკოჭლებს ბავშვი, რას უნდა დაუთმონ მეტი ყურადღება და რა მხრივ უნდა განვითარდეს მოსწავლე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, თავად დამერეგისტრირებინა izrune.ge-ზე მოსწავლეები. მანამდე კი მშობლებთან მქონდა შეხვედრა, დაწვრილებით ავუხსენი პროექტის მნიშვნელობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ინტერნეტთან წვდომის პრობლემაა, ეს საკითხი დაბრკოლებას ვერ გვიქმნის ჩართულობის მხრივ.  

- ქალბატონო ელისო, როგორც ვიცი, მთელი კლასია პროექტში ჩართული? 

- როდესაც მშობლებს ავუხსენი, რა სარგებლის მომტანი იქნებოდა პროექტი, დაინტერესდნენ და ათი მოსწავლიდან, ათივე მონაწილეობს ტესიტრებაში. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მოტივაცია აქვთ ჩემს პატარებს, ვცდილობთ, მუდმივად მოვიძიოთ ლიტერატურა, ტექსტები, რომლის ქართული თარგმანიც ვერ ვნახეთ, პირადად გადავუთარგმნე ბავშვებს და ასე ვემზადებით წიგნიერების დღისთვის. თუმცა მანამდე შემაჯამებელი ტესტის დღე გვაქვს და ბავშვებიც უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობენ. ერთად ვკითხულობთ კლასგარეშე ლიტერატურას, შემდეგ ხატავენ, მსჯელობენ... ბოლომდე იაზრებენ წაკითხულს და ვფიქრობ, ეს უდიდესი მიღწევაა.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ყველამ გაითავისოს - izrune.ge ეროვნული პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობების განვითრებას.



- შემაჯამებლი ტესტირება ახსენეთ, როგორ ემზადებით ამ დღისთვის? 

- მოგეხსენებათ, პირველკლასელებს 35-წუთიანი გაკვეთილები აქვთ... ჰოდა, სანამ ტრანსპორტი მოგვაკითხავს, ვცდილობთ, ეს დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ. ბავშვებს დამატებით ვამუშავებ, თუმცა, ბუნებრივია, ამას დოზირებულად ვაკეთებ, რათა არ გადაიღალონ.

წარმოიდგინეთ, როდესაც ვეტყვი ხოლმე - „იზრუნეს“ ტესტებისთვის ვიმუშაოთო, სიხარულით მთანხმდებიან, გულმოდგინედ ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას; როდესაც გარკვეულ კითხვაზე პასუხი არ იციან, მზა ინფორმაციას კი არ ვაწვდი, ისე განვიხილავთ საკითხს, ვცდილობ, სწორ პასუხამდე თავად მივიდნენ.

- და რა შედეგს ელით, ქალბატონო ელისო?

- მე, როგორც დამრიგებელი, ჩემი პატარების მუშაობის შედეგს ყოვედღიურად ვხედავ. ისინი ვითარდებიან, საკუთარ თავზე მუშაობენ და ერთადერთი მოლოდინი მაქვს - ამ კუთხით განვაგრძოთ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბავშვები სუპერკლასის ტიტულს დამსახურებულად მოიპოვებენ, მანამდე კი, ჩაფიქრებული მაქვს, დიპლომები დავუბეჭდო... ვიცი, ეს უდიდესი მოტივაცია იქნება მათთვის.


რას ამბობენ ჩვენზე