10 თებერვალი, 2020
გაიცანით, ქობულეთის გამორჩეული „მეგობრული კლასი“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლას მოსწავლეების განათლებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - ბატონი
ლადო ხოზრევანიძე ჰყავს. სკოლის დირექტორის, პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და მონდომებით II კლასმა izrune.ge-ზე თვის „მეგობრული კლასის“ ტიტული მოიპოვა.
„მეგობრულ კლასებს“ ტიტულის დამადასტურებელი სიგელი სკოლის დირექტორმა
ლადო ხოზრევანიძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა II კლასს და კლასის მზრუნველ დამრიგებელს - ნათია ხიმშიაშვილს.
დირექტორმა კლასის აქტიურ მოსწავლეებს მიულოცა და „მომავლის კლასის“ ტიტულის მოპოვება უსურვა.
შეგახსენებთ რომ:
„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;
„თვის სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია. „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.
„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.