izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
12 თებერვალი, 2020
თბილისის საჯარო სკოლა, სადაც ბევრი წიგნიერი მოსწავლე სწავლობს
თამარ დავითაშვილი 191-ე საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების მზრუნველი დამრიგებელია, რომელმაც სადამრიგებლო სექტემბრიდანვე ჩართო izrune.ge-ს პროექტში და ჯერ მეგობრული, შემდეგ კი სუპერ კლასის ტიტულიც ასე, ერთობლივი ძალისხმევით მოიპოვეს; ახლა იმედოვნებენ, რომ მომავლის კლასი გახდებიან, თან დამსახურებულად, მანამდე კი წიგნიერების დღისთვის ემზადებიან და კარგად აქვთ გააზრებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც მინიჭებული ტიტულები აკისრებს.

როდის და როგორ ჩაერთო 191-ე საჯარო სკოლის Vდ კლასი izrune.ge-ში, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, როგორ აპირებენ მზრუნველი პროექტის გვერდიგვერდ ცხოვრებისეულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, დამრიგებლის, თამარ დავითაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც კლასის სამომავლო გეგმებსა და იმაზეც საუბრობს, როგორ მიაღწიეს ამდენ წარმატებას ასეთ მცირე დროში.



- სასწავლო წელი რომ დაიწყო და მეხუთეკლასელები ავიყვანე, იმ დღიდან გადავწყვიტე პროექტში ჩართვა. ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი მოტივაცია და ენთუზიაზმი აქვთ ბავშვებს.

- თქვენთვის,როგორც პედაგოგისთვის, რას ნიშნავს izrune.ge და მოსწავლეების ჩართულობა?

- პროექტში მონაწილეობა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლე ჩართულია მშობელთან ერთად, დამრიგებელთან ერთად... სკოლა-ბავშვი-მშობელი - izrune.ge სწორედ ამ ერთიანობას უწყობს და ეს მოსწავლის მომავალზე მხოლოდ დადებითად აისახება.

გარდა ამისა, ჩემმა ბავშვებმა იციან, რომ მათი ყოველი წარმატება მხედველობის არედან არასოდეს გამომეპარება. საქმის კურსში ვარ, როგორ აქტიურობენ ტესტირებისას და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობენ. ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ, სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და მეც დარწმუნებული ვარ, უამრავ წარმატებას მიაღწევენ.

ბავშვები სიხარულით მიამბობენ, როგორ გაიარეს ტესტი, უნდათ, ყოველი დეტალი დაწვრილებით ვიცოდე და მეც ყოვლეთვიურ მონიტორინგს ვუტარებ მათ შედეგებს.



- თქვენ თუ ხართ კმაყოფილი მათი მიღწევებით, ქალბატონო თამარ?

- მთავარია izrune.ge-ში მონაწილეობა და ეს ჩემს მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული. რემონტის გამო აქამდე ვერ მოვახერხეთ, თუმცა ძალიან გვინდა, საკლასო ოთახში izrune.ge-ს კუთხე მოვაწყოთ, სადაც izrune.ge-ში მიღებულ დიპლომებს გამოვფენთ; გარდა ამისა, ბავშვებმა იციან, რომ წლის ბოლოს პირადად მოვუწყობ სიურპრიზს მას, ვისაც არც ერთი ტესტი არ ექნება გამოტოვებული.

- წიგნიერების დღე ახლოვდება. როგორ ემზადებიან ბავშვები 13 თებერვლისთვის?

- შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ თავიდან ჩემ მოსწავლეებს პროტესტის გრძნობა ჰქონდათ - ზოგიერთ კითხვას ვერ ვუპასუხეთ იმიტომ, რომ სკოლაში ეს არ გვისწავლიაო... მაგრამ ავუხსენი, რომ თუ უნდათ, იყვნენ საუკეთესოები, სკოლის პროგრამას უნდა გასცდნენ. ახლა კი აღფრთოვანებულები არიან, izrune.ge-ს ტესტირება სხვადასხვა საკითხის ცოდნას რომ მოითხოვს. რაც შეეხება წიგნიერების დღეს, როდესაც ცნობილი ხდება კლასების მიხედვით წასაკითხი ლიტერატურა, მაშინვე ვიძიებთ საჭირო წიგნებს, ბავშვები გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე და სიმართლე გითხრათ, ცოტა მწყინს, როდესაც ამბობენ - ახლანდელ ბავშვებს კითხვა არ უყვართო... ჩემებზე ეს მოსაზრება არ ვრცელდება.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი სადამრიგებლოა. ბავშვები გამუდმებით ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას, ელექტრონული ვერსიებიც აქვთ სხვადასხვა წიგნის... მათ კითხვა უყვართ, თუმცა ამას საკუთრ დამსახურებად არ მივიჩნევ - ისინი პირველივე კლასიდან ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას. დაწყებითების მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს - ბავშვები მიაჩვია წიგნის კითხვას და ახლა მე ვცდილობ, ეს სიყვარული არ ჩაუქრეთ... ქართული ენისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი პედაგოგი ჰყავთ და ისიც აქტიურადაა ჩართული, ბავშვებს წიგნისადმი არსებული სიყვარული შევუნარჩუნოთ.

ბავშვები გამუდმებით კითხულობენ და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან izrune.ge-ს ყოველ ტესტირებას; როდესაც რაიმეს წაკითხვას ვერ ასწრებენ, შინაარსს უყვებიან, ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ შეხვდებიან ტესტირებას მოუმზადებლები. ცდილობენ, რაც არ იციან, იმის შესახებ ერთმანეთისგან მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ... კლასის საათზე სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ, ვმსჯელობთ და ვგეგმავთ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას.

- „სუპერ კლასი“ გყავთ... რას ნიშნავს ეს სტატუსი ბავშვებისთვის, ქალბატონო თამარ? 

- ეს მათთვის უდიდესი მოტივაციაა. ეტაპები გავიარეთ, ჯერ „მეგობრული კლასი“ ვიყავით, შემდეგ „სუპერ კლასი“ და მათ იციან, რომ ახლა მომავლის კლასის ტიტულის მოპოვებისთვის უნდა იბრძოლონ. ბავშვებს ბოლომდე აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ამ სტატუსებმა დააკისრა და ამაყად იბრძვიან მეტი წარმატებისთვის. ისიც იციან, ერთად უფრო მეტს მიაღწევენ, გუნდურად მოქმედებენ და ამ სამართლიან ბრძოლაში მოპოვებული ყველა წარმატება უდიდეს სიხარულს ანიჭებს მათ.


რას ამბობენ ჩვენზე