izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
19 თებერვალი, 2020
izrune.ge-ს ერთგული გულშემატკივარი ზედა საზანოს საჯარო სკოლიდან
ანასტასია ქაშაკაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს და უკვე მეორე წელია izrune.ge-ს ტესტირებებში მონაწილეობს. მზრუნველ პროექტში ჩართვა კი პირველივე კლასიდან გადაწყვიტა და მას შემდეგ თითქმის არც ერთი ტესტირება არ გამოუტოვებია. აქვს ბევრი დიპლომი და როგორც თავად გვითხრა, ამით ძალიან ამაყობს. ანასტასიამ კარგად იცის, რომ მისი ყოველი წარმატება დედიკოსთვისაც, ოჯახისთვისაც და სკოლისთვისაც სასიხარულოა.

როგორც ანასტასიას დედიკომ, მარი ჭანტურიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გოგონამ პროექტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა და დღემდე ასე მოუთმენლად ელის ყოველ ხუთშაბათს, რათა ოჯახის წევრებსაც, მასწავლებელსაც და თანატოლებსაც კიდევ ერთხელ გაუზიაროს თავისი წარმატების სიხარული.

- ანასტასიამ izrune.ge-ში ჩართვა თავად გადაწყვიტა. ახლა მეორე კლასშია, მაგრამ ჯერ კიდევ პირველივე კლასიდან, როდესაც სკოლის კარი პირველად შეაღო, მოისურვა მზრუნველი პროექტის უშუალო მონაწილე ყოფილიყო... ძალიან აქტიური ბავშვია, კარგადაც სწავლობს. მართალია, თავიდან მე ვეხმარებოდი, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად მუშაობს.

- შემაჯამებელი ტესტირებისთვისაც დამოუკიდებლად ემზადება?



- ძალიან უყვარს კითხვა, მეცადინეობს, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ტესტირებას და უნდა, ყოველთვის კარგად იყოს მომზადებული. ანასტასიასთვის ყოველი ხუთშაბათი მნიშვნელოვანია, რადგან იცის, რომ  მისი წარმატება ჩემთვის საამაყოა. ზოგადად, პროექტი ძალიან მომწონს, ბავშვებს ცოდნის გამომჟღავნების საშუალებას, უფროსებს კი მათი მიღწევებით გახარების საშუალებას გვაძლევს.

„იზრუნეს ტესტები ძალიან მომწონს. თავიდან დედიკო მეხმარებოდა, ახლა კი მარტოც ვპასუხობ კითხვებს... იცით, მე ბევრი დიპლომი მაქვს, მაგრამ ზუსტად რამდენი, არ დამითვლია. ახლა შემაჯამებელი ტესტირებისთვის ვემზადები, ბევრს ვკითხულობ, თუმცა ყვეელაზე მეტად „კრუხი და წიწილები“ მომწონა თებერვლის „წიგნიერების დღიდან“.
თამაშიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - წრეში ბურთი. „იზრუნეში“ ჩემი მეგობრებიც მონაწილეობენ და სკოლაში ერთმანეთს ვუყვებით, რა კითხვები შეგვხვდა, როგორ ვუპასუხეთ.



ყველაზე მეტად რომელი საგანი მიყვარს? - მათემატიკა და ძალიან მინდა, ექიმი გამოვიდე... უი, არა, მასწავლებლობა მინდა, იმიტომ, რომ ჩემი მასწავლებელი ძალიან მიყვარს. მეც მინდა, ბავშვებს ქართული, მათემატიკა, ბუნება ვასწავლო“, - გაგვიმხილა ანასტასია ქაშაკაშვილმა, რომელსაც ალბათ ერთი სული ჰქონდა, მისთვის უჩვეულო - რესპონდენტის ამპლუას მალე გასცლოდა და საყვარელი თოჯინებით ეთამაშა.

მარი ჭანტურიძემ კი გაგვიმხილა, როდესაც მუშაობს, ცელქი ანასტასია ბებოსთან რჩება, რომელიც ათამამებს და მისი „თანამზრახველია“, თუმცა ბებია-შვილიშვილს არასოდეს ავიწყდება, რომ ხუთშაბათი განსაკუთრებული ზრუნვისა და ანასტასიას მორიგი წარმატების დღეა.


რას ამბობენ ჩვენზე