12 მარტი, 2020
როგორ ზრუნავს თიანეთის მერია მოსწავლეების განათლებაზე არდადეგების დროს
თიანეთის საჯარო სკოლები Izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართულნი და
დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელი,
ანანო ხარანაული მეორე წელია ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელის, რათა izrune.ge-ს ტესტირება გაიაროს, შემაჯამებელი ტესტირებისთვის მოემზადოს და წიგნიერების დღესაც წარმატებას მიაღწიოს. როგორც თავად ანანომ გვითხრა, ახლა, როდესაც არდადეგები გახანგრძლივდა და სახლში უწევს ყოფნა, izrune.ge-მ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა - სკოლაში რომ არ დავდივართ, ასე ყოფნა მომბეზრდა, izrune.ge-სთან ერთად კი დრო სწრაფად და საინტერესოდ გადისო.
„სახლში მოვიწყინე, ყოველ ხუთშაბათს ახლა განსაკუთრებით ველი, izrune.ge-ს ტესტირება რომ გავიარო და თვის ბოლო კვირას, შემაჯამებელ ტესტში დიპლომთან ერთად, შექება დავიმსახურო. მე და izrune.ge პირველივე კლასიდან ვმეგობრობთ. წერა-კითხვა თავიდანვე ვიცოდი და არც კითხვებზე პასუხის გაცემა გამჭირვებია. ვიცი, ბევრი უნდა ვიკითხო, ვიმეცადინო, რომ ბევრი, ბევრი დიპლომი მქონდეს. განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკა და ამ საგნის კითხვები რომ მხვდება მიხარია. იცით, მე ექიმი უნდა გამოვიდე - მინდა, ჩემნაირ პატარებს სიცხე გავუზომო, ვუმკურნალო და ისეთი წამლები დავალევინო, ავად აღარასოდეს გახდნენ. ახლა ნოდარ დუმბაძის „მე ბებია ილიკო და ილარიონს“ ვკითხულობ და სასაცილო მომენტებზე ჩუმად ვხითხითებ. Izrune.ge-ს ტესტებს კი დედიკოსთან ერთად ვავსებ... უფრო სწორად, მე მარტო ვავსებ, დედიკო კი ჩემ გვერდითაა და როდესაც შექებას ვიმსახურებ, ეს დედიკოსთან ერთად მიხარია“.
ანანოს დედიკომ,
მაია ცანკაშვილმა კი გაგვიმხილა, რომ თავისუფალ დროს ანანოს ხატვა უყვარს, ასევე ცეკვაზე დადის, თუმცა ყველაზე მეტად მაინც წიგნებს ემეგობრება და ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს izrune.ge - პროექტი რომელიც ბავშვების განვითარებაზე ნამდვილად ზრუნავს. ახლა კი, როდესაც
თიანეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თიანეთის მოსახლეობას პროექტში უსასყიდლოდ ჩართვის საშუალება მისცა, პატარა ანანო ხარანაული და ყველა ადგილობრივი მოსწავლე, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მათზე izrune.ge ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს.