„ვდგავარ იქ, სადაც ჩემი მოსწავლეები არიან“ - როგორ ემზადება ახალსოფლის საჯარო სკოლა შემაჯამებელი ტესტისთვის
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდა მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. დღეს კი ფაქტია - პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა; არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა ქართული საგანმანათლებლო სისტემაც, თუმცა დისტანციური სწავლება უცხო სულაც არ აღმოჩნდა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც izrune.ge-ს კარგა ხანია ემეგობრებიან.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გულშემატკივრობს ყველაზე მზრუნველ პროექტს და როგორც დირექტორმა, ტარიელ მიქელაძემ გვითხრა, ყოველთვის დგას იქ, „სადაც გოჩა ტყეშელაშვილია - იქ, სადაც ქართული სული და გულია“.
როგორ გაუმკლავდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების თავისებურებებს, რა დადებითი როლი შეასრულა izrune.ge-მ ამ საქმეში და როგორ ემზადებიან ადგილობრივი მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტისთვის? - ამ კითხვებზე პასუხებს სკოლის დირექტორის,
ტარიელ მიქელაძის ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- არსებულ ვითარებაზე ის შემიძლია გითხრათ, რომ მეც, ჩემ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ერთად გადაგვაქვს ყველაფერი. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, ხოლო ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ტელეფონის საშუალებით ვუკავშირდებით. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეულ ბავშვამდე მიიტანონ ზუსტი ინფორმაცია, რათა სწვლების პროცესი არ შეფერხდეს და მოსწავლეებმაც სათანადო განათლება მიიღონ.
- როგორც დირექტორი, მორალურად როგორ ამხნევებთ მოსწავლეებსა და კოლეგებს, ბატონო ტარიელ?- თითოეული ჩვენგანი უნდა დადგეს იქ, სადაც ჩვენი მოსწავლეები არიან და ერთად უნდა შევძლოთ, ისე გავუმკლავდეთ გამოწვევებს, ბავშვებზე არ აისახოს.
- სწავლის ხარისხს როგორ აკონტროლებთ?- მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან, მშობლების ჩართულობაც მაღალია...ჩემი შვილი მეათეკლასელია და პირადად ვაკონტროლებ, როგორ სწავლობს. როგორც დირექტორს და როგორც მშობელს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - მასწავლებლები ბოლომდე იხარჯებიან, რათა მოსწავლეებმა საჭირო განათლება მიიღონ... თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ნამდვილ ურთიერთობებს. ძალიან მომენატრა სკოლა, ეზო, კედლებიც კი. იქ ყველაფერი მოწესრიგებულია და ჩვენი სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. არსებულ სიტუაციაში კი, შეუძლებელია, არ აღვნიშნო izrune.ge-ს მნიშვნელოვანი წვლილი - სწორედ ამ პროექტის წყალობით, საქართველოს უამრავმა მოსწავლემ უკვე იცოდა ტექნიკასთან ურთიერთობა; ბავშვები გარკვეულწილად მზად აღმოჩნდნენ, დავალებები დისტანციურად, ონლაინ-შეესრულებინათ და ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია.
- ახლა როგორ ემზადებიან თქვენი სკოლის მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტისთვის? - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მოსწავლეების 80 პროცენტი ჩართულია პროექტში. მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად ემზადებიან და თავს არ ზოგავენ, რათა საუკეთესო შედეგები ჰქონდეთ. ძალიან მოტივირებულები არიან, ასეთივე ენთუზიაზმით ემზადებოდნენ
„წიგნიერების ხუთშაბათისთვის“ და ეს მასალები უკლებლივ მაქვს. ვფიქრობ, ასეთ პროექტებში მოსწავლეებისა და ზოგადად სკოლების ჩართულობა აუცილებელია, რადგან izrune.ge მოსწავლეებს უდიდეს სტიმულს აძლევს. Izrune.ge ზრუნავს მათზე, ჩვენ კი, უფროსები, ნათლად ვხედავთ, როგორ არიან ორიენტირებულები სწავლაზე, როგორია მათი ხედვა და თამამად შემიძლია გითხრათ - ჩემი მოსწავლეები, ჩემი შვილები ამ ყველაფერს ღირსეულად ართმევენ თავს. მე კი, ვდგავარ იქ სადაც დგას ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი და ჩვენი მომავალი თაობა, იქ სადაც ქართული სული და გულია.