„შექმნილმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა Izrune.ge-ს აუცილებლობა“ - ქუთაისის N10 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ხაბურძანია
ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში IIბ კლასელების დამრიგებელია და ახლა, როდესაც სასწავლო პროცესი ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს, დიდი გულისტკივილით საუბრობს იმაზე, როგორ ენატრება თავისი პატარები.
მაია ხაბურძანია ერთ-ერთი აქტიური პედაგოგი გახლავთ, რომელმაც შეძლო, შექმნილი სტრესული მდგომარეობა მოსწავლეებზე არ ასახულიყო. ყოველდღე ამხნევებს მათ, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ და ძალიან მალე ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, მანამდე კი დისტანციურად ასწავლის, დისტანციურად ეფერება, ჩვენ კი Izrune.ge-ს როლსა თუ შესაძლებლობებზე გვესაუბრება კარანტინისას.
გაიცანით და იამაყეთ ქუთაისის N10 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებით:
- ბანძელაძე ნია
- გაბუნია მათე
- კუხიანიძე ელისაბედი
- მანაგაძე ლუკა
- ნადირაძე მარიამი
- რობაქიძე ანასტასია
- ფორჩხიძე თათია
- ცენტერაძე სოფია
- ხიზანეიშვილი ბარბარე
- ხურცილავა საბა
- ჯოხაძე ანა
- ქამუცაძე ბარბარე
- ფხაკაძე ანა
- აბრამიშვილი დავითი
- სურმავა ბაჩო
- მანჯგალაძე ქეთევანი
- შექმნილმა მდგომარეობამ ნათლად დაგვანახა Izrune.ge-ს აუცილებლობა... ესაა პროექტი, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ჩემი მოსწავლეების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათს, რათა შეამოწმონ საკუთარი ცოდნა და სწორად უპასუხონ დასმულ კითხვებს. წარმოიდგინეთ, მშობლებსაც კი აფრთხილებენ, რომ არ დაეხმარონ... Izrune.ge ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლეებმა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. ტესტირების შემდეგ კი მიზიარებენ შთაბეჭდილებებს, ცდილობენ, მოიძიონ საკითხები, რომლებიც იმ მომენტში ვერ დაძლიეს და მეც მაქსიმალურად ვუდგავარ მხარში. სხვაგვარად წარმოუდგენელია.
ზოგადად, დისტანციური სწავლება გამოწვევა იყო, რომელსაც ფეხი კარგად ავუწყვეთ; გაჩნდა საჭიროება მოგვეძიებინა სხვადასხვა რესურსი და ამის აუცილებლობა განსაკუთრებით იგრძნობოდა დაწყებით კლასებში. ამიტომ ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას... მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ახალი სკოლის მოდელშია ჩართული და მიღებული გამოცდილებაც დამეხმარა ონლაინ-გაკვეთილების მართვაში. მშობლებიც მიდგანან მხარში - ეხმარებიან ბავშვებს, აკონტროლებენ, რომ დავალებები შეასრულონ...
- არ გაგიჭირდათ ასეთი პატარების ჩართვა დისტანციურ სწავლებაში?- პირველ რიგში, გეტყვით, რომ მათ დისტანციურად გარკვეული დავალებების შესრულების ერთგვარი გამოცდილება უკვე ჰქონდათ სწორედ izrune.ge-ს წყალობით... თუმცა ასე მასშტაბურად ონლაინ-სწავლება რა თქმა უნდა სიახლე იყო. უჭირდათ მოსწავლეებსაც და მეც. მეუბნებოდნენ - მასწავლებელო, სკოლა გვირჩევნიაო... მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის - მეორე კლასის პროგრამა უნდა დავძლიოთ და ვფიქრობ, შედეგსაც მივაღწიეთ.
- ელოდით ასეთ ჩართულობას?
- ნამდვილად არ ველოდი ბავშვების ასეთ მონდომებას და სიმართლე გითხრათ, ვერც ის წარმომედგინა, აქტიურად მეც თუ ჩავერთვებოდი.
- ალბათ, სკოლა და თქვენი პატარები ძალიან გენატრებათ?- რა თქმა უნდა, მენატრება ჩემი ბავშვები, გვენატრება ჩვენი საკლასო ოთახი.
- და როგორ უმკლავდებით ამ ნოსტალგიას, როგორ ამხნევებთ ბავშვებს?
- ვეუბნები, რომ არ უნდა დაყარონ ფარ-ხმალი, ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდება მსოფლიოც, ჩვენი ქვეყანაც და ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
მშობელთა კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, izrune.ge-ს დიდი ოჯახის წარმატებული წევრის -
ანა ჯოხაძის განსაკუთრებულად მზრუნველმა დედამ -
ხათუნა ტაბეშაძემ კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა - რომ სწორედ მაია მასწავლებლის ძალისხმევით დაძლიეს ბავშვებმა მეორე კლასის პროგრამა, ხოლო izrune.ge მოსწავლეებსაც და მშობლებსაც ძალიან დაეხმარა სახლში დარჩენის სევდა არ მიკარებოდათ:
„მაია ხაბურძანია ის ადამიანია, რომელმაც ჩვენი შვილებისთვის ყველაფერი გააკეთა ამ რთულ პერიოდში და ბავშვებს მისცა საფუძვლიანი ცოდნა. ვესწრებით ონლაინ-გაკვეთილებს, აქტიურად ვართ ჩართულები ყველა პლატფორმაში და განსაკუთრებით ეს ეხება Izrune.ge-ს, რომელიც მუდამ ჩვენი ბავშვების ინტერესებზეა მორგებული. izrune.ge წინა პლანზე წამოვიდა და ეს ძალიან მახარებს - სხვა ბავშვები თანატოლების შედეგებს რომ ნახულობენ, სურვილი უჩნდებათ, პროექტში ჩაერთონ. ბავშვებს უყვართ izrune.ge და ემოიციებს ვერ მალავენ, როდესაც ტესტის გავლის შემდეგ კარგი შედეგი აქვთ. უხარიათ, ემოციებს გვიზიარებენ, მასწავლებელთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და რაც მთავარია, იციან, რომ izrune.ge მათ წარმატებაზე ზრუნავს. სწორედ მაია ხაბურძანიას დამსახურებაა, ბავშვებს სკოლა და izrune.ge რომ უყვართ. ამ ყველაფერში კი მშობლების როლიც მნიშვნელოვანია - მათი მონდომება რომ არა, მხოლოდ პედაგოგი ვერაფერს გახდებოდა“.