izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
03 ივნისი, 2020
აჭარის შეჯამება (ნაწილი 2) - ლიდერი სკოლები და სკოლის დირექტორები
აჭარის შეჯამება - ნაწილი 1

მაშინ, როდესაც izrune.ge შეიქმნა, ვერავინ იფიქრებდა, რომ სწორედ ამ პროექტით ჩაეყრებოდა მტკიცე საფუძველი  ფორსმაჟორულ ვითარებაში სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობას. თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ჯერ კიდევ საფუძველშივე, ნათლად დაინახა პროექტის საჭიროება და როლი მომავალი განათლებული თაობების აღზრდის საქმეში;  სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ აჭარის მკვიდრ ყველა მოსწავლეს სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) izrune.ge-ში უსასყიდლოდ მონაწილეობის საშუალება მიეცა. დისტანციური სწავლება მთავრობისთვის პრიორიტეტული რომ არის, ეს არაერთხელ დამტკიცდა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ნათლად დაგვანახა, რომ როგორც აჭარის მთავრობა, ისე ცენტრალური ხელისუფლების დამეგობრება მზრუნველ პროექტთან აბსოლუტურად სწორი და მომავალი თაობების განათლებაზე ორიენტირებული ნაბიჯი იყო. 

აჭარელი ბავშვები ერთგვარად მომზადებულები შეხვდნენ ონლაინ-სწავლებას, მანამდე კი პროექტში ჩართულობით არაერთ წარმატებას მიაღწიეს. სწორედ აჭარის ხელისუფლებისა და izrune.ge-ს ერთობლივი ძალისხმევითა და დამსახურებით,  ადგილობრივი სკოლები მეტად გააქტიურდნენ და მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მეტი ინტერესი გაუჩნდათ... დღეს კი, როდესაც პანდემიის გამო, სკოლები სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდნენ,  დირექტორები სწორედ izrune.ge-ს მნიშვნელოვან როლზე ალაპარაკდნენ ონლაინ-სწავლებისას. სასწავლო წელი იწურება და ჩვენც აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსთან განხორციელებული სამთვიანი პროექტის ერთგვარი ანგარიში გვინდა შემოგთავაზოთ: როგორი იყო სკოლებისთვის izrune.ge-სთან თანამშრომლობა, რა დადებითი ასპექტები გამოიკვეთა პროექტში ჩართულობით და რა წვლილი მიუძღვის პლატფორმას მოსწავლეთა განვითარების კუთხით, ასევე გთავაზობთ ხელვაჩაურის, ხულოს და შუახევის ლიდერი სკოლების რეიტინგს. 

შეჯამებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აქტიური და გამორჩეული საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს მივმართეთ, რომლებიც izrune.ge-სთან თანამშრომლობის დეტალებზეც საუბრობენ და იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, როგორ ზრუნავს მზრუნველი პროექტი მომავალ თაობაზე. თუმცა აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ izrune.ge ასეთ მასშტაბს ვერ მიაღწევდა, რომ არა აჭარის ხელისუფლების თანადგომა და ზრუნვა იმაზე, ერთად აღვზარდოთ ჭეშმარიტად განათლებული თაობები!



გოჩა ზურაბაშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის, დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პროექტში ჩართვა პირველ რიგში, მოსწავლეთა ინეტრესებიდან, მათი სურვილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. თავადაც ძალიან მოსწონთ, მე კი იმის თქმა შემიძლია, რომ izrune.ge უღრმავებს ცოდნას, უმაღლებს მოტივაციას… უნდა ნახოთ, როგორ ელიან ტესტირების დღეს და ახლაც როგორ ემზადებიან მომავალი აქტივობებისთვის. თავდაუზოგავად მეცადინეობენ, რათა საუკეთესო შედეგებზე გავიდნენ და ასეც ხდება; მე კი, როგორც სკოლის დირექტორი, ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, რაც მასწავლებლების ძალისხმევის გარეშე რთული იქნებოდა. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, მოსწავლეებიც წავახალისო და დამრიგებლებიც.

ლევან გოგიტიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის, გოგინაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მიხარია, რომ ჩვენი სკოლა Izrune.ge-ში აქტიურადაა ჩართული, რადგან ეს პროექტი სრულადაა მიმართული მოზარდების დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ. შეუძლებელია, არ აღვნიშნო ისიც, რომ აჭარის განათლების სამინისტრომ უზრუნველყო - ჩვენი ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ამან მეტად გაზარდა დაინტერესება. საკმაოდ საინტერესო იყო ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარე სასწავლო წელს და მას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი.



სერგო ხოზრევანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- izrune.ge-ს საშუალებით, მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარების, ინფორმაციის მიღებისა და საკუთარი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობა აქვთ. უვითარდებათ ყველა უნარი, რაც მოზარდს უნდა გააჩნდეს და ამ მხრივ პროექტით ძალიან კმაყოფილი ვარ. წარმოიდგინეთ, ახლაც, როდესაც ონლაინ-სწავლებაზე გადავედით, მუდმივად მიზიარებენ შთაბეჭდილებებს, ახარებთ საკუთარი მიღწევები... ემზადებიან შემაჯამებელი ტესტირებისთვის და მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც სწავლა, ცოდნის მიღება უნდა, ყველა კმაყოფილია - აანალიზებენ, დასკვნები გამოაქვთ, ეჩვევიან დამოუკიდებლად აზროვნებას და ეს მისასალმებელია.

ტარიელ მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge-ში ჩართულობა სტიმულია მოსწავლისთვის, მშობლისთვის, მასწავლებლისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ ტესტირებას, წინასწარ ემზადებიან, ცდილობენ ამომწურავი ინფორმაცია მოიძიონ, რათა ყველა შესაძლო კითხვას ზედმიწევნით კარგად უპასუხონ. ახლა, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე ვართ გადასულები, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვებისთვის აქ ახალი არაფერი იყო, რადგან  საფუძველი izrune.ge-ს უკვე მომზადებული ჰქონდა. ამიტომაც მარტივად გავუმკლავდით შექმნილ ვითარებას, მშობლებიც, მოსწავლეებიც, პედაგოგებიც ერთ გუნდად შეიკრნენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

ლევან სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

- პროექტში კარგა ხანია ჩართულია ჩვენი სკოლა და izrune.ge-სთან თანამშრომლობას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი. ვისურვებდი, მაღალი კლასები უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ, რადგან izrune.ge მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. იშვიათად, ბავშვებმა ტესტირება არ გაიარონ, ისიც მხოლოდ ტექნიკური ხარვეზების გამო, თორემ პროექტში მონაწილეობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მეც ვამაყობ მათი შედეგებით. 



რამაზ ლომიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პირველ რიგში გეტყვით, თუ რამ განაპირობა ჩვენი ჩართვა ამ პროექტში - izrune.ge ჭეშმარტად ქართული პროექტია! წამახალისებელია, მოსწავლეებში ქმნის მოტივაციას და აძლევს უდიდეს სტიმულს. წარმოიდგინეთ, როდესაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ izrune.ge-ში ჩართვაზე დიდხანს არც გვიფიქრია - გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ბავშვები მუდმივად იღებენ ენციკლოპედიურ ცოდნას, სწავლობენ, იძიებენ ინფორმაციას, ერთმანეთს ცოდნასა და განათლებაში „ეჯიბრებიან“ და რაც მთავარია, დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი გაუჩნდათ... izrune.ge-ს შესახებ ბევრი დადებითი ასპექტის ჩამოთვლა შემიძლია და მერწმუნეთ, სრულიად გულწრფელი ვარ. პროექტის დადებითი გავლენა სკოლებზე თვალსაჩინოა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სწორედ izrune.ge-ს დამსახურებით მშობელი დაუახლოვდა სკოლას. მარტივად რომ ვთქვათ, კმაყოფილია მშობელიც, მოსწავლეც, პედაგოგიც და რა თქმა უნდა, სკოლაც.

ბადრი გელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექტორი:

- შეიძლება გადაჭრით ვთქვა, რომ პროექტის დაარსების დღიდან ვართ ჩართულები izrune.ge-ში, რომელიც არაფორმალური განათლების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად იქცა და რომელიც ხელმისაწვდომია სოფლის ბავშვებისთვის. მშობლები ხედავენ ბავშვების მეტ-ნაკლებად ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოსწავლეებიც მუდმივად ცდილობენ, ინფორმაცია მოიძიონ და ეს ყველაფერი საგაკვეთილო პროცესზეც კი აისახა დადებითად - ბავშვები ბევრად აქტიურები გახდნენ.

მანანა შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, დაბა ხულოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

 - როგორც კი პროექტს გავეცანით, მაშინვე ჩაერთო ჩვენი სკოლა და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ - ესაა ჭეშმარიტად საგანმანათლებლო პროექტი. მას შემდეგ ყოველი ხუთშაბათი ჩვენი მოსწავლეებისთვის საპასუხისმგებლოა, ყოველი შემაჯამებელი ტესტირება უკეთეს შედეგებზე გასვლის, საკუთარი შეცდომების აღმოფხვრის საშუალებაა და რაც მთავარია, მოსწავლეები წიგნს დაუბრუნდნენ. მუდმივად იძიებენ ინფორმაციას, იგებენ საინტერესო ფაქტებს, სწავლობენ, იმეორებენ შეძენილ ცოდნას და რაც მთავარია იციან - ტესტის გავლისას მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეეძლებათ.


რას ამბობენ ჩვენზე