„უამრავი მადლობა მოვისმინე მშობლებისგან izrune.ge-სა და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ - ესაა ორგანიზებული პროექტი“
„Izrune.ge მომავლის პროექტია“, - ასე აფასებენ მზრუნველ პროექტთან მეგობრობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, თუმცა ფაქტია - რომ არა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედითი ნაბიჯები მომავალი თაობების ეფექტური განათლებისთვის, პროექტში ჩართულობის ასეთი მასობრივი მაჩვენებელი ალბათ არ იქნებოდა.
საქმე ის გახლავთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, izrune.ge ადგილობრივი მოსწავლეებისთვის ოთხი თვის განმავლობაში უფასოდ იყო ხელმისაწავდომი და ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლებისთვის განათლება მართლაც პრიორიტეტია.
ამჯერად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, მიხეილ დალაქიშვილისა და ადგილობრივი საჯარო სკოლების დირექტორების პოზიციას შემოგთავაზებთ, რომლებიც izrune.ge-ს უკონკურენტობაზე, საჭიროებაზე ღიად საუბრობენ და ხაზგასმით აღნიშნავენ ხელისუფლების დამსახურებასაც განათლებული მომავალი თაობების აღზრდაში, რაც არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართვის ხელშეწყობით, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მიხეილ დალაქიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:- განათლება ჩვენთვის პრიორიტეტია და ეს არაერთხელ დადასტურდა. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, izrune.ge მოსწავლეებისთვის უფასოდ ყოფილიყო ხელმისწავდომი, მაშინ პანდემია არც იყო. საგანგებო მდგომარეობისას კი izrune.ge-მ თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რათა ბავშვებს საფუძვლიანი განათლება მიეღოთ დისტანციურ სწავლებასთან ერთად.
მომავალშიც ვაპირებთ, განვაგრძოთ ჩვენი მოსწავლეების ხელშეწყობა, რათა izrune.ge-ს დახმარებით, მათ გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ ყველა საჭირო უნარი, რომელიც მათი განვითარებისთვისაა აუცილებელი.
იამზე ლობჟანიძე, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:- „ეტალონთან“ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მადლობის მეტი, არაფრის თქმა შემიძლია ავტორების მიმართ. რაც შეეხება კონკრეტულად izrune.ge-ს, ინტელექტუალური პროექტია, რომელიც ბავშვებს უკეთ სწავლის მოტივაციასაც უჩენს და საფუძვლიან ცოდნასაც აძლევს. ამიტომ, მოსწავლეები დაინტერესებულები არიან, განვითარდნენ, მიიღონ სხვადასხვა ინფორმაცია და ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს, მას შემდეგ, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით; სხვათა შორის, საგრძნობლად გაიზარდა მოსწავლეების ჩართულობაც და ეს, როგორც სკოლის დირექტორს, ძალიან მახარებს.
აქვე შეუძლებელია, არ გამოვხატო მადლიერება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, სამხარეო ადმინისტრაციის მიმართ, რადგან მიიღეს გადაწყვეტილება, მოსწავლეებისთვის პროექტი უფასოდ ყოფილიყო ხელმისაწვდომი და სწორედ იმ დროს, როდესაც ბავშვები მოწყვეტილები იყვნენ სკოლას, გარეთაც ვერ გადიოდნენ საგანგებო მდგომარეობის გამო, izrune.ge-მ მათ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. განსაკუთრებით ახარებთ დიპლომები, რომლებიც უკეთესი შედეგებისკენ უბიძგებს და izrune.ge-ს მხრიდანაც მყისიერად ხდება ცოდნის შეფასება, რაც ასევე დადებითად მოქმედებს პროექტში ჩართულობაზე.
უამრავი მადლობა მოვისმინე მშობლებისგან izrune.ge-სა და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ - ესაა ორგანიზებული პროექტი და ამის შესახებ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს აუცილებლად მოვახსენებთ, როგორც კი პირადად შეხვედრის საშუალება მოგვეცემა. მინდა მადლობა ვუთხრა izrune.ge-ს მთელ კოლექტივს და ეს მხოლოდ თანამშრომლობა კი არა, მეგობრობაა.
მინდია ცხვედიანი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:- izrune.ge მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა განვითარებაში, ეხმარება მათ საჭირო უნარების გამომუშავებაში და ამიტომაც დიდია ინტერესი; თუმცა ისიც ფაქტია - მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო დაფინანსება, ინტერესიც და მოტივაციაც გაიზარდა. მართალია, დიდ თანხაზე არც იყო საუბარი, მაგრამ გუბერნიისა და მერიის გადაწყვეტილება ადგილობრივი ოჯახებისთვის შეღავათი აღმოჩნდა. მთავარია ისაა, რომ ორგანიზებულად მოხდა ბავშვების დარეგისტრირება და ამან ხელი შეუწყო ონლაინ-სწავლების პარალელურად, izrune.ge-ში მოსწავლეების აქტიურობას. გარდა ამისა, მშობლებიც ჩართულები არიან, აქვთ საშუალება უკეთ დაინახონ ბავშვების შესაძლებლობები და ძალიან კმაყოფილი ვარ; თქვენ მომავლის პროექტებს აკეთებთ, როგორიც izrune.ge აღმოჩნდა შექმნილ ვითარებაში და იმედია, ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდება.
კობა ჭელიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბუგეულის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: - ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩამობრძანებული იყო რაიონში და izrune.ge გაგვაცნო; დაინტერესება მაშინვე გაჩნდა და ბავშვებიც აღფრთოვანებულები იყვნენ საკუთარი შედეგებით. გაასმაგებული პასუხისმგებლობით მუშაობდნენ ტესტებზე და ასე გრძელდება დღემდე. პანდემიის დროს, კი izrune.ge ერთ-ერთი კარგი საშუალება იყო, დისტანციურ სწავლებასთან ერთად, მაქსიმალურად ჩართულები ყოფილიყვნენ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში და მიეღოთ საფუძვლიანი ცოდნა. ბუნებრივია, ამან დადებითი შედეგი გამოიღო და ამიტომ, მადლობას ვუხდი როგორც პროექტის ავტორებს, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოგვცეს საშუალება, ჩვენი მოსწავლეები izrune.ge-ში უფასოდ ჩართულიყვნენ.
მაკა ვაწაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორი: - izrune.ge-ში ბავშვების ჩართულობა წიგნთან დაახლოებაა - აქვთ ინტერესი და რა თქმა უნდა, მოტივაცია, ბევრი იკითხონ, მეტი ინფორმაცია, საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ, რათა სწორად გაიარონ ტესტები და დიპლომებიც დაიმსახურონ. განსაკუთრებით დაგვეხმარა izrune.ge საგანგებო მდგომარეობისას – როდესაც ბავშვები სახლებში იყვნენ ჩაკეტილები, მათ ჰქონდათ საშუალება, ონლაინ-სწავლებასთან ერთად, მიეღოთ დამატებითი ცოდნა და აქტიურები ყოფილიყვნენ...
ასეთი დაინტერესება იმითაცაა განპირობებული, რომ ჩვენ სკოლას ჰყავს გამარჯვებული „ეტალონი მოსწავლე“, თუმცა აქვე, დასაფასებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის დამოკიდებულება განათლების მიმართ. სწორედ მათ, ადგილობრივ მოსწავლეებს izrune.ge-ში უფასოდ ჩართვის საშუალება მისცეს და ამან ბევრი რამ უფრო გააიოლა - ჩვენ სკოლაში ინტერესი კი არ გაორმაგდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაათმაგდა. მართალია, თანხა მიზერული გახლდათ, მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მაინც განმსაზღვრელი იყო და მერიის ამ გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ ბავშვები უპირობოდ ჩაერთნენ, მეტი მოტივაცია გაუჩნდათ. არც თანხაზე ზრუნავდნენ, არც რეგისტრაციის ნიუანსებზე და მშობლებიც სრულად გადაერთნენ ბავშვების განათლებაზე. Izrune.ge წიგნიერების ამაღლებას უკავშირდება ჩვენთვის.