„izrune.ge-ს ხელმძღვანელობამ, თითოეულმა თანამშრომელმა ყველაფერი გააკეთეს, ჩვენ ბავშვებზე სტრესული გარემო არ ასახულიყო“
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ მოსწავლეებს izrune.ge-ს პროექტში ოთხი თვის განავლობაში უფასოდ ჩართვის საშუალება მიეცათ.
ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას მხარი ადგილობრივმა მუნციპალიტეტებმაც დაუჭირეს და საბოლოოდ, izrune.ge-მ ხელისუფლების თანადგომით, უამრავი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, დაამტკიცა, რომ მომავალი თაობების განათლებაზე მზრუნველი პროექტია.
„რეგიონული და ადგილობრივი ხელიუსფლებების ინტერესი, საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობისთვის, დიდია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სამხარეო ადმინისტრაციასა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს შორის, მათივე ინიციტივით, გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსწავლეებს, უსასყიდლოდ ჩაერთონ პროექტში და მიიღონ ხარისხიანი განათლება“, - ასე აფასებენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში izrune.ge-სთან თანამშრომლობას; ჩვენ კი ყურადღებას ამჯერად ლენტეხზე შევაჩერებთ და ადგილობრივი სკოლების წლის შემაჯამებელ კომენტარებსაც შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე, ლენტეხის მერის მოადაგილეს,
ქალბატონ მედიკო ხვისტანს ვესაუბრეთ:„ფაქტია - განათლება პრიორტიეტულია და ზოგადად, ხელისუფლების პოლიტიკაა ასეთი. ასეთ დროს, კი წარმოუდგენელია, არ აღვნიშნო „ეტალონის“, კონკრეტულად კი izrune.ge-ს დამსახურება - ბავშვები საფუძვლიან განათლებას იღებენ; მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსწავლეებისთვის პროექტი უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი, დაინტერესება გაიზარდა, რადგან ეს ნაბიჯი, მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის შვება იყო. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსწავლეებს უფასოდ ჰქონოდათ ჩართვის შესაძლებლობა, რათა მაქსიმალური შედეგებისთვის მიგვეღწია და ამ საქმეში მერის კეთილი ნება, სამხარეო ადმინისტრაციის მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკა ბევრისმომცემია. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში წითელ ზონად ვიქეცით, მაგრამ izrune.ge-ს ხელმძღვანელობამ, თითოეულმა თანამშრომელმა ყველაფერი გააკეთეს, ჩვენ ბავშვებზე სტრესული გარემო არ ასახულიყო. მადლობელი ვარ პროექტის ავტორების, თანამშრომლების, რომ ასეთ პროდუქტს სთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუწყობთ და ერთად ვზრუნავთ მომავალი თაობების განათლებაზე. ბავშვების განწყობაც ვიცი - ენთუზიაზმით არიან ჩართულები პროექტში, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის სინათლის სხივივითაა; იმედია, ჩვენი თანამშრომლობა, დიდხანს გაგრძელდება.
ნატო ჯანხოთელი, ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ზოგადად, არაფორმალურ განათლებას ბევრი დადებითი აქვს, კონკრეტულად izrune.ge კი უდავოდ დროული და საჭირო პროექტია, რაც არაერთხელ დადასტურდა. ამჯერად მხოლოდ მოსწავლეებზე არ ვსაუბრობ - პედაგოგებსაც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ეს ძალიან კარგია. ბავშვებში ხდება მიღებული ცოდნის შეფასება, ნასწავლი მასალის გამეორება და ამიტომ, მიმაჩნია, ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროექტში.
ისიც ფაქტია, რაც izrune.ge ადგილობრივი მოსწავლეებისთვის უფასო გახდა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, დაინტერესება უფრო გაიზარდა; მართალია, თანხა მიზერული იყო, მაგრამ მაინც ახლდა დაბრკოლებები, ამ ნაბიჯმა კი ჩართულობაც გაზარდა და სხვათა შორის, სწავლის ხარისხზეც დადებითად აისახა. დისტანციური სწავლებისას კი, izrune.ge იყო ძალიან კარგი საშუალება, მოსწავლეთა ცოდნა შეგვეფასებინა.
ხათუნა ტვილდიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორი: - დიდი სიხარულით ვართ ჩართულები პროექტში, მასწავლებლებიც ძალიან აქტიურები არიან, მოსწავლეებიც, მშობლებიც... არც დისტანციური სწავლებისას მოგვიდუნებია ყურადღება - მუდმივად ვაფრთხილებდით, რომ ტესტი გავლა არ დავიწყებოდათ და თავად მოსწავლეებიც მუდმივად ელოდნენ სიახლეებს. მოსწონთ დიპლომები, რომლებსაც izrune.ge აძლევს და ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით, ჩვენი თანამშრომლობა თუ გაგრძელდება. ესაა მრავალფეროვანი პროექტი და დისტანციურმა სწავლებამ მისი საჭიროება კიდევ ერთხელ დაგვანახა - ის ელექტრონული რესურსები, რომლებიც მანამდე თითქოს არ გვჭირდებოდა, ახლა აქტუალური გახდა; მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციას, ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოგვცეს საშუალება, ჩვენი მოსწავლეები პროექტში უფასოდ ჩართულიყვნენ. ასე პროექტი ბევრად მასშტაბური გახდა და ჩვენი სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლე ჩაერთო.
ნონა გაზდელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი:- ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ წლებია თანამშრომლობს და ამიტომ, ბევრი არც გვიფიქრია, ისე ჩავერთეთ izrune.ge-ში. ესაა პროექტი, რომელიც საფუძვლიან ცოდნას აძლევს ბავშვებს, სწავლის მოტივაციას უჩენს და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა დისტანციური სწავლებისას, როცა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეების განვითარებაში, სწავლის ხარისხის ამაღლებაში. მუდმივად ვატარებდი გამოკითხვას, იყვნენ თუ არა ჩართულები პროექტში, გადიოდნენ თუ არა ტესტებს, მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში, დამრიგებლები ერთი წუთით არ ადუნებდნენ ყურადღებას და ამისთვის მადლობელი ვარ. აქვე, შეუძლებელია არ აღვნიშნო მუნიციპალიტეტის როლი განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში - გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსწავლეები izrune.ge-ში უფასოდ ყოფილიყვნენ ჩართულები, მართლაც დროული და საჭირო იყო, ასე მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას მივაღწიეთ და შევძელით, საფუძვლიანი განათლება მიგვეცა. უამრავი მადლობა მოვისმინე მშობლებისგან პროექტის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და მადლიერება მინდა გამოვხატო, რადგან ყველაფერთან ერთად, გვაქვს საშუალება სკოლის ყოველი მიღწევა გახდეს საჯარო.