01 ნოემბერი, 2017
ბავშვის დასჯის აკრძალული მეთოდები, რომლებიც დღესაც არსებობს
ფსიქოლგები მიიჩნევენ, რომ ბავშვის დასჯის მეთოდებს შორის მშობლები ხშირად ყველაზე სასტიკ მეთოდებს მიმართავენ. შედეგად კი იღებენ უარესად დაუმორჩილებელ და დეპრესიულ ბავშვს.
მეთოდები, რომლის გამოყენებასაც ფსიქოლოგები კატეგორიულად კრძალავენ:
ფიზიკური დასჯა
როგორც წესი ფიზიკური დასჯის შედეგი ადამიანის ცხოვრებაში თავს იჩენს წლების შემდეგ. ბავშვი სკოლაში ცუდად სწავლობს, აქვს დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილია დეპრესიისკენ. არადა ეს ყველაფერი მშობლების მიერ წარსულში დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომის ბრალია. ბავშვები, რომლებსაც ამ მეთოდით სჯიან, ხშირად იტყუებიან.
ყვირილი
დედა, რომელიც ბავშვს უყვირის, უდავოდ სასაცილოდ გამოიყურება. როცა მშობელი ხმას უწევს, ის ამით აჩვენებს, რომ სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და უსუსური ხდება. სჯობს მშვიდი ტონით საუბარი განაგრძოთ და წყნარად აუხსნათ ბავშვს, რაში მდგომარეობს მისი დანაშაული.
დასჯა ცალკე ოთახში ჩაკეტვით
ეს მეთოდი უდავოდ სასტიკია. ჯერ ერთი რომ ბავშვებს სიბნელისა და მარტოობის ეშინიათ. ამავე დროს ბავშვი თავს დაუცველად და გარიყულად გრძნობს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა სუიციდური განწყობის გაღვივებას შეუწყოს ხელი. სჯობს ბავშვი უბრალოდ დატოვოთ მარტო, განათებულ ოთახში და მისცეთ საშუალება, დაფიქრდეს თავის შეცდომებზე.
მუქარა
ესაა ზარმაცი მშობლების საყვარელი მეთოდი. ამ დროს კი ბავშვი ვერ ხვდება, რატომ ექცევიან უახლოესი ადამიანები ასე. თქვენს პატარას უნდა აუხსნათ, რომ ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა გარკვეული წესების შესრულება უნდა ისწავლონ.
სხვა ადამიანებთან შედარება
ესაა დასჯის კიდევ ერთი მტკივნეული მეთოდი. მშობლები მიიჩნევენ, რომ სხვასთან შედარება ბავშვის მოტივაციას უწყობს ხელს. არადა ეფექტი საწინააღმდეგოა. შედარება იმდენად ვნებს ბავშვის ფსიქიკას, რომ მას მოტივაციას უკლავს.