2019-2020 სასწავლო წელი
უკვე მესამე წელია Izrune.ge საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ეხმარება შვილის აღზრდა-განათლების პროცესში.
მესამე წელია ვაერთიანებთ ისეთ მნიშვნელოვან სამკუთხედს, როგორიც არის ოჯახი, ბავშვი და სკოლა. კლასებში ვნერგავთ ერთიანობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს.
28 ივნისს izrune.ge-მ შემაჯამებელი ტესტით წარმატებით დაასრულა 2019-2020 სასწავლო წელი.
გამოვლინდნენ 2019-2020 სასწავლო წლის
„მომავლის კლასები“,
„სუპერ კლასები“ და
„მეგობრული კლასები“.
Izrune.ge-ზე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ კი 123.000-ს გადააჭარბა.
Izrune.ge და COVID-19
კორონავირუსის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა სიტუაციამ izrune.ge-ს გუნდს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, რადგან ვემსახურებით მომავალი თაობის განათლებით დაინტერესებასა და მოტივაციას.
ამ პერიოდში ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა მოსწავლეების ონლაინ სწავლების მიმართ მოტივაციის და ამ პროცესში ოჯახის ჩართულობის გაზრდა.
izrune.ge-ს გუნდმა შევძელით და არსებულ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხეთ - თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მარტიდან მოსწავლეებს შევთავაზეთ სპეციალური კითხვები პირადი ჰიგიენის შესახებ. ტესტის მიზანი იყო მოსწავლე-ახალგაზრდებში პირადი ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ვირუსების და ბაქტერიების გავრცელების პრევენციის მიზნით. აქტივობას ძალიან დიდი გამოხმარება და დადებითი შეფასებები მოჰყვა საგანმანათლებლო (და არა მხოლოდ) სფეროდან.
გამოწვევებთან გამკლავებაში დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ izrune.ge-ს მხარში უდგას ისეთი მძლავრი პროექტი, როგორიცაა 15-წლიანი გამოცდილების მქონე „ეტალონი“ -
პროექტი, რომელიც არაერთხელ დამდგარა გამოწვევების, განსაცდელის და პრობლემების გადაწყვეტის წინაშე. ამ რთულ პერიოდში ყველაფერთან გამკლავება სწორედ ჩვენი ძლიერი გუნდის და „ეტალონის“ გამოცდილების დამსახურებით მოვახერხეთ.
Izrune.ge და საქართველოს მუნიციპალიტეტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ჯერ კიდევ საფუძველშივე, ნათლად დაინახა პროექტის საჭიროება და როლი მომავალი განათლებული თაობების აღზრდის საქმეში; სწორედ მისი ინიციატივით და აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის მკვიდრ ყველა მოსწავლეს სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) izrune.ge-ში უსასყიდლოდ ჩართვის საშუალება მიეცა. დისტანციური სწავლების პრიორიტეტად გამოცხადებამ კი კიდევ უფრო ნათელი გახადა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების საჭიროება. ამ მხრივ კი როგორც აჭარის მთავრობა, ისე ცენტრალური ხელისუფლების დამეგობრება მზრუნველ პროექტთან აბსოლუტურად სწორი და მომავალი თაობების განათლებაზე ორიენტირებული ნაბიჯი გამოდგა.
აჭარის მზრუნველობა ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებზე სამაგალითო და მისაბაძი აღმოჩნდა სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, თამაზ მეჭიაურმა საქმით დაამტკიცა, რომ მისთვის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის, განათლება მართლაც პრიორიტეტულია და მომავალ თაობებზე ზრუნვა, მათი ჩართულობა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში, უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიანეთის სკოლის მოსწავლეებისთვისაც izrune.ge-ს ტესტებს გავლა უფასოდ იყო შესაძლებელი.
მსგავსი ინიციატივით გამოვიდა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის გუბერნატორი - არჩილ ჯაფარიძე, რასაც მოჰყვა ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა ჩვენს პროექტში.
Izrune.ge-ს გეგმები და სიახლეები
2020-2021 სასწავლო წელს izrune.ge-ზე „სიბრძნის წლად“ ვაცხადებთ. სექტემბრის პირველივე ხუთშაბათიდან გააქტიურდება პირველი ტესტი და ახალი სასწავლო წელი „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტით დაიწყება.
ამავდროულად ბევრ სხვა სიახლესაც ვნერგავთ:
- ოჯახებს ექნებათ საშუალება მიიღონ შვილის განვითარების ინდივიდუალური კვლევა/წერილი, საიდანაც მიიღებენ რეკომენდაციებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება უფრო მეტად, რომ მოსწავლე განვითარდეს და მეტ წარმატებას მიაღწიოს.
- მნიშვნელოვანი სიახლეა ინგლისური ენის ხუთდონიანი ტესტის დამატება. ყოველი თვის მესამე ხუთშაბათი izrune.ge-ზე ინგლისური ენის ტესტის დღე იქნება.
- სექტემბრიდან მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, ყოველი ტესტის შემდეგ დააგროვონ „სტატუს ვარსკვლავები“.
- ასევე, შინაარსობრივად გავამდიდრეთ, გავამრავალფეროვნეთ და სრულიად შევცვალეთ კითხვების ბაზა, დავხვეწეთ და ავიყვანეთ ხელოვნების დონემდე პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს განახლებული კითხვების ჩატვირთვა ბაზაში.
- ოჯახებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ გრაფიკებს შემაჯამებელი ტესტის შედეგებზე დაყრდნობით. გრაფიკები დაყოფილი იქნება მიღებული ქულის, გამოყენებული დროის, პასუხების ვარიაციების მიხედვით, რაც ვიზუალურად უფრო თვალნათელს გახდის მოსწავლის ზრდა/განვითარებას თვიდან-თვემდე, შემაჯამებელი ტესტიდან შემდეგ შემაჯამებელ ტესტამდე.
- მშობლებს მიეცემათ საშუალება, თვალნათლივ ნახონ, რომელი მიმართულებით არის მოსწავლე უფრო ძლიერი. ჰუმანიტარული საგნებისადმი უფრო აქვს მიდრეკილება, თუ ტექნიკურ საგნებშია ძლიერი, როგორია მისი ზოგადი განათლება და ლოგიკური აზროვნების უნარი.
- „ინდივიდუალური პაკეტის“ მომხმარებელს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბენეფიტის მიღებასთან ერთად, ეყოლება „განათლების პირადი მენეჯერი“. ადამიანი, რომელიც იქნება მათი მეგობარი და მრჩეველი, შვილის განათლების საკითხებში.
გვახარებს თითოეული მუნიციპალიტეტის, სკოლის, სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, მშობლის, ოჯახის წევრის ჩართულობა და აქტიურობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის მომავალი თაობის განათლების მოტივაცია.
izrune.ge-ს გუნდი გილოცავთ 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და თქვენთან ერთად, ახალი სასწავლო წლისთვის, ვემზადებით კიდევ უფრო მეტი წარმატებებისათვის!
izrune.ge ისევ თქვენ გვერდითაა!!!
izrune.ge-ს მენეჯერი - თინათინ ტყეშელაშვილი