01 ნოემბერი, 2017
ალექსანდრე ჯეჯელავა: ზედა კლასებში კარგია სპეციალიზაცია
სკოლის რეფორმირებაზე საუბრისას განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა:
„ძველი სკოლა იყო მეხსიერების სკოლა. ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო. თანამედროვე სკოლა არის აზროვნების სკოლა… ეროვნული სასწავლო გეგმა აუცილებლად უნდა განიტვირთოს. ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს ბავშვობით – თამაშით, მეგობრობით, ხანდახან ცელქობით და ასე შემდეგ. სანამ ეს ასაკი აქვს, ბავშვი არ უნდა გადავტვირთოთ. ზედა კლასებში კარგია სპეციალიზაცია – ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ აპირებს ფილოლოგობას, გაუგებარია, რატომ უნდა ვასწავლოთ ფიზიკის ძალიან რთული კომპონენტები?!“