23 აპრილი, 2021
„Izrune.ge ბედნიერებასა და სიკეთესთან ასოცირდება“ - ნათია ვართაგავა
Izrune.ge განაგრძობს გუნდის წევრების გაცნობას და ამჯერად ნათია ვართაგავას წარმოგიდგენთ რომელიც პირველი კურსის სტუდენტია, მენეჯმენტის მიმართულებით და ყველაზე მზრუნველ პროექტთან ერთად, ყოველდღიურად, დიდი სიყვარულით ზრუნავს პატარა იზრუნელების განვითარებაზე. როგორ აღმოჩნდა კომპანიაში, რას ნიშნავს მისთვის izrune.ge და როგორ წარმოუდგენია მისი მომავალი, თუმდაც ხუთი წლის შემდეგ - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს izrune.ge-ს მომხმარებელთა კმაყოფილების გუნდის წევრი - ნათია ვართაგავა პასუხობს:
- მოგესალმებით! მე ნათია ვართაგავა ვარ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, მენეჯმენტის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი და izrune.ge-ს გაყიდვების გუნდის ერთ ერთი წევრი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომავალი თაობის განვითარებასა და მათი შესაძლებლობების გამოვლენაზე.
- ნათია, როგორ აღმოჩნდით კომპანიაში?
- გაყიდვების დეპარტამენტში გამოცხადდა ვაკანსია, რამაც ძალიან დამაინტერესა, ვინაიდან izrune.ge უშუალოდ ემსახურება მომავალი თაობის განათლებას და მეც, სურვილი გამიჩნდა, წვლილი შემეტანა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში. გავიარე გასაუბრება და შეუძლებელია არ აღვნიშნო - საოცარი, დადებითი ემოციებით დავიმუხტე და მეტად გამიჩნდა სურვილი, მეკეთებინა ეს საქმე. ასე გავხდი გუნდის წევრი, რაც დღემდე ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს.
- რას ნიშნავს თქვენთვის izrune.ge-ში მუშაობა?
- ჩემთვის ეს სამსახური ასოცირება ბედნიერებას და იმ სიკეთესთან, რომელსაც ყოველდღიური საქმით ვიღებ; ესაა მომავალი თაობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და სამომავლოდ, დიდი შანსი.
- პირადად, რა გევალებათ კომპანიაში - უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ.
- ჩემი პოზიცია ემსახურება გაყიდვების სფეროს. კონკრეტულად, მევალება ინფორმაციის მიწოდება და იმ მომსახურების შეთავაზება მშობლებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს, დაინახონ საკუთარი შვილების უნარები და შესაძლებობები, გაიზიარონ მათი ბედნიერება და ასევე, თავადაც ჩაერთონ მათ წარმატებაში; სწორედ ამიტომ არის ჩვენი პროექტი განსხვავებული - მშობლის როლი და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. მოსწავლეს, რომელიც სიზარმაცის გამო თავს არიდებს ტესტებს ან მოტივაცია არ აქვს, izrune.ge-ს ტესტებით და მშობლის ჩართულობით უნდა დავანახოთ, რომ დაუძლეველი და რთული არაფერია, მთავარია, გქონდეს მოტივაცია და გჯეროდეს საკუთარი თავის.
ჩვენი მიზანია, ბავშვებს შევაყვაროთ სწავლა და ვანახოთ, რომ ისინი განსაკუთრებულები არიან; ასევე მშობლებს, რომელებიც დღის განმვალობაში ვერ ახერხებენ შვილებთან დროის გატარებას, სწორედ izrune.ge-ს ტესტები აძლევს საშუალებას, რამდენიმე წუთი მათთან გაატარონ და ერთად გაიარონ ტესტები, რადგან ეს განსაკუთრებულ ძალასა და მოტივაციას აძლევს ბავშვს, მატებს თავდაჯერებულობას.
გვინდა, უფრო წინ წავიდეთ, მეტ მოსწავლეს მივცეთ საშუალება, ჩაერთონ izrune.ge-ში. მჯერა, მალე ჩვენი გუნდი მთელ საქართველოს მოედება და ჩვენ, ერთად, დიდი მზრუნველობით გავზრდით წარმატებულ, მოტივირებულ და დამოუკიდებელ ახალ თაობას, რომელიც განათლების დონის გაუმჯობესების საფუძველი გახდება.
- და რა არის საჭირო იმისთვის, მიზანს მიაღწიოთ?
- კომპანიას იმდენად ძლიერი ხელმძღვანელები და გუნდი ჰყავს, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ, რადგან ჩვენ ვემსახურებით მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებას. შეუძლებელი არაფერია და როდესაც გინდა წარმატებას მიაღწიო, რაშიც ისეთი საგანმანათლებლო პროექტი, როგორიცაა izrune.ge, გიწყობს ხელს, უბრალოდ, უნდა მოინდომო, ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების. აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს შეცდომებზე და მივუთითოთ სწორი გზა, მივცეთ უფლება, გამოავლინონ თავი და იამაყონ თავისივე წარმატებით - აი, ეს ყველაფერი დამანახა izrune.ge-მ.
- ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა საგანმანათლებლო სფეროში ჩართულობა, არ მეთანხმებით?
- რა თქმა უნდა... ჩვენ მოსწავლეების განათლებასა და მათ განვითარებაზე ვართ პასუხისმგებელნი, ვქმნით ნათელ და წარმატებულ მომავალს - პროექტს, რომელიც განათლებაზეა ორიენტირებული და ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება; მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს უდიდეს ბედნიერებასთან არის დაკავშირებული - თითოეული ბავშვის წარმატება ჩვენი გუნდის წარმატებაა; ყველა მოსწავლის ღიმილი და თავდაჯერება გვმატებს ძალას, ვაკეთოთ უფრო მეტი და არასოდეს გავჩერდეთ.
- როგორ წარმოგიდგენიათ izrune.ge და საკუთრი თავი თუნდაც 5 წლის შემდეგ?
- izrune.ge ხუთი წლის მერე იმაზე მეტად წარმატებული წარმომიდგენია, ვიდრე ახლაა - დახუნძლული სიახლეებითა და კრეატიული პროექტებით, რომლებიც მოსწავლეებს უფრო დიდ სურვილს გაუჩენს, იყვნენ ჩვენი დიდი ოჯახის განსაკუთრებული წევრები; რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ, მეტად გავიზრდები, მეტ ნდობას დავიმსახურებ და მოსწავლეებში განათლების დონის ამაღლების კუთხითაც ბევრის გაკეთებას შევძლებ.