izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
02 ნოემბერი, 2017
როგორია ესტონური განათლების მოდელი, რომელიც ქართულ სკოლებში ინერგება
ბოლო წლებში მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა ესტონური განათლების მოდელი. როგორც ცნობილია საქართველოს 15 სკოლაში განათლების ესტონური მოდელი დაინერგება.

რას გულისხმობს ესტონური მოდელი?

ესტონეთში ამბობენ, რომ განათლების კულტი აქვთ. აქ ბავშვს სკოლისათვის ბაღიდანვე ამზადებენ და ამ საქმეს ზედმიწევნით სერიოზულად ეკიდებიან. სკოლაში წასვლამდე ბავშვი სპეციალურ მოსამზადებელ კურსს ესწრება. კვირაში ორჯერ, ორსაათ–ნახევრის განმავლობაში, მას ასწავლიან მათემატიკას, ესტონურ ენას, მუსიკას, ხელოვნებას, „ადამიანმცოდნეობას“ (ბუნებრივი გარემოსა და საგნების შესახებ). ასე რომ, პირველკლასელმა უკვე იცის კითხვა, შეუძლია წაკითხულის შინაარსის გადმოცემა, მარტივი კარნახის დაწერა, ათის ფარგლებში მიმატება და გამოკლება.
 
ესტონეთში ბავშვი სკოლაში 7 წლისა მიდის. სკოლა ახლოს უნდა იყოს იმ სახლთან, სადაც ბავშვის ოჯახი ცხოვრობს. ჩვეულებრივთან ერთად არსებობს სპეციალიზებული სკოლებიც, სადაც მოსწავლეები სიღრმისეულად სწავლობენ უცხო ენებსა და მათემატიკას. თითოეულ კლასში 20 ბავშვია.

ესტონეთში სკოლების უმეტესობა მუნიციპალურია. კერძო სკოლა ცოტაა.
განსხვავებული შესაძლებლობები. სუსტი მოსწავლეების მიმართ ესტონელებმა ფინური განათლების მოდელი გამოიყენეს: ის, ვინც ცუდად სწავლობს, არ რჩება იმავე კლასში. ჩამორჩენილ მოსწავლეებს ან ცალკე ამეცადინებენ, ან პროგრამას ინდივიდუალურად უდგენენ.

კიდევ ერთი, რითაც ესტონეთში ძალიან ამაყობენ, არის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ღარიბი და შეძლებული ბავშვებისათვის. თუმცა ესტონური სკოლა არ იზიარებს ფინური განათლების ახალ კონცეფციას საშინაო დავალებების უგულებელყოფის თაობაზე. საშინაო დავალებებს აქ დაწყებით კლასებშიც კი აძლევენ.

მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და მოსწავლეების კომპიუტერები ჩართულია სპეციალურ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საშინაო დავალებებისა და ნიშნებისთვის, საკონტროლო წერებისა და მნიშვნელოვანი სასკოლო ღონისძიებებისთვის თვალის მიდევნება. სისტემის წყალობით მშობელს შეუძლია, ბავშვის ავადმყოფობის ცნობა მასწავლებელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს, ვირტუალურად ადევნოს თვალი შვილის სასკოლო მიღწევებს, მისი ცოდნის დონეს სხვა მოსწავლეებთან შედარებით, კლასის საერთო დონეს და სხვ.

„ბავშვები სახელმძღვანელოებით სწავლობენ, ჩვეულებრივ ცალხაზიან და უჯრედებიან რვეულებში წერენ, მაგრამ გაკვეთილების ნაწილი კომპიუტერულ კლასებში ტარდება.

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით საქართველოს 15 სკოლაში ესტონური მოდელი დაინერგება


რას ამბობენ ჩვენზე