„izrune.ge-მ ნათელ წერტილად გამოანათა ჩვენთვის“ - ინეზა ირემაძე, ბათუმის N14 საჯარო სკოლის პედაგოგი
ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, პანდემიურ პერიოდში თუ მოგვიწევდა ცხოვრება და საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა, თუმცა პედაგოგების საქმისადმი თავდადებისა და ძალისხმევის შედეგად, არც დისტანციურ სწავლებას, არც წერტილოვან შეზღუდვებს არ შეუშლია ხელი, სასწავლო პროცესი შემდგარიყო და თანაც - წარმატებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ყველაზე მზრუნველი პროექტის დამსახურებით, მოსწავლეები ერთგვარად, მზად აღმოჩნდნენ ონლაინ-გაკვეთილებისთვის. პედაგოგი, რომელზეც დღეს გიამბობთ,
ბათუმის N14 საჯარო სკოლის I „ა“ კლასის დამრიგებელი გახლავთ და izrune.ge-სთან ერთად, დგას თავისი უსაყვარლესი პაწაწუნების განათლების სადარაჯოზე.
როგორ მოახერხა სრული კლასის ჩართვა Izrune.ge-ში და რა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, არაფორმალური განათლების პროექტის დახმარებით, ფორმალური განათლების კუთხით? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე
ბათუმის N14 საჯარო სკოლის პედაგოგი, ინეზა ირემაძე გვესაუბრება.- ქალბატონო ინეზა, გვიამბეთ, როგორ ჩაერთეთ izrune.ge-ში.- პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყველა ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა; ჩავიკეტეთ სახლებში და ასეთ დროს, პედაგოგი ფიქრობს, შეუძლებელი შეძლოს, რათა ბავშვები სწავლას არ ჩამორჩნენ, განვითარება არ შეწყვიტონ და ამ ვითარებაში, izrune.ge-მ ნათელ წერტილად გამოანათა. პროექტში შარშანაც ვიყავით ჩართულები, მეოთხე კლასთან ერთად, თუმცა წელს, როდესაც პირველკლასელებს შევუღე სკოლის კარი, მშობლებს დეტალურად ავუხსენი ამ პროექტის მნიშვნელობა, დაინტერესება დიდი იყო და უკვე ნოემბერში ჩვენი I „ა“ კლასი სრულად ჩაერთო izurne.ge-ში - ბავშვები ხედავდნენ თანატოლების წარმატებას, დიპლომებს, მშობლები - განვითარების ხარისხს და შედეგად 100%-იანი ჩართულობა მივიღეთ. საამაყოა - უკვე 7-ჯერ გავხდით „სუპერ კლასი“ და ყველა ერთად, მოუთმენლად ველით „მომავლის კლასის“ წოდებას.
- ბავშვებს რომ მოსწონთ izrune.ge-ს ტესტები, გასაგებია, თუმცა საინტერესოა, თქვენ, როგორც პედაგოგი, როგორ აფასებთ კითხვებს, რომლებიც სიბრძნის ხუთშაბათსა თუ შემაჯამებელ ტესტში ხვდებათ?- კითხვები ძალიან მრავალფეროვანია და რაც მთვარია, ზედმიწევნითაა მორგებული ბავშვებზე, ისე, რომ ნაკლებად სჭირდებათ მშობლის დახმარება. მშობელი, რა თქმა უნდა, ჩართულია, თუმცა პატარები დამოუკიდებლად მუშაობენ და ეს ჩემთვის, როგორც მათი მასწავლებლისთვის, საამაყოა; შემდეგ მოდიან სკოლაში, განვიხილავთ საკითხებს, სვამენ კითხვებს, ეძებენ პასუხებს და ემზადებიან მომავალი ტესტირებისთვის, რომელიც საოცარ თავგადასავალს უქადის.
პირადად, ძალიან მომწონს „სიბრძნის ხუთაშაბათი“ - უფროსებმაც გავიღრმავეთ ცოდნა, წიგნიერების დღემ კი პატარები წიგნთან დააახლოვა, რაც დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ასეთი პოპულარობის ფონზე, გმირობის ტოლფასია.
აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, ONLINE-თამაში „საქართველოს SUPER-ოჯახები“, რომელშიც ჩემმა კლასმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა და ვერ წარმოიდგენთ, ბავშვები და მათი ოჯახები როგორ ელოდნენ კვირა დღეს. ეს იყო საოცარი ემოცია და საოცარი მუხტი მოდიოდა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისგან. ზოგადად, izrune.ge ბავშვს აძლევს მოტივაციას, ჰმატებს თავდაჯერებას.
- პრაქტიკაში, რით დაეხმარა izrune.ge ფორმალური განათლების კუთხით თქვენს მოსწავლეებს?- izrune.ge ჩემს მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებაში დაეხმარა, რადგან წარმატებული ჩართულობა ყველა საგანში მოითხოვს ცოდნას. ამიტომაც, ყოველი ტესტირებისთვის წინასწარ ვემზადებით, ვსაუბრობთ ვმსჯელობით.
- „წიგნიერების დღე“ ახსენეთ... როგორც შეაყვარეთ კითხვა პირველკლასელებს, ქალბატონო ინეზა? - იმდენად საინტერესოდაა საკითხავი ლიტერატურა შერჩეული, რომ შეუძლებელი, ბავშვი გულგრილი დარჩეს, მართალია, ჩემმა ბავშვებმა ახლახან ისწავლეს კითხვა, მაგრამ უკვე დამოუკიდებლად ემზადებიან ტესტისთვის და ეს ძალიან მახარებს.
- შვიდჯერ გახდით „სუპერ კლასი“ - რას ნიშნავს ეს ბავშვებისთვის?- ესაა დიდი მოტივაცია ბავშვებისთვის და ახლა ველით მომავლის კლასის წოდებას. სექტემბრიდან, ისევე, სრული შემადგენლობით, აქტიურად ჩავერთვებით და გვჯერა, izrune.ge-სთან ერთად, უამრავ წარმატებას მივაღწევთ.