მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
„წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის მიზანი მოსწავლეებისთვის ქართველი და უცხოელი გენიალური მწერლების გაცნობა, კლასის შესაბამისი წიგნების და ნაწარმოებების შეთავაზება, კითხვის შეყვარება და მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებაა.
ტესტის მეშვეობისთ ბავშვს აქვს საშუალება უკეთ გაიაზროს, განიმტკიცოს და გაიმეოროს წაკითხული წიგნები და ნაწარმოებები.
„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და მოსწავლეებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.
გთავაზობთ 16 სექტემბრის „წიგნიერების დღისთვის“ წასაკითხი წიგნების და ნაწარმოებების სიას კლასების მიხედვით:
I კლასი -
ნოდარ დუმბაძე - „მღერიან თუშის ბიჭები“, „სტუმარ-მასპინძელი“
იაკობ გოგებაშვილი - „დაკარგული ბავშვი“ „მუქთამჭამელა“
სულხან-საბა ორბელიანი - „კუ და მორიელი“ „ორმოში ჩაგდებული მეფე“
II კლასი -
ქართული ხალხური ზღაპრები - „ნადირთა ძმობა“ „ხელმწიფის შვილის და ხელმწიფის ამბავი“
იაკობ გოგებაშვილი - „ჭკვიანი ძაღლი“ „სირცხვილის აშორება“
სულხან-საბა ორბელიანი - „აქლემი და ვირი“ „უტკბილესი და უმწარესი“
III კლასი -
გურამ პეტრიაშვილი - „კაცი და ქარი“, „მევიოლინე და პატარა ჩიტი“
ვაჟა-ფშაველა - „მთის წყარო“
ქართული ხალხური ზღაპრები - „სიზმარა“
IV კლასი -
ეკატერინე გაბაშვილი - „ხატაური ჩემია“
ვაჟა-ფშაველა - „არწივი“, „ამოდის ნათდება“
ნოდარ დუმბაძე - Hellados
V კლასი -
ნოდარ დუმბაძე - „ძაღლი“
კონდრატე თათარაშვილი - „მამელუკი“
ჰანს კრისტიან ანდერსენი - „თოვლის დედოფალი“
ასტრიდ ლინდგრენი – „პეპი გრძელიწინდა“
VI კლასი -
ლადო მრელაშვილი - „იყალთოელი ბიჭები“
ვაჟა-ფშაველა - „ხმელი წიფელი“
მაინ რიდი - „თეთრი თათმანი“
ჯეიმზ მეთიუ ბარი - „პიტერ პენი“
VII კლასი -
რევაზ ინანიშვილი - „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“
ანა კალანდაძე - „მოდიოდა ნინო მთებით“, „რა ვარ? სტვირი ვარ“, „ფეხი დამადგით“
ალფონს დოდე - „ტარტარენ ტარასკონელი“
ჯერალდ დარელი – „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“
VIII კლასი -
გიორგი ლეონიძე - „ჩირიკი და ჩიკოტელა“, „მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი“
ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“
ჟიულ ვერნი - „კაპიტან გრანტის შვილები“
IX კლასი -
მიხეილ ჯავახიშვილი - „ჩანჩურა“
ართურ კონან დოილი - „ბასკერვილების ძაღლი“
მაინ რიდი - „უთავო მხედარი“
X კლასი -
გურამ დოჩანაშვილი - „ერთი რამის სიყვარული“, „ცალ-ცალკე ერთად“
ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“
აგათა კრისტი - „ბოლო სიკვდილია“
XI კლასი -
ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“
გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“
ერნესტ ჰემინგუეი - „მოხუცი და ზღვა“
XII კლასი -
გოდერძი ჩოხელი - „ადამიანთა სევდა“
ტოლკიენი - „ბეჭდების მბრძანებელი“
ჯეკ კერუაკი - „გზაზე“