08 სექტემბერი, 2021
„izrune.ge-სა და განათლების პირადი მენეჯერის როლი ფასდაუდებელია“
„პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ“ - ასე დაიწყო ინტერვიუ izrune.ge-ს განათლების პირადმა მენეჯერმა, ლამარა მოდებაძემ და შეუძლებელია არ დაეთანხმო. izrune.ge ხომ ყველაზე მზრუნველი პროექტია, რომელიც მომავალი თაობების წიგნიერების დონის ამაღლებას ერთგულად ემსახურება. მერე რა, რომ პანდემიამ ბევრი სფერო უკან დაწია და განათლებასაც შეეხო?! დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ სწორედ ამ ონლაინ-პლატფორმამ, შემეცნებითი ტესტებისა და არაერთი აქტივობის დამსახურებით მოახერხა მთავარი - ყველა იზრუნელი აბსოლუტურად მომზადებული შეხვდა ონლაინ-სწავლების გამოწვევებს და დისტანციური რეჟიმს მათ განათლებაში დაბრკოლება არ შეუქმნია. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ზრუნავენ izrune.ge-ს წარმომადგენლები დიდი ოჯახის პატარა წევრებზე. რა გზა განვლო განათლების პირად მენეჯერობამდე და რეალურად რატომაა მნიშვნელოვანი მსგავს პროექტებში ბავშვების ჩართულობა? - ამ კითხვებზე პასუხს ლამარა მოდებაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- თქვენზე გვიამბეთ... უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს, იყო „განათლების პირადი მენეჯერი“?
- პროფესიით იურისტი ვარ... ვმუშაობდი სხვადასხვა საჯარო სამსახურში და აქედან გამომდინარე, სოციუმთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მივიღე... სწორედ ეს უნარები დამეხმარა, ვყოფილიყავი izrune.ge-ს განათლების პირადი მენეჯერი და კომპანიის წარმომადგენელი ოჯახებთან. ვცდილობ, ეფექტური კომუნიკაცია ვაწარმოო ოჯახებსა და მოსწავლეებთან.
- საჯარო სამსახურებში ვმუშაობდიო, მითხარით... საგანმანათლებლო პროექტს რატომ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა?
- „ეტალონის“ პროექტებს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მსურდა, საგანმანათლებლო სფეროში მემუშავა. როდესაც გამოცხადდა ვაკანსია, დავინტერესდი... წარმატებით გავიარე გასაუბრება და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა - აღმოვჩნდი ისეთ პროფესიონალურ, კოლეგიალურ, მზრუნველ და მეგობრულ გუნდში, როგორიც izrune.ge-ს ჰყავს.
- რას ნიშნავს თქვენთვის ეს სამსახური?
- ესაა დიდი გამოცდილება, ახალი გამოწვევა, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა პროფესიული კუთხით... მშობლებსა და მოსწავლეებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა; ვერ წარმოიდგენთ, რამდენი დადებითი ემოცია მოდის მათგან და ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევს, მეტად ეფექტურად ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს.
- და რა არის თქვენი, როგორც განათლების პირადი მენეჯერის მიზანი? რა შედეგებზე აპირებთ გასვლას?
- izrune.ge არის ონლაინ-პლატფორმა, რომლის მიზანია ოჯახის ჩართვა ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესში. მოსწავლეები მუდმივად ელოდებიან izrune-ს სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს და მე, როგორც განათლების პირადი მენეჯერს, მაქვს უშუალო კომუნიკაცია, როგორც მშობლებთან, ასევე ბავშვებთან... წინასწარ ვუგზავნი ტესტების კალენდარსა და რეკომენდებულ მასალას წასაკითხად.
მოგვიანებით, ტესტის შედეგების საფუძველზე, ერთად განვიხილავთ, რა არის მოსწავლის როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარე, რა მიმართულებით სჭირდება მეტი მუშაობა; ვეხმარები სწავლის მოტივაციისა და თავდაჯერების ამაღლებაში, ოჯახს კი აქვს საშუალება, თვალი ადევნოს, როგორ ხდება ბავშვი დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, წარმატებული და როგორ უვითარდება ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- რა არის საჭირო იმისთვის რომ კომპანიაში მიზანს მიაღწიო?
- პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ; დიდი პასუხისმგებლობით უნდა ასრულებდე შენს მოვალეობას, მზად იყო სიახლეებისთვის და რაც მთავარია - დაუღალავი შრომაა საჭირო. სხვაგვარად, წარმოუდგენელია, სასურველ შედეგებზე გახვიდე. როცა საქმეს დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით აკეთებ, წარმატებაც არ დააყოვნებს.
- მითხარით, ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი „ეტალონსო“...
- შეუძლებელია, არსებობდეს ადამიანი, რომელსაც „ეტალონის“ შესახებ არ სმენია... ამ შესანიშნავ პროექტს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. რაც შეეხება izrune.ge-ს - ეს არის ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დღენიადაგ ზრუნავს ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე; ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის პერიოდში, განათლების სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. izrune.ge-სა და განათლების პირადი მენეჯერის როლი კი ამ ყველაფრის, გათვალისწინებით, ფასდაუდებელია.
- ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა საგანმანათლებლო სფეროში ჩართულობა.
- ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც მოითხოვს საქმისადმი დიდ სიყვარულსა და სერიოზულ მიდგომას, ერთგულებას, შრომასა და ძალისხმევას... ჩვენ უნდა შევძლოთ მომავალი თაობის დაინტერესება, გავუღვივოთ სურვილი, მეტი დრო დაუთმონ საკუთარი თავის განვითარებასა და ინტელექტუალურ მხარეს.
- როგორ წარმოგიდგენიათ izrune.ge თუნდაც 5 წლის მერე და საკუთარი თავიც?
- დარწმუნებული ვარ, izrune.ge უფრო გაფართოებული, უფრო მასშტაბური, წარმატებული, მოთხოვნადი, უამრავი საინტერესო სიახლით დატვირთული იქნება, მე კი მეტად განვვითარდები, გავიზრდები პროფესიულად და მომავალი თაობების განათლების დონის ამაღლებაში, ყველაზე მზრუნველ პროექტთან ერთად, დიდ წვლილს შევიტან.