12 ოქტომბერი, 2021
„ როგორც პედაგოგი, რეკომენდაციას ვუწევ, ყველა მოსწავლე ჩაერთოს izrune.ge-ში“ - ხათუნა ცუცქირიძე,თბილისის N90 საჯარო სკოლის მასწავლებელი
ყველაზე მზრუნველი პორტალი, izrune.ge ყოველთვის ახერხებს მოსწავლეების წახალისებას და მოტივაციის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, izrune-.ge-მ საქართველოს მასშტაბით საუკეთესო კლასები გამოავლინა და დაიწყო ახალი პროექტი: „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“
პროექტის მიზანია, სასწავლო პროცესი გაცილებით საინტერესო და სახალისო გახდეს და როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები აქტიურად ჩაერთონ სწვალა-სწავლების პროცესში.
თბილისის N90 საჯარო სკოლის IIგ კლასის დამრიგებელი, ხათუნა ცუცქირიძე აღნიშნავს, ეს წოდება მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია:
- როგორ შეიტყვეთ izrune.ge-ს შესახებ?- სკოლაში გვქონდა ინფორმაცია აღნიშნულ პროექტზე. რამდენიმე წლის წინ, თავად ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი იყო ჩვენთან მოსული და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინა izrune.ge-ს შესახებ. შესაბამისად, უკვე ვიცოდი, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის და როცა პირველი კლასთან დავიწყე მუშაობა, მაშინვე ჩავერთეთ. რეკომენდაციას ვუწევ, როგორც პედაგოგი, რომ ყველა მოსწავლე ჩაერთოს, რადგან ტესტები, რომლებსაც ბავშვები ამ პორტალის მეშვეობით გადიან, ნამდვილად სასარგებლოა.
- როგორ ფიქრობთ, ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს?
- ნამდვილად, „იზრუნეს“ ტესტები მრავალმხრივ ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს და სწორედ ამიტომ მომწონს. ბავშვებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ. არის საკითხები, რომლებიც ერთულებათ და თავს ვერ ართმევენ, თუმცა დავალებების უმრავლესობა მათთვის საინტერესო და მისაღებია. რაც მთავარია, ტესტებში ჩართული არიან, როგორც ბავშვები, ასევე მშობლებიც.
- მათ მოტივაციაზე, როგორ აისახება ეს ყოველივე?- დიდი მოლოდინი აქვთ ხოლმე ხუთშაბათის და თვის ბოლოს, შემაჯამებელი ტესტების. მონდომებულები არიან და მოტივაციაც მაღალი აქვთ - ინტერესით და ხალისით ელოდებიან ყოველ ახალ ტესტს.
- პანდემიის და ჩაკეტილობის პერიოდში, რა როლი აქვს izrune.ge-ს ?- მნიშვნელოვანია და ასეთ პერიოდშიც კი, არ შეუწყვეტიათ მათ ტესტების გავლა. ბავშვები მოწყვეტილები იყვნენ სასკოლო გარემოს და მართლაც, რომ დიდი წვლილი შეიტანა მათი ცოდნის გამყარებაში. „იზრუნეთი“ მშობლებიც ძალიან კმაყოფილები არიან.