izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო
სიახლეები
საგანმანათლებლო სიახლეები
17 დეკემბერი, 2021
„შეუძლებელია ბავშვმა izrune.ge-ს ტესტებიდან ცოდნა არ მიიღოს, მისი დახმარებით ჩვენ მრავალფეროვან აქტივობებს ვახორციელებთ“ - შორენა გიორგაძე
მოტივაცია ყველა ადამიანს სჭირდება და განსაკუთრებით ბავშვებს, რომ მათ ირწმუნონ საკუთარი ძალების, გაითავისონ ცოდნის, განათლების ძალა და მნიშვნელობა - სწორედ ეს არის izrune.ge-ს დანიშნულება და მისია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. 

სწორედ ასეთი პედაგოგია ქუთაისის N9  საჯარო სკოლის მასწავლებელი და IIა კლასის დამრიგებელი შორენა გიორგაძე. ქალბატონი შორენა 1-ელი კლასიდან მოყოლებული კლასს აქტიურად ხელმძღვანელობს და მოსწავლეებს izrune.ge-ს ტესტებთან დაკავშირებით საინტერესო, მრავალფეროვან და შემეცნებით ღონისძიებებშიც რთავს. პედაგოგი აპირებს, რომ მოსწავლეებთან ერთად წარმატებებს მიაღწიოს.  როგორც შორენა გიორგაძე აღნიშნავს, რამდენჯერაც არ უნდა მისცემოდა არჩევანის საშუალება, იმდენჯერ მასწავლებლობას აირჩევდა.

პედაგოგი მიღწევების, მიზნებისა და სასკოლო ცხოვრებაში izrune.ge-ს მნიშვნელობაზე თავად გვესაუბრა.

- როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, იმ დღიდან დავიწყე მუშაობა ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში. შემიძლია ერთი წინადადებით გითხრათ: თავიდან რომ ვიწყებდე ჩემს კარიერას, ისევ პედაგოგი ვიქნებოდი. ჩემი სადამრიგებლო კლასი პროექტში პირველივე დღიდან აქტიურად ვმონაწილეობთ. მახსოვს, როდესაც დავინტერესდი და შევედი თქვენს გვერდზე, მაშინვე ისეთი თემა დავინახე (თუ სწორად მახსოვს ფრინველებს ეხებოდა), რომ აღვფრთოვანდი. ერთი შეხედვითაც ჩანდა რა ხარისხის ტესტებიც იქნებოდა.  

- იმის გარდა, რომ ტესტები მოგწონთ, რატომ გადაწყვიტეთ izrune.ge-ში ჩართულიყავით?

- რაც მთავარია ეს პოპულარობის მიზნით არ გამიკეთებია, რადგან ვფიქრობ, რომ  ამ მიზნით არასდროს არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და დამნახავი დაინახავს. მთავარია ბავშვების განვითარებაზე ვიზრუნოთ, აქედან გამომდინარე მშობელი იყოს კმაყოფილი და მასწავლებელიც. მე თქვენით ვარ კმაყოფილი. თქვენს ტესტებში საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის თემებია შერჩეული, თუნდაც ბოლო სულხან-საბას სიტყვის კონიდან, შეუძლებელია მოსწავლემ ცოდნა არ მიიღოს. თუ ბავშვებს დასაწყისშივე არ ვასწავლეთ ვინ იყო შოთა, ილია, აკაკი... შემდეგ მაღალ კლასში გაუჭირდებათ ამის გაგება. გონებაში ყველზე კარგად ილექება დაწყებით საფეხურზე ნასწავლი მასალა. 



- მშობლები რამდენად დაინტერესებულნი არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მშობლების გარეშე, მხოლოდ მარტო მე, ვერაფერს ვიზამ. ძალიან მოგვწონს, რომ ტესტები ოჯახის ნებისმიერ წევრზეა მორგებული, ეს დამატებით დატვირთვას აძლევს კიდევ. ბავშვებს იმდენად მოტივირებულს ვუშვებ, რომ ზედმეტი მითითება აღარ სჭირდებათ ტესტის შესავსებად. ასევე მინდა აღვნიშნო, „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ ძალიან მომწონს სახელწოდებიდან დაწყებული იდეის შინაარსით დამთავრებული. 

- როგორ ემზადებით ტესტებისთვის, რა აქტივობებს მიმართავთ?

- ვეცნობით ნაწარმოებებს. ასევე მსგავს თემაზე ვსაუბრობთ წინასწარ. შემდეგ მასალას ვუგზავნი აუცილებლად  ამობეჭდილს და სახლშიც მუშაობენ. ამ ყველაფერს კი ვაკეთებ რაც მთავარია სითბო და სიყვარულით. პანდემიის გამო ბავშვებს ვერ ვეკარები, ვერ ვეხუტები და სიტყვიერად მაინც ხომ უნდა მოვეფერო და მივცე სტიმული. თქვენმა ტესტებმა ბავშვებს კითხვა შეაყვარა, ცნობიერება აუმაღლა და კრეატიულობა შესძინა. თქვენი 15 წლიანი გამოცდილება ამას ნიშნავს და კიდევ მრავალი 15 წელი გაგრძელდება დარწმუნებული ვარ.  მახსოვს, რომ კითხვების შედგენაში სხვადასხვა უწყებები არიან ჩართული. ეს ტესტები გვიბიძგებს სხვადსხვა აქტივობებისკენ - დავრგეთ 35 ფიჭვის ხე, მოვიძიეთ მარტოხელა მოხუცები და დაგეგმილი გვქონდა მათ საშემოდგომო საქმეებში დავხმარებოდით, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. აღვნიშნეთ ტოლერანტობის დღე და ამის ფარგლებში დავასუფთავეთ მუხნარის ტყე. ბავშვები ამ ყველაფრით სწავლობენ ზრუნვას, ყურადღებას, ურთიერთპატისვისცემას და კიდევ ძალიან ბევრ რამეს.

 - თქვენ მე-2 კლასის დამრიგებელი ბრძანდებით, ამ ასაკი ბავშვებს მეტ-ნაკლებად უჭირთ მობილიზება და კონცენტრირება ერთ კონკრეტულ მიზანზე. როგორ ახერხებთ, რომ ამდენი აქტივობა განახორციელოთ და ყველა მოსწავლე ჩართოთ მასში?

- სულ თამაშ-თამაშით დავასუფთავეთ მუხნარის ტყე. როგორ ვახერხებ იცით? ძალიან უბრალოდ. კლასში შევიტან რაღაც ტექსტს და შემდეგ ამაზე ვმსჯელობთ. მიხა პაპაზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვთ მისი ნახვის, დახმარების. ბავშვის სულამდე უნდა მიიტანო ყველაფერი. მე გაბრიელა მისტრალს დავესესხები: „ყველაფერი არის ბავშვის სიყვარული და თუ არ გიყვარს ბავშვები ნუ  შეაღებ სკოლის კარებს“. შესაბამისად ისინი გახდნენ უფრო ტოლერანტულები, კეთილები, მიზანსწრაფულები. ეს ყველაფერი მე დავინახე izrune.ge-ს ტესტებში. მივესალმები ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის არაჩვეულებრივ გუნდს, მე უფლებას ვაძლევ ჩემს თავს, ჩემი და ჩემი მშობლების სახელით მადლობა გადაგიხადოთ.


რას ამბობენ ჩვენზე
Loading...